ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ ანტონიო კონტეს პრეს კონფერენციას , რომელიც წესით და რიგით უდინეზესთან დაპირისპირებას უნდა შეხებოდა , მაგრამ იტალიური ფეხბურთის პირველმა პირებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა და სერია ა-ს პირველი ტური განუსაზღვრელი ვადით გადაიდო …

მოგესალმებით ანტონიო , როგორ გრძნობთ თავს ?

” გმადლობთ კარგად , მიხარია , რომ დღეს ყველანი აქ იმყოფებით ” .

პირველი კითხვა , რა თქმა უნდა, ფეხბურთელების გაფიცვას შეეხება …

” ძალზე დასანანია , რომ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა , რადგან ამ დღისთვის და უშუალოდ მატჩისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და მინდა გითხრათ , რომ გუნდი 100 % – ით იყო მზად უდინეზესთან დაპირისპირებისთვის . რას ვიზამთ… მაგრამ მოდით დავტოვოთ ჭიქა ნახევრად ავსებული და ვთქვათ, რომ პირველ შეხვედრას ახალ არენაზე გავმართავთ, რაც საკმაოდ დადებითი მოვლენაა.

აუცილებელია კონცენტრაციის შენარჩუნება…

რა თქმა უნდა. სულ ცოტა ხანში სანაკრებო გამოძახებები შედგება და ფეხბურთელებიც ცოტა ხნით ამაზე გადაერთვებიან, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ეს  დიდი გუნდის ნაწილია და საბედნიეროდ ჩვენ ისევ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი სამშობლოს გუნდის წევრები არიან. თანაც, ჩვენი მოთამაშეები მალევე დაგვიბრუნდებიან, რადგან მალე ახალი არენის გახსნის ცერემონიალი უნდა შედგეს.

მწვრთნელის რანგში პირველად “არეცოში” იმუშავეთ….

დიახ, 35 წლის ასაკში დავასრულე საფეხბურთო კარიერა და გადავწყვიტე მწვრთნელი გავმხდარიყავი. თუმცა, რეალურად, სამწვრთნელო მოღვაწეობა კოვერჩიანოში დავიწყე, სადაც კურსებს გავდიოდი და შემდეგ წავედი “სიენაში” მწვრთნელის ასისტენტად.  პირველი გამოცდილება “არეცოში” მივიღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. შემიძლია ვთქვა, რომ იქ მიღებული ერთი წლის გამოცდილება ხუთს უდრის. პირველი 9 შეხვედრა მძიმე გამოდგა და ცოტა ხნით კლუბის გარეშე დავრჩი, შემდეგ ბოლო 14 მატჩში გამომიძახეს და მინდოდა კარგი დაბრუნება მქონოდა. რაც მთავარია, ის დრო წავიდა და შემდეგ სერია ბ ორჯერ მოვიგე. ახალ კი შესანიშნავი შანსი მაქვს.

წლების განმავლობაში თქვენ საკმაოდ ბევრი ენერგია დახარჯეთ…

დიახ, ყველანაირდ სიტუაცაში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. შეუჩერებლად ვმუშაობ და ვინც მიცნობს იცის, თუ რამდენს ვაკეთებ ყოველდღიურად იმისთვის, რომ “იუვენტუსი” იყოს წარმატებული უმოკლეს დროში.

საფეხბურთო მახასიათებლებით ყველაზე მეტად რომელი მოთამაშე გგავთ?

რთულია ამის თქმა, რადგან ყველას თავისი განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. მაგრამ დღესდღეობით გუნდში არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ვყელაზე მეტად მგავს და ეს მარკიზიოა. კლაუდიო ტაქტიკურად ძალიან განსწავლული მოთამაშეა, რომელიც ძალიან სწრაფად აზროვნებს. ჩემი აზრით, ის ჩემზე უკეთესია და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემზე უკეთესი კარიერაც ექნება.

რომელი გოლი იყო ყველაზე საოცარი – არა ყველაზე ლამაზი – რომელიც თქვენ გაგიტანიათ “იუვეში” ასპარეზობის დროს

“ოლიმპიაკოსთან” საუთარ მოედანზე გატანილი გოლი უდავოდ ყველაზე საოცარი იყო ჩემს კარიერაში, თუმც ის არ იყო ყველაზე ლამაზი. ჩვენ 2–0 ანგარიშით ვმარცხდებოდით და ამ შედეგით დასრულების შემთხვევაში, გუნდი ლიგიდან ვარდებოდა. იმ მატჩში ტუჩიც გამისკდა, მაგრამ თამაში გავაგრძელე და შეხვედრის დასრულებიდან 15 წუთით ადრე, ჩემ მიერ გატანილი გოლით გუნდმა შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ფაქტიურად, ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი…

დიახ, რადგან ამ გოლით ჩვენ ნახევარ–ფინალში გავედით და ეს უმნიშვნელოვანესი იყო.

გავიდა გარკვეული პერიოდი და თქვენ “იუვენტუსში” მწვრთნელის სახით დაბრუნდით. იყო თუ არა უკვე დრო იმისა, რომ თქვენ გუნდში დაბრუნებულიყავით?

არ ვიცი, იყო თუ არა უკვე დრო ჩემი აქ მოსვლისა, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი გუნდში მოსვლა სწორ ნაბიჯად ჩაითვალოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას, რომ ეს შანსი მომცეს. მოვედი “იუვენტუსში” იმ დროს, როცა გუნდი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილით ასრულებდა სეზონს, რეკონსტრუქციის დაწყების აუცილებელი მომენტია და მე ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ანდრეა ანიელიმ და ჯუზეპე მაროტამ მიმიჩნიეს გუნდისთვის იდეალურ პერსონად, რომ ახლიდან გადავწერო “იუვენტუსის” ისტორია.

თანაც, თქვენ იოლი გამოწვევები და ადვილად მისაღწევი მიზნებისკენ სწრაფვა არ გიყვართ…

ეს ასეა. ვფიქრობ, რომ რეკონსტრუქციის დაწყება ჩვენ მოგვანიჭებს დიდ სტიმულს, დიდ პასუხისმგებლობას, დიდ სირთულეებს. ეს არის რექონსტრუქცია, რომელიც ჩვენ ვალდებულნი ვართ ვაწარმოოთ დიდი მიზნების მისაღწევად.

როგორ მოგივიდათ 4–2–4 წყობის იდეა, თუმც ამაზე ნაწილობრივ უკვე პასუხი გაცემული გაქვთ… როდის გადაწყვიტეთ იმ სქემით თამაში, რომელსაც “არეცოში” იყენებდით…

ჟურნალისტებს სიტუაციის გაბუქება უყვართ. ეს წყობა არის 4–4–2, ცოტათი უფრო გახსნილი, მაგრამ ძირითადი იდეა მეორდება. რადგან უფრო შემტევია, გარედან დისტანციები სახეცვლილი ჩანს. “არეცოს” იდეას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობდით, რადგან ვალდებულნი ვიყავით, ყოველთვის გაგვემარჯვა. 12 მატჩიდან 8 მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ და 2 მატჩში დავმარცხდით, აქედან ერთში “იუვენტუსთან” ( იცინის ). ოთხი შემტევი ერთად ოთხი მცველის წინააღმდეგ ჩემი აზრით, ყველაზე კარგი შესაძლებლობაა მეტოქის დაცვის გასარღვევად. ჩვენ გვჭირდება ბალანსი, აქ ორი ფაზაა, ბურთის ფლობის ფაზა და თამაში ბურთის გარეშე, მაგრამ როდესაც ფეხბურთელები სწორად მოძრაობენ, შეუძლიათ შექმნან ის სიტუაცია, რომელიც მათ აწყობთ.

წელს ჩვენი დიდი კაპიტნის ბოლო სეზონია საფეხბურთო კარიერაში. თქვენ მას ძალიან კარგად იცნობთ…

“იუვენტუსში” ჩემი კარიერის უდიდესი ნაწილი გავატარე და ეს ძალიან დამეხმარა, რადგან როცა აქ მოდიხარ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ალესანდროსთან ერთად მე დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და ახლა მაქვს პატივი იმისა, რომ ის იყოს ჩემი ფეხბურთელი. ალე უმაღლესი კლასის მოთამაშეა და შეუძლია გუნდისთვის ფასდაუდებელი შრომა გასწიოს ნებისმიერ სიტუაციაში.

როგორი გრძნობაა, როცა ფანები თქვენს სახელს სკანდირებენ?

რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და თან, ამაღელვებელიც. მოხარული ვარ ამის გამო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ახალი ჰიმნები და შეძახილები ჩემს ფეხბურთელებზე დაიწერება, იმიტომ, რომ ისინი მე ბედნიერებას მანიჭებენ.

შეუძლია თუ არა ახალ არენას “იუვენტუსზე” გავლენის მოხდენა?

რა თქმა უნდა, რადგან ახალი სტადიონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გულშემატკივრები უფრო ახლოს იქნებიან ფეხბურთელებთან, ისევე როგორც ინგლისში. ახალ არენას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს.

წყარო: tuttojuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
11 years ago

George

პეპე სავარაუდოდ ზენიტში წავა 10 მილიონად ;) ფორვარდები ვუჩინიჩი უნდა კიდევ..

11 years ago

მე მაგალითად დადებითად ვუყურებ ამხელა კონკურენციას. სეზონი დიდია და ვინც როდის იქნება ფორმაში მერე ითამაშებს

Gio Darja
11 years ago

ითამაშებს ის, ვინც იქნება უკეთესი..ძირითადში გარანტირებული ადგილი რამოდენიმე მოთამაშეს აქვს მხოლოდ : ბუფონს, კიელინის და პირლოს ))

მარკიზიოს და ვიდალს შორის დიდი კონკურენციაა, ისევე როგორც წინახაზში და ფლანგებზე..კონკურენცია ხდის გუნდს კონკურენტუნარიანს :modee:

და თქვენ რომ იძახით მარკიზიო სკამს გახეხავს, არ გააკარებენ სასტავს, ვერ ითამაშებს – ეგრე ნაღდად არ იქნება, გუნდში როცა მოდის ფეხბურთელი ის გაფრთხილებული კი არაა სკამზე დაჯდები და ძირითადზე არც იფიქროო..

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Gio Darja

მოკლედ ლუგანო ან ბრუნო და ვსიო დავიწყოთ სეზონი…

მკ. ბუფონი-სტორარი
მარჯ.მც ლიხშტი-მოტა-სორენსენი
მარც.მც ლიგლერი-დეჩელიე
ცენტრ.მც ბონუჩი-კიელინი-ბარძალი-(ლუგანო-ბრუნო)
მარჯ.ნახ.მც კრასიჩი-დესილვესტო-პეპე
მარცხ.ნახ.მც ჯაკერინი-პასკუატო
ცენტრ.ნახ.მც პირლო-ვიდალი-მარკიზიო-პაციენცა-ესტიგარაბია
თავდმსხ. დელპიერო-მატრი-კვალიერა-ტონი

მსიოოოოოოოოოოოოოოოოოოო…

:forza:

11 years ago

აჯობოს მერე ჯაკერინიმ ყველას მაგრამ ცვენ ხო ვიციტ რო ეგ ბიჭი ზამენისთვის მოიყვანეს როგორც ესტიგარიბია??

Di Francesco # 1
11 years ago

ვიდალი სკამზე რატო არ შეიძლება, მესი კი არაა, იქნება ვარჯიშებზე ყველას ჯაკერინიმ აჯობოს მაინც არ უნდა დააყენოს კონტემ სასტავში?

11 years ago

მე თქვენი არ მესმის . ვიდალი ცენტრში უფრო პროდუქტიულია და იმის გამო რო მარკიზიომ ითამაშოს ვიდალი უნდა დავაყენოთ კრაიზე?? იქ პასკუატოა. მარკიზიოში რამე განსხვავებული მე ვერ დავინახე ვარიარებ რომ ცუდი ფეხბურთელი არაა. მაგრამ ცუდი ფეხბურთელი არაა იუვეში არ ყოფნის

Gio Darja
11 years ago

George

რა ვქნა ძმა არამიშავს, თავად ? მოკლედ 24 წლის მარსელო ესტიგარაბია – თუ კოპა ამერიკას უყურე გეცოდინება ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამერიკის პირველობაზე..მებრძოლი და აქტიური ბიჭია, კლუბში მე მაგის თამაში ნანახი არ მაქვს, კოპაზე კი ვნახე თითქმის ყველა მატჩში..არენდით მოდის და ვნახოთ, იქნებ გაამართლოს :roll:

Giorgi kasrashvili
11 years ago

1juve
რა შუაშია ჩეზენა… პასკუატო თუ სკამისთვისა განწირული, ჯაკერინის რისი პრეტენზია აქვს? ან მარკიზიო სკამზე ან ვიდალი და ჯაკერინი სასტარტოში? კაით რა…

Gio Darja
11 years ago

ისეთ გარემარბს არ ვყიდულობთ ძირითადში რომ დადგეს, 4-4-2 სქემაში მარჯვნივ კრასიჩი იქნება, მარცხნივ ვიდალი და ცენტრში მარკიზიო & პირლო..კლაუდიოს სკამზე არ დააჯენს კონტე ფაქტია, ყოველ მეორე ინტერვიუში აქებს, მოკლედ ძლიერი ნახევარდაცვა გვეყოლება..

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Gio Darja

გიო როგორ ხარ? მომენატრე ძმა… 5 დღეა აქ ვარ და დამაწყდა ნერვები… მითხაი იმ პარაგვაელზე 2ოდე სიტყვა… ხომ იცი შენი შეფასება მისაღებია და ვენდობი შენს საფეხბუთო შეხედულებებს :kiss:

Di Francesco # 1
11 years ago

100 % ით ვიცი ასე დაიწყებს კონტე

ვიდალი—————-პირლო———მარკიზიო———ჯაკერინი—-

11 years ago

პასკუატო
???

Giorgi kasrashvili
11 years ago

ჯაკერინი ზამენაა ძმა…
რაც შეეხება მარკიზიოს ის დასაფასებელია… მისნაირი მებრძოლი და ნამდვილი იუვენტინოები ღმერთმა გვიმრავლოს…

Di Francesco # 1
11 years ago

რატო რადგანაც ჩეზენადან ვიყიდეთ?

11 years ago

ვიდალმა არ უნდა დაანახოს მარკიზიოს სასტავი

Gio Darja
11 years ago

gio_juventino

:lool: :lool: არ დაწერო ეგეთი რას იფიქრებენ ნორმალურად მოაზროვნე გულშემატკივრები :lool: :lool: :lool: :lool: :lool: აზრზე არაა ტიპი :lool:

11 years ago

ძალიან საინტერესო სიტუაცია ყალიბდება მარკიზიოსა და ვიდალს შორის.. ნეტა რას აპირებს კონტე :boli:

11 years ago

მომავალი კაპიტანი ბუფონია მერე ჯორჯო ხოლო შემდეგ მარკიზიო . მაინც დაახვევს ეგ გუნდიდან

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to 

მე მომავალ კაპიტანში შემდეგი არ მიგულისხმია

Di Francesco # 1
11 years ago

მარკიზიოა მომავალი კაპიტანი

Gio Darja
11 years ago

მაგრამ დღესდღეობით გუნდში არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ვყელაზე მეტად მგავს და ეს მარკიზიოა. კლაუდიო ტაქტიკურად ძალიან განსწავლული მოთამაშეა, რომელიც ძალიან სწრაფად აზროვნებს. ჩემი აზრით, ის ჩემზე უკეთესია და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემზე უკეთესი კარიერაც ჰქონდეს.

შენ შემოგევლე კონტე :love: :love: ესეც მარკიზიო უნიჭოს უწოდებდით ზოგიერთები :kiss:

11 years ago
Reply to  Gio Darja

მარკიზიოს უნიჭობა ვინ აღმოაჩინა საინტერესოა….. ვინ არის ის “ნიჭიერი”, ვინმაც მისი “უნიჭობა” აღმოაჩინა? მაშინ როდესაც საფეხბურთო სამყაროს სამი უდიდესი ადამიანი (ლიპი, მოჯი და ფერგიუსონი. სხვებმაც თქვეს მისი ნიჭის შესახებ, მაგრამ მგონი ეს სამი საკმარისზე მეტია) უნიჭიერესად აღიარებს, ამაზე საუბარი აღარ უნდა გაგრძელდეს. მარკიზიო გახდება იუვეს და იტალიიის ნაკრების სიმბოლოოოოოოოო :juvee: :juvee: :juvee: :italy: :italy: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago

მარკიზიოს სასტავში ველოდებით

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x