2 სექტემბერი, ვიალის დებიუტი…
2 სექტემბერი, ტურინელებისათვის ჩვეულებრივი დღე ნამდვილად არ არის. სწორედ ამ თარიღთანაა დაკავშირებული ორი დიდი “ბიანკონერის” პირველი ტურინული მატჩი… ლუის მონტი და ჯანლუკა ვიალი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც სწორედ ამ დღეს მოირგეს პირველად შავ-თეთრი მაისური. იტალო-არგენტინელმა ლუის მონტიმ კარიერა ზუსტად 80 წლის წინ დაიწყო. 1931 წლის 2 სექტემბერს, პრაღის “სპარტასთან” უეფას თასზე გამართა შეხვედრა. მონტიმ გუნდათან ერთად 4 სეზონი დაჰყო და 3-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ტიტულები ნაკლებობას არც ჯანლუკა ვიალი განიცდიდა, ის გუნდს 1992 წელს შეურთდა და ოთხი სეზონის განმვალობაში ექს-სამპდორიელმა გამარჯვებებითა და სიხარულით აღსავსე უამრავი ლამაზი მატჩი ჩაატარა. 4 ტურინული წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიალი “იუვეს” 50 ლეგენდარული ფეხბურთელის სიაში შესულიყო.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
ისე ვისაც ამ პლიადის იუვე ახსოვს დღევანდელი იუვეს შემხედვარე დღედაღამე უნდა ვიჯდეთ და 2 აგური გვეჭიროს ხელში.
აგური თუ არა 2 ბოთლი მაინც. 
ჩემი რჩეული იუვეს ლეგენდები: 1 ჯანპიერო კომბი(მეკარე, რომელიც 18 წლის ასაკში გახდა იუვეს ძირითადი მეკარე)5 სკუდეტო მიყოლებით 5 სეზონი); 2.ფერენც ხირცერი(50 გოლი 42 მატჩში-აი რეკორდი დათკა, შენ კიდევ ტონის გოლებზე მელაპარაკები); 3. რეიმუნდო ორსი(ტექნიკის მეფე, ვინც ყველაზე მაღალი ანაზღაურება დაიმსახურა ანიელისგან); 4. ლუის მონტი(გაუვალი კლდე)-დაცვის მეფე 5. ჯანპიერო ბონიპერტი(იტალიის ოქროს ბიჭუნა”და დიდი კაპიტანი და დიდი პრეზიდენტი) 6. ომარ სივორი(სუპერ-მეგა-ტექნიკური მოთამაშე, ოქროს ბურთის მფლობელი, ვინც თვით პელესგან მიიღო აღიარება) 7. ჯონ ჩარლზი(მსოფლიო ფეხბურთის უნივერსალი მოთამაშე, ზედმეტსახელად “კეთილი გოლიათი, პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი ვინც აღიარებულ იქნა სერია “ა”-ს ბომბარდირად); 8.პიეტრო ანასტაზი(ლეგენდა-გენიალური შეუცერებელი თავდამსხმელი); 9. ჯოზე ალტაფინი(ლეგენდად ქცეული თავდამსხმელი, მსოფლიო ვარსკვლავი) 10.დინო ძოფი(მეკარე, რომელიც… Read more »
50 კი არა მე 10 ლეგენდარულშიც შევიყვანდი. ჩემი სიცოცხლე იყო ერთ დროს. :D

უნდა ვაღიარო ბოლო ზარზე საროჩკაზე უკან ვიალი მეხატა:))))))) ეგ 1997 წელს იყო:))))))))))))))
მიუხედავდ იმისა რომ უკვე 1 წლის წასული იყო:((((((
ინტელიგენტი მოთამაშე, ლამაზი ფინტების, ფლანგური გარღვევების და ფილიგრანული პასების დიდოსტატი-იუვეს სული და გული-აღფრთოვანებული ვიყავი მისი თამაშის მანერით და ნიჭიერებით!!
