ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 3-1 “ჩეზენა” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ დღევანდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა შეფასებებს…

სტორარი 6 – განსაკუთრებული საქმე იტალიელ კიპერს დღესაც არ ჰქონია.გოლის ეპიზოდში მაღლა აღმართული ხელებით სტორარი დაჟინებით მოითხოვდა თამაშგარეს, თუმცა მსაჯმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოტა 6 – იტალიელი ფეხბურთელს თამაშის გაუმჯობესება აშკარად დაეტყო.განსაკუთრებით ფრთხილი და ყურადღებიანია დაცვაში, არცთუ ცუდად ერთვება შეტევაში.

გროსო 6 – რამდენიმე თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი საკმაოდ კარგ ფორმაში დაბრუნდა.მატჩის სტარტი მისთვის ცუდი აღმოჩნდა, რამეთუ აქტიურად უტევდა სკელოტო, რომლის მოედნიდან გასვლის შემდეგ დაცვის მარცხენა ფლანგის სადავეები გროსომ ხელთ იგდო.წამოწყო მესამე გოლის კომბინაცია, კარგად ჩაერთო კუთხურის ეპიზოდში, დაარტყა კარში თუმცა ბურთი ბადეს ზევიდან მოხვდა.

ბონუჩი 6 – ამ შეხვედრაში დაცვის ლიდერი სწორედ ლეონარდო იყო.მან სრულიად გამოთიშა თამაშიდან ჩეზენას ფორვადები.ერთვება შეტევებში, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა პენალტი.

სორენსენი 6 – ახალგაზრდა მცველისთვის ეს მხოლოდ დებიუტი იყო, ამიტომ მატჩის დასაწყისში ის ცოტა ანერვიულებული იყო.მაგრამ ნელ-ნელა ფეხბურთელი დამშვიდდა და ეფექტური თამაში აჩვენა.მისი დებიუტი დამაჯერებლად შეიძლება ჩაითვალოს.

პეპე 6.5 – როგორც მას ჩვევია, 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე იხარჯება.ცდილობს მისი ფლანგიდან აქტიურად შეუტიოს და ფორვარდები პასებით მოამარაგოს, რაც მშვენივრად გამოსდის.

აკვილანი 6.5 – ცენტრის ნამდვილი მბრძანებელი.იუვენტუსის ნახევარდაცვის ლიდერი, ყველა შეტევის დამწყები, თამაშობს სუფთად, ლამაზად და რაც მთავარია ზუსტად.

მარკიზიო 6.5 – კიდევ ერთი დამაჯერებელი მატჩი მისი შესრულებით.ერთვება ფაქტიურად ყველა შეტევაში, აქტივში ჩაიწერა საგოლე გადაცემა კვალიარელაზე, როცა ანგარიში 2-1 გახდა.

სისოკო 5 – სეზონის დასაწყისში სისოკო უკეთესად გამოიყურებოდა, საკვირველია რატომ ამოვარდა მალელი ფორმიდან.ისევ ვერ არის ზუსტი და იმყოფება ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში.

ფელიპე მელო  – შეფასების გარეშე.

სალიჰამიჯიჩი 6 – გროსოს მსგავსად მწვანე მინდორს ბოსნიელიც თვეების შემდეგ დაუბრუნდა.მეორე ტაიმში შეცვალა ფელიპე მელო და ეფექტური გადაცემა გაუკეთა იაკინტას, 3-1.

დელ პიერო 7 – უბერებელი კაპიტნის შეჩერება პირველ ტაიმში სტუმრებმა დიდი რაოდენობის ჯარიმებით შეძლეს.მუდმივად მოძრაობს, ალაგებს თამაშს შეტევაში და ცდილობს კარში დარტყმას.ტრადიციულად გააქვს პენალტი.

იაკინტა 6.5 – ტრავმამოშუშებული იტალიელი მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და მწვანე მინდორზე ნახევარი საათი დაჰყო.გააქვს ძალიან ლამაზი, ეფექტური გოლი და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს.

კვალიარელა 7 – დელ პიეროსთან წყვილში ეს ფეხბურთელი თავს ყველაზე კარგად გრძნობს.სან სიროზე გაბწყინების შემდეგ იტალიელს ვერც ჩეზენას მცველები აჩერებენ, გაიტანა ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი გოლი.მატჩის მიწურულს გამოავლინა მაღალი დონის ტექნიკა, თუმცა სჯობდა იაკინტაზე გაეკეთებინა გადაცემა.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
14 years ago

რა გოლები იყო-აუუუუ, მსოფლიო ფეხბურთის ქრესტომატიაში ჩასაწაერი-გინდა კუალიარელასი და გინდა იაკინტას ჯადო-გოლი!!!!!!!! ბრავისსიომო!!!!!!!!!!!!!

gio.nadira
14 years ago

გროსო მაგარია რა ახლა ასეთი კაცი გვჭირდება უკანა ხაზში დაცვაში თუარ გაუჭირდა შეტევაში კარგად წავა ეს.

aleko_95
14 years ago

რატოა არაობიექტური შეფასება ძმა?

McCa1N
14 years ago
Reply to  aleko_95

ზოგს ზედმეტი უწერია, ზოგს კი ნაკლები … ;)

McCa1N
14 years ago

ძაან არაობიექტური შეფასებებია …

14 years ago

აკვილანი 6.5 – ცენტრის ნამდვილი მბრძანებელი.იუვენტუსის ნახევარდაცვის ლიდერი, ყველა შეტევის დამწყები, თამაშობს სუფთად, ლამაზად და რაც მთავარია ზუსტად. მაგადია მაგადიიი!!! მელოს თავს რა ხდება ნეტაა : ((( ???

tsotne tsertsvadze
14 years ago

მელოს რა დაემართა არ ამბობენ?

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x