ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუიჯი დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფერენცია

” რომასთან მატჩს არ ჩაუვლია უდანაკარგოდ . ლაზარეთი კიდევ უფრო გაიაზრდა ტრავმირებული ფეხბურთელებით . ყველა ღონეს ვხმარობთ მათ სწრაფად დასაბრუნებლად , თუმცა არ ვიცი რამდენად შესძლებენ ხვალინდელ შეხვედრაში ასპარეზობას პეპე , ამაური , იაკინტა და მოტა “ – გამოცდილ თავკაცს კიდევ ერთხელ მოუწევს გამკლავება ტრავმების დიდ რაოდენობასთან : ” იმედგაცრუებულნი ვართ რომასთან დაფიქსირებული შედეგის გამო . თუმცა , არ ღირს იმის დავიწყება რაც 6 იანვრამდე გავაკეთეთ , ჩემპიონატ ცხრილს  , რომ შევხედოთ არც თუ ისე ცუდა მივდივართ , ამიტომ მოგვიწევს იმავე ტემპში ასპარეზობა მის დასრულებამდე ” .

იანვარი იუვენტუსისთვის დაწყევლილი თვე გამოდგა …

” პარმასთან გუნდმა ერთბაშად ორი წამყვანი ფიგურა დაკარგა . კუალიარელას მძიმე დაშავებას , მელოს სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაემატა . თუმცა გუნდი , ორი განცდილი მარცხის შემდეგ არ გატყდა და დაიწყო ქულების დაგროვება . კონკურენტები კარგ ფორმაში იმყოფებიან , მაგრამ ჩვენ კიდევ ვიტყვით ჩვენს სიტყვას , როდესაც ტრავმირებულები დაგვიბრუნდებიან . მარტო იმის გამო გავკიცხოთ იუვე , თუ როგორ იასპარეზა რომასთან არ არის სწორი ” .

” გაცილებით დიდ პატივისცემას ვიმსახურებთ . გუნდები რომლებიც 2-3 ქულით არიან ჩვენზე წინ , არ უნდა ვამბობდეთ რომ თითქოს უკეთეს ფორმაში იმყოფებიან და ბევრად აღემატებიან იუვე . ამის გაგონებაზე გუნება მიფუჭდება . რაც შეეხება უდინეზეს , მათ საკმაოდ კარგი ტემპი აკრიფეს და ბოლო ორ შეხვედრაში 6 ქულის დაგროვება მოახერხს , ჩვენ კი ოთხის … ”

ტრავმირებულთა დიდი მაჩვენებელის გამო , დელ ნერის არ შეუძლია ტაქტიკური ვარიაციების გაკეთება …

” იმ შემთხვევაში , თუ ჩემს განკარგულებაში უკლებლივ ყველა ფორვარდი იქნებოდა , მე მათ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით გამოვიყენებდი მოედანზე . მაგრამ ამის საშუალება წლევანდელ სეზონში სამწუხაროდ არ მომცემია , ტრავმების გამო . თუმცა , მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოვახერხეთ დადებითი შედეგის ჩვენება . სულ რაღაც სამი ქულით ჩამოვრჩებით რომას , ხოლო ლაციოს ორით , რომლებიც ბრწყინვალედ ასპარეზობენ მიმდინარე სეზონში . ამიტომ მოგვიწევს მაქსიმალური კონცენტრაცია , რათა გავაჩუმოთ კრიტიკოსები “.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Z u R a noniashvili
13 years ago

შემადგენლობა რომ ესეთ დღეშია თავიანთი ბრალია ჯოვინკო რატო გაუშვეს ლანძაფე,შეცვლებს ვერ გააკეთებს ტო რამე კორეკტივის შეტანა რო დასჭირდეს თან უეჭველად დასჭირდება

zura
13 years ago

თუმცა , არ ღირს იმის დავიწყება რაც 6 იანვრამდე გავაკეთეთ , ჩემპიონატის ცხრილს , რომ შევხედოთ არც თუ ისე ცუდად მივდივართ , ამიტომ მოგვიწევს იმავე ტემპში ასპარეზობა მის დასრულებამდე
არაა ეხლა ეს საგინებელი??/ აბა რა ჩემი ფეხებია???:::: რა არ ცუ ისე ცუდად მიდის??? რა იგივე ტემპში გაგრძელება?? გუნდი 6 ადგილზეა და 4 მომავალ თამაშში ამ 6 ადგილსაც დაკარგავს!!! დედის თვალტუჩკბილღრძილთირკმელელენთა უნდა აგინო ამ აფერისტ აფიორას!!! ::::

aka82
13 years ago

1 Buffon
3 Chiellini
4 Felipe Melo
5 Sissoko
6 Grosso
7 Salihamidzic
8 Marchisio
10 Del Piero
13 Manninger
14 Aquilani
15 Barzagli
19 Bonucci
21 Grygera
25 Martinez
27 Krasic
30 Storari
33 Legrottaglie
38 Libertazzi
43 Sorensen

aka82
13 years ago
Reply to  aka82

ნახეთ რა ცუდ დღეშია გუნდი!!!!!!!!!!!1 რა სასტავით გამოდის უდუნეზესთან

gio gio
13 years ago

,, გაცილებით დიდ პატივისცემას ვიმსახურებთ . გუნდები რომლებიც 2-3 ქულით არიან ჩვენზე წინ , არ უნდა ვამბობდეთ რომ თითქოს უკეთეს ფორმაში იმყოფებიან და ბევრად აღემატებიან იუვეს .” :evil::evil::evil::evil::evil: მართლა არ ცოდნია ამ რეგვენს სად მუშაობს ჯერ: რომას,ლაციოს და ნაპოლის კლასი რა ვთვი მე და ამან კიდე ბევრად არ აღგვემატებიანოოოოოოოოოოოო:mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen::mrgreen:

shalva xecuriani
13 years ago

შემოდგომაზე ითვლიან წიწილებს მაესტრო ცჰვენ ლიგის საგზურს მოვიპოვებთ

Z u R a noniashvili
13 years ago

ჩემპიონატის ცხრილს , რომ შევხედოთ არც თუ ისე ცუდად მივდივართ ,:D:D:D:Dსასაცილოც არაა სატირალია ტო !!!ლიპის რდოს თუნდაც კაპელოსი ასეთ შემთხვევასი განგაშის ზარს ატეხავდნენ ეს ძალით მწვრთნელი კიდე იძახის კარგათ მივდივართო

giorgi tsotsoria
13 years ago

მეცოდება დელ ნერი

აცალონ ამ კაცს ამ სასტვაით ფაბიო კაპელო კი არა ფერგიუსონი ჰიცფელდი მოურინიო ლიპი ვენგერი ლობანოვსკი( გაცოცხლებული ) (ამინი იყოს :mrgreen: )

ერთად რო შევკრიბოთ და იუვე ჩავაბაროთ მეტს ვერაფერს გაკეთებდნენ

sandro ivaneishvili
13 years ago

ბრატცი თუ იცით არის რამე შანსი რომ მოჯი იუვეში დაბრუნდეს?

საბა შიოშვილი

კი ზაფხულში 50% – 50 % -ზე ეხლა მოჯი ჩალიჩობს რამენაირად დაგვიბრუნოს ის ორის სკუდეტო : ))))

როგორც მე ვიცი, უმუუშევარია და იუვეში ძალიან დიდი სიამოვნებით დაბრუნდება. პალერმოზე თქვა უარი მაცადეთო, მე ვიცი სადაც მივალოო

პლიუს ამას ჩვენი პრეზიდენტი ანიელია : )))

საბა შიოშვილი
Reply to  Dutch

და ესე რატო დაუსვი მოჯის იუვენტუსურ კარიერას წერტილი /???

13 years ago

კმაყოფილია ბიჭი შედეგით, ამას ისევ გენუაში ჰგონია თავი :evil:

sandro ivaneishvili
13 years ago

ერთი დელ ნერია ხელშეუხებელი მეორე შენ ვაი შენს პატრონს არ მიქცია ჩემი იუვე პალერმოთ თუ სამდორიად და წახვალ შენ ზაფხულში რავაც ვერ გეიყვან იუვეს ლიგაზე
ამგენს სიმონ პირდაპირ თუ არ დოუსვი საკითხი ისე კი არ გამოვა
მაროტა მომავალ წელს იუვეს რავაც არ დევინახავ ლიგაზე შენი და დელ ნერის ფეხი არ დევინახო ქუთეიში გეგიე ძამია თორე აგაფეთქებ

sandro ivaneishvili
13 years ago

ეს არ რა შუაში იყო მარა მაგრად ვუთხარი მაროტას :D :D :D :D

sandro ivaneishvili
13 years ago

მარა პრინციპში ორივეს ეხება

JIORJIO
13 years ago

აუ ეს ჩლუნგი გაუშვან დროულად, კარგად მივდივართო ეს რა თქვა. ამას მემგონი კიევოს ტრენერი გონია თავი. ლიპი გვინდა და მოჯი. მერე კი ნაღდად დზველ იუვეს ვნახავთ.

არ გამოგრჩეთ

17
0
Would love your thoughts, please comment.x