ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 1-2 უდინეზე დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი

ლუიჯი დელ ნერის განცხადებით , მის ხელთ არსებული დღევანდელი შემადგენლობით , უბრალოდ შეუძლებელი იყო გარდატეხის შეტანა ამ მატჩში : ” გაცილებით ყურადღებით რომ გვეთამაშა , თავიდან ავიცილებდით გოლებს , თუმცა ამ შემადგნელობით შეუძლებელი იყო რაიმეს მოხერხება . ხვალ ვილაპარალებთ ამაზე და განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს , ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად “ .

კლუბი იმყოფება კატასტროფულ სიტუაციაში . უდინეზესთან შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ფორვარდი , დელ პიერო იმყოფებოდა , რომელსაც პარტნიორობას ხორხე მარტინესი უწევდა . ხელმძღვანელობა ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას , თუმცა ჯერ ჯერობით ვერაფრით ახერხებს კალიარისთან საერთო ენის გამონახვას ალესანდრო მატრის თაობაზე : ” აუცილებელია წინა ხაზში იყოს ფართო არჩევანი ფეხბურთელების , კიდევ ერთხელ განვმეორდები ამ შემადგენლობით ჩვენ არ შეგვწევს ძალა შევცვალოთ მატჩის ბედი “ .

ამასთან ერთად , უკვე აუტანელი ხდება მსაჯების მხრიდან , იგნორირება , მილოშ კრასიჩის წინააღმდეგ დარღვეულ წესებზე . დღევანდელ შეხვედრაშიც  , მთავარმა მსაჯმა , ორჯერ არ დააფიქსირა ჯარიმა სერბ ფეხბურთელზე , რაზეც დელ ნერის აგრესია დაიმსახურა : ” ბოლონიასთან შეხვედრა უკვე წარსულს ჩაბარდა , თუმცა მსაჯები დღემდე სჯიან მილოშს ამის გამო . ეს უკვე აუტანელი ხდება  . იგი ამისთვის  სამაგალითოდ დაისაჯა  და აღარ არის საჭირო ამ მარაზმის გაგრძელება რაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება მის მიმართ . თითოეულ ეპიზოდში , დომიცის , რომელმაც ორჯერ დაარღვია მილოშზე თამაშის წესები , შეეძლო მიეღო ყვითელი ბარათი ” .

წყარო : Football Italia

38 thoughts on “იუვენტუსი 1-2 უდინეზე დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. ვაა ამაურიზე ისევ დაიწყო ლაპარაკი ჯენოას უნდაო
    იტოკში ვერაფერს გაიგებს კაცი
    ერთი მომენტია
    თუ ამაური წავა – მატრი მოვა ალბათ
    თუ ამაური არ წავა – არავის იყიდიან თავდასხმაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

არ გამოგრჩეთ