ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 1-0 ინტერი ( მატჩის ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ , ტურინის იუვენტუსსა და მილანის ინტერს შორის ჩატარებული მატჩის , ტაქტიკურ ანალიზს …

კალიარისთან შეხვედრაში დელ ნერიმ , უპირატესობა 4-3-3 -ს მიანიჭა … ინტერთან , კიევოს ექს თავკაცი , უბრუნდება 4-4-2 -ს . პირველი წრის მატჩისგან განასხვავებით , სადაც მაიკონზე ყურადღებას კუალიარელა ამახვილებდა , ბიანკონერის ცენტრ ფორვარდები  ასპარეზობდნენ ნერიაძურის ცენტრალური დაცვის დუეტის წინააღმდეგ , ხოლო ფლანგელი ფეხბურთელები შესაბამისად , ინტერის განაპირა მცველებზე .

შემდეგ დიაპაზონზე კარგად ჩანს , თუ როგორ ახდენს მარკიზიო მაიკონზე პრესინგს , ხოლო თავდამსხმელები ამასობაში კორდობასთან და რანოკიასთან იმყოფებიან  …

დაცვით თამაშში , გუნდებს განსხვავებული სქემა აქვთ . მაგალითად იუვენტუსი , საკმაოდ აგრესიულად ახორციელებს პრესინგს , საკმაო მოშორებით საკუთარი კარიდან . ამის ნათელი მაგალითია შემდეგი სურათები : ტონი ავიწროვებს კორდობას , რომელიც იძულებულია ბურთი სეზარს დაუბრუნოს . ბურთის დაგორების შემდეგ , კორდობაზე რომელსაც ფლანგზე  უბრუნებს ბურთს ჟულიო სეზარი , კრასიჩი გადის . აკუილანი ამასობაში კამბიასოს იყვანს .

ზემოთ განლაგებულ სურათებში , კარგად ჩანს ასევე მატრი-ტონის აქტიურა მოქმედება , როდესაც იუვე უბურთოთ იმყოფება . ეს ყველაფერი მთელი შეხვედრის ( იმ მომენტამდე სანამ მოედანს ტონი დატოვებდა და სანამ მატრი ტრავმას მიიღებდა ) , განმავლობაში ხორციელდებოდა . ეს ორი თავდამსხმელი ავიწროვებდა მეტოქის დაცვის დუეტს , ხოლო მატრი საყრდენ ნახევარმცველებსაც კი .

ბურთის დაკრგვის დროს , იუვენტუსი არ ჩადიოდა საკუთარი კარისკენ ერთი სანტიმეტრითაც კი . შედეგად ზონებს შორის შენარჩუნებული იყო იდეალური კომპაქტურობა . განვხილოთ რამდენიმე ეპიზოდი : პირველ შემთხვევაში მარკიზიო კარგავს ბურთს ფლანგზე მაიკონის გამო , შემდეგ მას რანოკია დაეპატრონება , რომელიც მონახავს ხარჯას … საბოლოოდ ბურთი კვლავ მაიკონს უბრუნდება  … ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ავიწროვებენ ბრაზილიელს მარკიზიო და მატრი . ყურადღება მიაქციეთ ასევე აკუილანის , რომელიც არ ჩადის უკან და კეტავს საშაულებას , კამბიასოზე  პასის გაკეთების . აღსანიშნავია , თუ როგორ კარგად მოქმედებენ და აგრესიულად ბიანკონერის საყრდენი ნახევარმცველები , რომლებიც არ იხევენ უკან მიუხედავად ბურთის დაკარგვისა … საბოლოოდ აკუილანი ჩანასახშივე შლის ინტერის შეტევას , როდესაც წინ აღუდგა მოტას გადაცემას .

შემდეგ ეპიზოდში , კრასიჩი აწოდებს საჯარიმოში , მაგრამ ძანეტი ჭრის ამ გადაცემას . ბურთი კამბიასოსთან მიდის , მაგრამ იუვენტუსი მიუხედავად ამისა არ ჩადის საკუთარი კარისკენ და იწყებს პრესინგის განხორციელებას , აკუილანი – კამბიასოზე , მელო სნეიდერზე , შედეგად ეს უკანასკნელი იძულებულია ბურთი აუტზე გადააგდოს .

მაღალი პრესინგის გარდა , აღსანიშნავია დაცვითი ხაზის ასევე საკმაოდ მაღლა განლაგება . ის საკმაოდ კარგად მოძრაობდა წინ და უკან , ბურთის ფლობის თუ დაკარგვის შემთხვევაში . შემდეგ დიაპაზონზე ნათლად ჩანს , თუ როგორ ცდილობს დაცვის ხაზი , მეტოქის შეტევის დროს , საკუთარი კარიდან მოშორებით ყოფნას .

ანალოგიურ სიტუაციას აჩვენებს შემდეგი  ვიდეო რგოლიც . მაღლა განლაგებული დაცვის ხაზი  ,  არ აძლევს საშუალებას მეტოქეს , სიღრმეში განახორციელოს გადაცემა . შედეგად ინტერის მოთამაშეები იძულებული ხდებიან უკან გააკეთონ გადაცემა .

შემდეგ ვიდეოში კარგად ჩანს , რომ სორენსენის განხორციელებულმა პრესინგმა ეტო’ო ზე საშუალება მისცა დაცვის ხაზს , ერთბაშად 15 მეტრით წაეწია წინ

იმ შემთხვევაში თუ , ინტერი ახერხებდა იუვეს პრესინგის  , პირველი ზოლისგან თავის დაძვრენას , დაცვის და ნახევარდაცვის ზონები ერთმანეთთან მჭიდროდ იკავებდნენ პოზიციას , რითაც არ აძლევდნენ საშუალებას სნეიდერს , ბურთი მათ შორის მიეღო .

დაცვით თამაში , იუვეს კიდევ ერთი სიახლე შეიმჩნეოდა  . მცველების განლაგება , როდესაც ბურთი იმყოფებოდა ფლანგზე , ბოლო 25 მეტრიან რადიუსში .

განვიხილოთ პირველი ეპიზოდი : ბურთი მაიკონს აქვს . ბარძალი ამ ეპიზოდში იმყოფებოდა პაცინისთან . იმის მაგივრად , რომ ანდრეამ დაკეტოს თავისუფალი ზონა , ის პირდაპირ პაცინიზე მიდის , რითაც საკმაოდ შორს ტოვებს თანამეწყვილე ბონუჩის .

შემდეგ დიაპაზონზეც ფაქტიურად ანალოგიური სიტუაციაა … ბურთი ფლანგზეა , ხოლო დაცვის ცენტრალურ დუეტს შორის საგრძნობლად დიდი ზონაა დარჩენილი . პრინციპში , პირველად ხდება ეს წლევანდელ სეზონში , როდესაც მცველები არა ზონურ არამედ პერსონალურ მეურვეობას ახორციელებენ .

როგორც უკვე ითქვა , იუვენტუს არ გამოუგონია რაიმე ახალი მაიკონის წინააღმდეგ სათამაშოდ . ცენტრში მას მარკიზიო კეტავდა , ხოლო კარის სიახლოვეს კიელინი . მოედნის საპირისპირო მხარეს , სორენსენი შანს არ უტოვებდა ეტო’ოს. აკუილანის თამაშია გამოსარჩევი , რომელიც მუდამ მზადაა , დაეხმაროს სორენსენს კამერუნელის განეიტრალებაში .

თავის მხრივ ინტერს , საკმაოდ ცუდი თავდაცვითი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული , არანაირი პრესინგი მოედნის ცენტრთან , რაც საშუალებას აძლევდა იუვეს ფეხბურთელებს მშვიდად მიეღოთ ბურთი . ნერიაძური სიღრმეში იცავდა თავს ერთბაშად 7 ფეხბურთელით , ტოვებდა რა წინ მხოლოდ პაცინის , ეტო’ოს და სნეიდერს .

ინტერის არჩევანი , სასიკვდილო განაჩენი იყო  , ორი მიზეზის გამო . პირველი , ცენტრალური დაცვის წყვილი , საკმაოდ ახლოს თამაშობდა საკუთარ კართან . შედეგად , ტანმორჩილმა კორდობამ ვერაფერი მოუხერხა გიგანტ ტონის . მეორე , ინტერის საჯარიმოში , თანაბარი რიცხობრივი მაჩვენებელი იყო ორივე გუნდის ფეხბურთელების , რაც საშუალებას აძლევდა ბიანკონერის წყნარად გაეთამაშებინა კომბინაციები და ჩაწოდებები . სწორედ ასეთ შეტევას მოჰყვა ფლანგიდან , მატრის მიერ გატანილი გოლი.

იმის და გამო , რომ მოედნის ცენტრში დიდ წინააღმდეგობას იუვენტუსი არ აწყდებოდა , უპრობლემოდ მიქონდა ბურთი უკანასკნელ 25 მეტრიან რადიუსში და მშვნივერად იყენებდა მატრის გადაადგილებებს , მარკიზიოს მოულოდნელ ჩართვებს , კიელინის მარცხენა ფლანგზე გამოჩენებს , რომელიც ტონის მიმართულებით გზავნიდა ბურთს .

მანამ სანამ იუვეს ძალები გამოეცლებოდა , ბუფონის კართან ფაქტიურად არანაირი ხიფათი არ განხორციელებულა . თუმცა , ერთი საათის გასვლის შემდეგ მატჩის დაწყებიდან , როდესაც გუნდი გამოიფიტა და პლიუს მატრიმ ტრავმის გამო ფაქტიურად 10 კაცით დატოვა იუვე , ლეონარდო ცვლის ტაქტიკურ სქემას 4-2-3-1 – ით , გამოყავს რა მოედანზე გორან პანდევი . მიუხედავად ამისა , იუვეს კართან პრობლემები ჩნდებოდა მხოლოდ მაშინ როდესაც თავად შავ თეთრი ფეხბურთელები უშვებდნენ ინდივიდუალურ შეცდომებს . დაცვითმა სქემამ , მხოლოდ ერთხელ ჩააგდო ეპიზოდი , როდესაც ეტო’ო გავიდა ერთი ერთზე ბუფონთან .

მოდით შევხედოთ , სახიფათო მომენტებს იუვეს კართან , დავიწყოთ პირველი ტაიმით . უბურთოდ ყოფნის დროს , იუვეს დაცვის ხაზი იწყებს ინტერის კარის მიმართულებით მოძრაობას, ამიტომ მაიკონი აგზავნის უკან ბურთს , ხოლო თავად წინ იწყებს მოძრაობას .

მომენტში როდესაც ეტო’ო იმყოფებოდა საგოლე პოზიციაში  , იდენტური სიტუაცია განხორციელდა . ფლანგზე მყოფი კამერუნელი , უბრუნებს უკან სნეიდერს , ხოლო თავად იწყებს მოძრაობას წინ მეტოქის ცენტრისკენ . დაცვის ხაზი მართალია იწყებდა წინ მოძრაობას , მაგრამ კრასიჩი რომელიც ნაგატომოს მეთვალყურეობდა ჩააგდო თამაშგარის ხაზი .

ეპიზოდში , როდესაც ეტო’ომ რამდენიმე მეტრიდან ვერ შესძლო ცარიელ კარში გოლის გატანა , დაიბადა პეპეს შეცდომით , ხოლო შემდეგ სორენსენმა დაკარგა კამერუნელი ..

შედეგი :

იუვენტუსი ცოცხალია !!! ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა , გუნდს ენერგია შესძინა . დელ ნერის კი მანევრირების საშუალება . ეხლა კი აუცილებელია მოგებათა სერია , რომელიც თავდაჯერებულობას შემატებს გუნდს და რეალურად გაუჩენს შანსი , ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდეს . მიმდინარე სეზონში , იუვემ მხოლოდ სამჯერ მოახერხა გადაბმულად ორი შეხვედრის მოგება . სამი ზედიზედ დაფიქსირებული გამარჯვება , ჯერ ჯერობით მიუღწეველია . შესანიშნავი შანსი ეძლევა ბიანკონერის , უკვე მომდევნო ტურში , ამ ნიშნულსაც მიაღწიოს ლეჩესთან დაპირისპირებაში .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

120 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Tornike xeladze
13 years ago

იუვეეეე მაგარიააააა !!!!

TATO_KRASIC
13 years ago

იუვე შემდეგს ლეჩეს მოუგებს იმის მერე ბოლონიას და ბოლოს მილანს ასწავლის ფეხბურთს და მილანი ლიგას დაემშვიდობება მგონი:-)

sandro ivaneishvili
13 years ago

ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!

13 years ago

უკაცრავად, ორჯერ დააკოპირა. დადეთ და აქედან კომენტარებიდან აიღეთ. შეგიძლიათ ჩაასწოროთ ტექსტი და გამართოთ უფრო…

valeri tokhadze
13 years ago

რომა ფარჩაკ იზირება იტალიური ფეხბურთი მილანი ხო საერთოდ ზესტაფონის დონის გუნდია თუმცა არც მაგის დონის:mrgreen:

Beeq ... Sempre Juve ...

ეს ინტერი რა საზიზგარი გუნდიააააააააააა რა თამაში მოიგოო …. რომა უკომენტაროდ … გავარდა უკვეეე … არსენალმა ისეთი თამაში აჩვენა კატალონიასჰი რაგაც საოცრება თამაში იქნებააა …

irakli ika
13 years ago

ერთი არშავინი ცჰვენც გვინდა ან ედგარ დევიდსიი ეგ რო იყტის ბარსელონასაც დავახევტ ბურტს ტავზე

irakli kobeshavidze
13 years ago

ადმინებო არ შეგიძლიათ საიტზე ჩათI რო გააკეთოთ მაგარი იქნება რა გთხოვთ იჩალიჩეთ ……ავავსეთ კომენტარები რომელბიც არ შეესაბამება სტატიას და თუ რამე უშლის ხელს გაკეთებას ყველაFერი გამოცვალეთ თუ გამოსაცვლელია რა და გააკეთეთ დავიტანჯე მე და დარწმუნებული ვარ ეს ხალხიც :oops:

irakli kobeshavidze
13 years ago

ეეხ ჩემო რანიეეერი რანიიიერი იყავი ეხლა მაგ ბანძებთან :D

kirsona
13 years ago

იუვესთან არანაირ კავშირში არაა, მარა ეს რომა იტალიური ფეხბურთის სირცხვილია რა…ფუ 3-1 აგებს სახლში შახტართან… მანჩესტერთან 7-1 რო წააგო, მაშინ უნდა აეკრძალათ ევროტურნირებზე გამოსვლა მაგათთვის…

Vaxooo
13 years ago

ამ პრინტერს რა ძაღლის ბედი აქვს :

საბა შიოშვილი

1-2 :: 6 ქულით გვისწრებს რააა აუ ფიორე მეორე ტაიმში აიჭრა … :|

აკაკი მეტრეველი

albertoaquilani

გოგო ასე ერკვეოდეს ფეხბურთში უიშვიათესი შემთხვევაა : )
ნამდვილად მისასალმებელია

13 years ago

ჰეჰე ფეხბურთს უფრო მეტ დროს ვუთმობ ვიდრე სხვა ნებისმიერს ჩემს ცხოვრებაში და იმიტომ :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: ფეხბურთი ისეთი რაღაცაა რომ ჩაგითრევს ვეღარ ამოძვრები მე კიდე 8 წლიდან ჩათრეული ვარ იუვეს მიერ :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

Vaxooo
13 years ago
Reply to 

100% : )

marchisio8
13 years ago
Reply to  Vaxooo

:O alberto gogo yofilaaa.vaa momwons ukve ori susti gvyavs saitze :*

tsotne tsertsvadze
13 years ago

http://eafangames.com/tv.php?channel=27030

აი აქ მაგარი ხარისხია ფიორე ინტერის. პირველი ტაიმ ი აჯობა ფლორენციელებმა და მეორეში მჯერა მოუგებენ.

valeri tokhadze
13 years ago

ისე კარგან კეტავდნენ ზონებს 80 წუთამდე

eric jagaryan
13 years ago

1-1 ფიორა ინტერ

13 years ago

დათკა მაგარი გვყავხარ რაა… ასეთ საინტერესე სტატიებს რომ დებ ხოლმე.. ისე მე არ ვგიჟდები მაინცდა მაინც რო ერთი ფეხბირთელი გინდა თუ არა დაპროგრამებვულივით თამაშობდეს… მე მიყვარს როცა არაორდინალურად და ამოუცნობად იტყუებიან ფეხბურთელები.. მაგალითად როგორც ჩვენი კაპიტანი ან იგივე რონალდო!!!! ვგიჟდები ტეხნარ ფეხბურთელებზე. : ))) მაგრამ ისიც მართალია რო ტაკნიკაში უნდა მოექცეს ყველაფერი ნახირს რო არ დაემსგავსოს თამაში : )))

13 years ago

ფიორე – ინტერის ლინკი დააგდეთ რა თუ შეგიძლიათ ვინმეს…

13 years ago
Reply to  Dutch

გაიხარე…

საბა შიოშვილი

albertoaquilani

გოგო ხარრრ ? :D

13 years ago

:mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: კიი :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

საბა შიოშვილი
Reply to 

მერე აქამდე ვერ მითხარი ? ბრატებით რო გელაპარაკები ?? :D

13 years ago

:-D

13 years ago

:mrgreen: me ki ninia_juves vekontakte magari zma xar tkooo… arada gogoa :mrgreen:

13 years ago

მაგაზე ვღადაობ რაც კი აქ დავრეგისტრირდი და თან უკვე სამჯერ დავწერე გოგო ვართქო და მაინც ბრატებით მელაპარაკებით:mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
120
0
Would love your thoughts, please comment.x