ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯის ერა … ( ნაწილი 1 )

გავიხსენოთ და ჩავუღრმავდეთ იმას , თუ როგორ მიდიოდა ტრანსფერების საკითხი იუვენტუსში ლუჩანო მოჯის პერიოდში  – ადამიანისა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მიაწერს დიდ წვლილს იუვენტუსის წარმატებებში უკანასკნელი წლებში. პირდაპირ ვთქვათ, რომ  ჩვენ არ ვართ ეკონომისტები – და ფაქტებს ვაფასებთ გულშემატკივრის თვალით.  ინფორმაცია კი რომელსაც ვეყრდნობით არის ინტერნეტში განთავსებული საერთო წვდომისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში , არცერთ ჩვენგანს – უბრალო მოკვდავთ – არ შეგვწევს ძალა ჩავიხედოთ კლუბის სამზარეულოში…

მონაცემები შეძენებისა და გაყიდვების, საბოლოო ჯამში არის ერთადერთი ღია მონაცემი, რომლის შეფასებაც იოლად შესაძლებელია და შედარებაც შეიძლება. ისევე როგორც ფეხბურთელთა ხელფასები და ასევე მწვრთნელებისა. მაგრამ რა თქმა უნდა კლუბის საერთო ბიუჯეტი მხოლოდ ამაზე არ მიდის.

საფეხბურთო კლუბის ძირითადი შემოსავლები:

1.პრემიები საშინაო ტურნირებში მონაწილეობისათვის

2. პრემიები ევროთასებზე მონაწილეობისათვის

3. ბილეთებისა და სეზონური აბონიმენტების გაყიდვისაგან მიღებული თანხა

4. მატჩების ტრანსლაციის გაყიდვით მიღებული თანხა

5. სპონსორული და სარეკლამო კონტრაქტები

6. ფეხბურთელთა გაყიდვა

7. კლუბის ატრიბუტიკისა და მისმაგვარი პროდუქტების გაყიდვა

ძირითადი ხარჯები საფეხბურთო კლუბებისა

1. ხელფასები ფეხბურთელების, მწვრთნელების და პერსონალის

2. სტადიონის შენახვა ან არენდა

3. აქციონერებისათვის დივიდენდების გადახდა

4. ფეხბურთელთა შეძენა

უკანასკნელ წლებში იუვენტუსის შემოსავლები სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით საშუალოდ შეადგენდა დაახლოებით 200-210 მილიონ ევროს სეზონში. ევროთასებზე ვერ მონაწილეობის შემთხვევაში ეს თანხა შეადგენს 160-170 მილიონს. ხარჯები კი საშუალოდ შეადგენდა სწორედ 170 მილიონ ევროს. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები სხვადასხვა სეზონში სხვადასხვა იყო, მაგრამ საშუალოდ იგივე რჩება. იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო მინუსში, კლუბს გამუდმებით უნდა ეთამაშა მაღალ დონეზე და როგორც მინიმუმ უნდა მოხვედრილიყო ხოლმე ჩემპიონთა ლიგის ზონაში.

ამ მონაცემებში არ შედის ფული, რომელსაც კლუბის იღებს ფეხბურთელის ტრანსფერებით. უნდა ითქვას, რომ იუვე ხარჯავდა ახალი ფეხბურთელების ყიდვისათვის უფრო მეტს, ვიდრე შოულობდა ამ კომპონენტში. კლუბის ხარჯებს კი – ხელმძღვანელობა ცდილობდა  ჩაეტია ჩარჩოებში. ანუ, თუ იუვეს დადებითი სალდო შეადგენდა 40 მილიონ ევროს სეზონში, მაშინ ფეხბურთელთა შეძენაზე შეიძლებოდა დახარჯულიყო 40 მილიონით მეტი ძველების გაყიდვით მიღებულ თანხაზე.

ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადრე კლუბის უკან იდგა მთელი ფიატი. ჯოვანი და უმბერტო ანიელი ყოველთვის ანებივრებდნენ თავიანთ საყვარელ შვილობილს. და თუ იუვენტუსს ჭირდებოდა უფრო მეტი თანხა – მაშინ ფიატისაგან უარს არ მიიღებდა იგი. მაგრამ ჯამში, ტურინელთა მენეჯმენტის პოლიტიკა მოჯის ხელმძღვანელობით ძალიანაც არ აწუხებდა მფლობელთა ჯიბეებს.

ეს იყო პრელუდია. ახლა, კი .. მოკლედ განვიხილოთ იუვენტუსის სეზონშორისი დროები დიდი და საშინელი „ბედნიერი მოჯის“ ხელმძღვანელობის დროს.

სეზონი 1994/1995

მოჯი ინიშნება ხელმძღვანელ  თანამდებობაზე იუვენტუსში და იწყებს არც თუ ურიგოდ. ლუჩანო ყიდულობს პაულო სოუზუს, ალესიო ტაკინარდის და ჩირო ფერარას. ყველაზე ძვირი ტრანსფერი – დიდიე დეშამის გადასვლა მარსელიდან 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი (ევრო იმ მომენტში არ არსებობდა, ამიტომ შემდეგშიც ფუნტებში იქნება ფასები).

იმ სეზონში იუვემ არც თუ ცუდი ფული იშოვა ფეხბურთელთა გაყიდვით. ანდრეას მიოლერი წავიდა დორტმუნდის ბორუსიაში დაახლოებით 4 მილიონ ფუნტად. ამდენადვე გაყიდეს პარმაში დინო ბაჯო. ბორუსიამ კიდევ ერთი ფეხბურთელი იყიდა იუვესგან – ბრაზილიელი ჟულიო სეზარი დაახლოებით მილიონზე ცოტა მეტად. ხოლო მილანმა გადაწყვიტა ეყიდა იუვესგან პაოლო დი კანიო. ფასი შეადგენდა 700 000-ს.

შედეგად: დახარჯეს 8 მილიონი, გამოიმუშავეს 11. ბალანსი: +3 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

სეზონი 1995/1996

მოჯი აკეთებს მხოლოდ ერთ ძვირ შენაძენს – სამპდორიადან იუვეში გადმოყავს ვლადიმერ იუგოვიჩი 5.5 მილიონად. დანარჩენი შენაძენები მცირე ფასიანია. პეტრ ვერხოვოდი ტურინში გადასვლისას უკვე 36 წლის იყო. პესოტო იყიდეს პერსპექტივის გამო. ხოლო სრულიად ახალგაზრდა ტომასო როკი და ხუან პაბლო სორინი – ესენი იყვნენ დუბლის ფეხბურთელები. ბონუსის სახით იუგოვიჩისათვის იუვეს მოყავს სამპდორიადან ატილიო ლომბარდო.

წასული ფეხბურთელები. იარნი წავიდა ბეტისში და წავიდა პრაქტიკულად შეუმჩნევლად. იგივე შეიძლება ითქვას იურგენ კელერის წასვლაზეც დორტმუნდის ბორუსიაში (მოჯის რომ ცოდნოდა რა კლუბს აძლიერებდა J… ) რა თქმა უნდა ყველაზე ხმაურიანი იმ მომენტში იყო ფეხბურთელთა დაკარგვა შემტევ ხაზში. ჯანლუკა ვიალი გაუშვა კლუბმა უსასყიდლოდ.  კლუბის ერთერთ საუკეთესო ბომბარდირს კლუბმა უბრალოდ არ გაუგრძელა კონტრაქტი და ისიც როგორც თავისუფალი აგენტი გადავიდა ჩელსიში. ტურინი დატოვა რობერტო ბაჯომაც. 28 წლის ფებხურთელი, კარგ ფორმაში ყოფნის დროს თამაშობდა იუვეში 5 წლის მანძილზე (141 მატჩი 78 გოლი!) გაყიდეს მილანში 6.75 მილიონ ფუნტად.

ეს სიტუაცია ხომ არაფერს გახსენებთ? წავიდნენ შეტევის ხაზის საუკეთესო ფეხბურთერლები, იყიდეს საშუალო დონის ფეხბურთელები (და თან სამპდორიიდან)… საინტერესოა მაშინაც რო მყოფილიყო ინტერნეტი ამ დონეზე… ეჭვი არ არის, რომ 90 პროცენტი კლუბის გულშემატკივრებისა ვირტუალურად წინ აღუდგებოდნენ ამას. კომენტარები იქნებოდა უცენზურო. ფორუმებისა და საიტების ადმინისტრატორებს კი საქმე მოემატებოდათ J)

თუმცა კრიტიკის თავისი წილი მოჯიმ მაშინაც მიიღო. მაგრამ მან დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა იმაში, რომ ეს სწორი გზა იყო. ხელმძღვანელობამ დაუჯერა. და სწორადაც მოიქცა. დიახ, ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, თუ რით დასრულდა იუვენტუსისათვის ის სეზონი!

შედეგი: დახარჯეს 5.5 მილიონი, მიიღეს 9. ბალანსი +3.5 მილიონი ფუნტი.

სეზონი 1996/1997

მოჯი პირველად მუშაობს ფინანსურად მინუსში. და პირველად უშვებს არსებით შეცდომას ფეხბურთელის შეძენისას. საუბარია მეკარე მორგან დე სანტისზე. 19 წლისმეკარე, რომელიც იყიდეს პესკარადან, იმ დროისათვის გახდა ყველაზე ძვირი შენაძენი კლუბისა – მასში გადაიხადეს 4.7 მილიონი ფუნტი! იუვენტუსში გატარებულ დროში დე ნატისი მოედანზე გამოვიდა… სამჯერ. თითოეული გამოსვლა კლუბს დაუჯდა 1.6 მილიონი ფუნტი J. ასეთი ჰონორარით შოუ-ბიზნესის ყველა ვარსკვლავი ვერ დაიკვეხნის!

ამ მეკარეში გადახდილი თანხა მოჯიმ ორჯერ მეტად გამოისყიდა, თუ გავითვალისწინებთ სხვა შენაძენებს იმ სეზონში. 4 მილიონი ალენ ბოქსიჩში, 3.1 მილიონი ზინედინ ზიდანში, 2.2 მილიონი კრისტიან ვიერიში. მაშინ იპოვა მოჯიმ ატალანტაში პაოლო მონტერო, ხოლო სალერნიტანაში მარკ იულიანო.

იუვენტუსიდან წავიდა, იმ დროისათვის უკანასკნელი ფეხბურთელი ვიალი-ბაჯო-რავანელის ტრიოდან. ფაბრიციოში ინგლისურმა მიდლსბრომ გადაიხადა 9 მილიონი ფუნტი. კიდევ სამი მილიონი იშოვა ჩვენმა კლუბმა პაოლო სოუზას გაყიდვით… დორტმუნდის ბორუსიაში. ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე მესამე სეზონია, რაც ფეხბურთელები გადიან მარშრუტს ტურინი-დორტმუნდი. მაისში ბორუსიამ მოუგო იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ამის შემდეგ გაანებებს თავს იუვედან ფეხბურთელების ყიდვას.

შედეგი: დახარჯეს 14.1 მილიონი, იშოვეს 12.1. ბალანსი:  – 2 მილიონი ფუნტი.

დე სანტისის შეძენის გარეშე კი იქნებოდა თითქმის ისევ +3 მილიონი…


სეზონი 1997/1998

მოჯი აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ფილიპო ინძაგის ყიდვა ატალანტადან 9.4 მილიონად და აგრეთვე ედგარ დავიდსისა მილანიდან 7.2 მილიონად. დაახლოებით 700 000 ლუჩანომ გადაიხადა თითქოს პერსპექტიულ ურუგვაელში სალაიეტაში, რომელიც სკაუტებმა იპოვეს პენიაროლში.  იუვეში გადადის მისი თანამემამულე რომადან დანიელ ფონსეკაც. ემპოლიდან ტურინში გადაბარგდა ალესანდრო ბირინდელი, ხოლო ნეაპოლიდან კი – ფაბიო პეკია.

მაგრამ უფრო თვალშისახემია კლუბის გაყიდვები. 2 წლის წინ 5.5 მილიონად ნაყიდი ვლადიმირ იუგოვიჩი ლაციოში გადადის 3.6 მილიონად. აი ამდენად დავარდა მისი ფასი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორის ფასი!

მაგრამ ბევრად საინეტერსო იყო ბოქსიჩისა და ვიერის გაყიდვა, რომლებიც იუვემ წინა ზაფხულს შეიძინა. ალენის ფასიც ძალიან დავარდა. მას არ ქონდა კარგი სეზონი – 3 გოლი 22 მატჩში. ამიტომაც ლაციო კარგ პლიუსში დარჩა. ფეხბურთელი გაყიდეს 4 მილიონად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაიბრუნეს 1 მილიონად!

სამაგიეროდ ვიერიზე დონ ლუჩანომ კუში მოხსნა. ოდიოზურმა პრეზიდენტმა მადრიდის ატლეტიკოსი ხესუს ხესუს ხილი ვიერიში არ ინანებს ფულს და ყიდულობს მას 13.5 მილიონ ფუნტად! ამ ფეხბურთელის ფასმა ერთ სეზონში მოიმატა 11 მილიონით – იმ მომენტისათვის დიდი ფული. სწორედ ვიერის გაყიდვამ მისცა უფლება კლუბს წასულიყო პლიუსში სატრანსფერო ციკლის დასრულებისას.

მაგრამ ვიერის გაყიდვა თუ განპირობებული იყო ფინანსების გამო, ბოქსიჩისა აღმოჩნდა მოჯის ვერ გათვლა.

შედეგად: დახარჯეს 17.2 მილიონი, მიიღეს 18.1. ბალანსი: 0.9 მილიონი ფუნტი.

სეზონი 1998/1999

ალბათ ყველაზე წარუმატებელი წელი მოჯისა და იუვენტუსის თანამშრომლობის მანძილზე. კლუბი პრაქტიკულად ვერ იღებს შემოსავალს ფებხურთელთა გაყიდვით. ერთადერთი მნიშვნელოვანი დანაკლისი არის ანჯელო დი ლივიო, რომელიც მიდის ფიორენტინაში.

ხოლო ახლების შეძენაში კლუბი ხარჯავს 18 მილიონს. მათ შორის 11.3 ტიერი ანრიში მონაკოდან, 5.9 ჟოსლენ ბლანშარში მეციდან. და კიდევ 800 000 ირლანდიელ რონი ობრაენში მიდლსბროდან. მაშინ იყიდა იუვენტუსმა ესპანიოლიდან ესნაიდერი ხოლო ატალანტადან ზორან მირკოვიჩი. ეს იყო გაუთვლელი ყველა კუთხით! არცერთ ახალ ფეხბურთელს არ წაუყვანია წინ ბებერი სენიორა. ასეთი შეცდომა მოჯის არასდროს არ ჩაედინა! რა თქმა უნდა ანრი მაინც უნდა გამოირჩეს. ამჟამად უკვე პოსტფაქტუმ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ რა ფეხბურთელი გამოდგა ანრი. მაგრამ მაშინ ლიპიმ მოიდომა რომ მას ეთამაშა ნახევარდაცვის ფლანგზე, სადაც ფრანგი ვერ თამაშობდა, მარჩელომ კი სხვანაირად ვერ დაასაქმა. ლიპი მომდევნო წელს წავიდა ინტერში. მაგრამ მოჯი არ დაელოდა ახალი მწვრთნელის გადაწყვეტილებას და გაყიდა ანრი. არსენალმა თავისდა საბედნიეროდ კარგი თანხა შესთავაზა. მოკლედ წინ ნუ გავიქცევით. ნებისმეირ შემთხვევაში, იმ შესვენებისას სეზონებს შორის მოჯიმ ალბათ მიიღო ხელმძღვანელობისაგან ორიანი. არცერთი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობისა და ჰიპერუარყიფითი სალდო. ლუჩანო, ალბათ, მაშინ არაერთხელ მოუხდიდა ღმერთს მადლობას და კლუბის ხელმძღვანელობასაც იმისათვის რომ ასეთი კარდ-ბლანში მისცეს.

შედეგი: დაიხარჯა 18 მილიონი, მიიღეს 0. ბალასნი: -18 მილიონი.

გაგრძელება იქნება…

სტატია მოამზადა : Ladddya – მ

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forz@@@juve
13 years ago

ფორცა მოჯიიიიიიიიიიიიიიიიიი

ლაშა ცხვარაძე

ეს სიტუაცია ხომ არაფერს გახსენებთ? წავიდნენ შეტევის ხაზის საუკეთესო ფეხბურთერლები, იყიდეს საშუალო დონის ფეხბურთელები.

ეს დღევანდელ იუვეს მახსენებს გაყიდეს ისეტი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: დიეგო,ჯოვინკო,კანდრევა,კრიში და იყიდეს ისეთიფეხბურთელები როგორებიც არიან: პეპე,მარტინეზი,ბარძალი,ლანძაფამე(არენდით სადღაც)

დანარჩენი არ მახსენდება ამ წუთში არც წასული და არც წამოსული

tsotne tsertsvadze
13 years ago

წაკიტხული მქონდა მაგრამ მეორეჯელაც სიამოვნებით წავიკითხე

valeri tokhadze
13 years ago

მოჯი ზაან მაგარია

საბა შიოშვილი

Ladddya

გაიხარე ძმა, მაგარი სტატიაა, ძაან გვეხმარები ხოლმე … :)) ჯიგარი ხარ ჯიგარი !

დათკა შენც მადლობა : ))))

Turinski ....... 444444444444444

ამის გახსენების დროა გული მიკვდება დღევანდელებს რო ვუყურებ

tornike tatarashvili
13 years ago

მკრთალათ როა სურათძე ბარძალია მგონი :D

13 years ago

სეზონი 1995/1996
ეს სიტუაცია ხომ არაფერს გახსენებთ? წავიდნენ შეტევის ხაზის საუკეთესო ფეხბურთერლები, იყიდეს საშუალო დონის ფეხბურთელები (და თან სამპდორიიდან)… საინტერესოა მაშინაც რო მყოფილიყო ინტერნეტი ამ დონეზე… ეჭვი არ არის, რომ 90 პროცენტი კლუბის გულშემატკივრებისა ვირტუალურად წინ აღუდგებოდნენ ამას…

ფორმალურად გავს და გვახსენებს, მაგრამ სხვაობა ძალიან დიდია, იუვემ მაგ წელს ლიგა მოიგო და წელს ოთხეულში მოხვედრაზე ვოცნებობთ…

13 years ago

datka
კარგ საინტერესო სტატიებს აქვეყნებ..გაიხარე…. უბრალოდ საიტისტვის მეგობრულად ჩაასწორე, მემგონი ხესუს ხილი ხილი იყო და არა ხეხუს ხესუს ხილი… თავს ვერ დავდებ, სწორად მახსოვს თუ არა ცხონებული…Gregorio Jesús Gil y Gil თუ არ ვცდები

13 years ago
Reply to 

datka
და ეს ჩემი კომენტარიც ამაზე გააქრე თუ სწორად მახოვს ხესუსი და თუ ჩაასასწორებ…

ilia koreli
13 years ago
Reply to 

ზუსტად მახსოვს ხესუს ხესუს ხილი იყო.

13 years ago
Reply to  ilia koreli

http://es.wikipedia.org/wiki/Jes%C3%BAs_Gil
ამ ლინკზე ასეა

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x