ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შენ დაბრუნდები, We Beleive In You !

იგი მოვიდა მაშინ – როცა გვჭირდებოდა..შენ დაბრუნდები…

ფაბიო კვალიარელას ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში, არენდის წესით განხორციელდა.ბრაზილიელი დიეგოს გასხვისების შემდეგ, 28 წლის ფორვარდის იმედი ტურინელ ტიფოზებს ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ იგი მოვიდა და ბევრს დაუმტკიცა – რა შეუძლია ნამდვილ ფაბიოს…სულით ნეაპოლელი და არა მოღალატე…We Beleive In You…

იუვენტუსში მოსვლის შემდეგ, ბევრს არ სჯეროდა, რომ კვალიარელა ისეთ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგებოდა, რომელიც მას გოლებსა და ბებერი ქალბატონის ძირითადში თამაშს მოუტანდა.სექტემბრის დასაწყისში კარგ ფორმაში იყო ამაური, მაგრამ ტრავმამ მას სეზონის დებიუტი გამოატოვებინა, თამაშგარეში იყო იაკინტაც, ასე რომ იუვენტუსი 36 წლის დელ პიეროსა და კვალიარელას იმედად დარჩა.მისი დებიუტი ბარისთან შეხვედრაში შედგა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვს, სარგებელი ვერაფრით მოიტანა.მეორე შეხვედრა მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შედგა, სამპდორიას კვალიარელამ ბებერ ქალბატონში სადებიუტი გოლი გაუტანა, მაგრამ მისი აღნიშვნა, როგორც მადლიერმა გენუელებისა, არ მოისურვა.შემდეგ იყო ულამაზესი გოლი უდინეზეს კარში, ამ დღიდან კი უკვე ბევრი მიხვდა, რომ კვალიარელა იუვენტუსის წამყვანი ფორვარდი გახდებოდა.ეტა ბეტამ გაუტანა ლეჩესაც, ბავშვური, ლამაზი თავური გოლი.

ამ დღეების შემდეგ იტალიელის პოპულარობა ტურინელ ტიფოზებში ერთიორად გაიზარდა, გულშემატკივრები ხედავდნენ გოლის გამტანს, ტექნიკურ, მონდომებულ ფორვარდს.სწორედ ლეჩეს დამარცხების შემდეგ კვირას ჩავიდა გუნდი მილანში, კვალიარელა კი იმ მატჩის უმთავრესი გმირი გახდა.ტანად არცთუ მაღალმა, მაგრამ საოცრად მებრძოლმა ფაბიომ ულამაზესი თავურით კრისტიან აბიატი უსაქმოდ დატოვა.სწორედ ამ გოლმა, ამ საოცარმა დარტყმამ სულიერად გასტეხა მილანელები – ტურინელებმა სამი ქულა აიღეს, კვალიარელა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ფაქტია, რომ ფაბიო იუვენტუსის წამყვანი კადრი იყო, ახალ წლებამდე მან 9 ულამაზესი გოლი აჩუქა გულშემატკივრებს, ამ რიცხვის გაზრდა ფაქტია, 2011 წელს იგეგმებოდა.

2011 წელი პარმასთან შეხვედრით დაიწყო, კვალიარელა იმ თამაშში ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ მატჩში ფაბიოს მხოლოდ 4 წუთი მოუწევდა ასპარეზობა.უმძიმესი მომენტი, უმძიმესი ტრავმა, უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა, უმძიმესი ოპერაცია და 6 თვით მწვანე მინდორს მიღმა.

ახლა კი, მილანთან მატჩს ველით, რომელიც წინა მატჩის მთავარი გმირის გარეშე გაიმართება.კვალიარელას დაბრუნებამდე 1 თვე რჩება, ტიფოზები მას მოუთმენლად ელიან, ჩვენ გვჯერა, რომ ფაბიო მიუხევათ ამ ტრავმისა, მომავალ სეზონსაც ჩვენს გუნდში გაატარებს.გვენატრები ბომბარდირო და გვჯერა, რომ მალე დაგვიბრუნდები…

We Beleive In You..In Quagliarella We Trust..


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vaxooo
14 years ago

ეს რომ გვაკლია ამიტომაც ვარტ ასეთ ცუდ დღეში :(

sandro ivaneishvili
14 years ago

კაი იგროკია არადა გუშინ ვიღაცამ ბიან კრიკიჩს შემიდარა უბრალოდ ეს უფრო ახალგაზრდა ვერ გამოჩნდა

საბა შიოშვილი

აი ბილივ ჰი ქენ ფლაი : )

bibobibo
14 years ago

neimari minda rom daitrion da pastore bastoshii imena magari iqneba…ra tavdasxma gveyoleba neimariii matrii qvariarela da beberii lomii delpo ukan kide pastoree mara izams ki amas marotaaa?sul ragac 130 milionis saqmea

NEDVEDA11..
14 years ago

გუნდში სადაც ოქროს ჩარჩო ნედვედს ქონდა,აქვს და ექნება
დღეს შენ ავატარზე სალიჰა-მალიჰას აქვს : )))

ცხოვრებას მოაქვს :mrgreen:

xeec_8
14 years ago

კვაი ძაან მაგარიააა.. გაიხსენეთ სლოვენიასთან გოლი უმაგრესი გოლიიიიი…… აუ არ იცით დე ჩელიე როდის ბრუენდება??? კაი მცველია!

merke
14 years ago
Reply to  xeec_8

ამ თვის ბოლოს….როგორც თქვეს…

merke
14 years ago

არაუშავს, უარესებიც ხდება ხოლმე….მთავარია ლიგაში გავიდეთ და თუ გინდა საერთოდ ვერ დაეწიონ კვალიარელას….ნეტა ყველა ფეხბურთელმა თითო-თითო გოლი შეაგდონ და სულ 1-0 მოვიგოთ დარჩენილი თამაშები…ისე ამის დედა ვატირე რა დღეში ვართ რა… :cry: :cry: :cry:

14 years ago
Reply to  merke

აბა რაა საქართველოს ნაკრებმა 9 მაჩი ზედიზედ არ წააგო + თბილისის დინამომ მაგარი მაყუთი ითრია და სერიოზული ამბიციები აქ იუვენტუსს არ ეშველა არაფერი არადა იმ ცინგლიან ელკანს 9 მილიარდი აქ ბლიად ანიელის კიდე ქვეყანა ფული აქ. ჯანის გამკვირვებია თავისი შვილისვილები იუვენტინოებად როგორ ვერ გაზარდა ანდრეა კიდო რაღაც არის მაგრამ ელკანს საერთოდ ძულს იუვე

14 years ago

სირცხვილია…. გუნდის ბომბარდირი არის იანვარში დამტვრეული ფეხბურთელი 9 გოლით…. სირცხვილია

14 years ago
Reply to 

მაგაზე მეტი სირცხვილი ისაა რო მაგ 9 ბურთს დღესაც რო ვერ ეწევიან კრასიჩმა რა მოხდება ერთი დუბლი სეასრულოს

14 years ago
Reply to 

ეგ ვთქვი მეც

lasha naxucrishvili
14 years ago

kualiarela magrad mevaseba sadac ar unda wavides yvelagan vubaleshikeb magari kaci da fexburtelia aucileblad unda gamoisyidon !!!! sagol kai statiaaa brat :)

Beeq ... Sempre Juve ...

აუ ნერვები მეშლებაა რა უწყინარი სიტუაცია იყოო ფუუუფ … მაგარი კაცი ძააან … კიდე იქ არ გაგვიმართლა კიევოსგან რომ გაუშვით გოლი ბოლო წამზეე … და 1 წრეც თან დამთავრდააა … აი ეგ რომ მოგვეგოო 2011 წელს გამარჯვებებით დავიწყებდით … : |||

14 years ago

Darja – სპასიბა დარჯა კაი რამეა.. ველოდებით კუალიარელას დაბრუნებას მანამდე კი ამ ერთ თვეში ყველა მატჩი მოიგოს იუვეს თორე ჩემი ხელით დავახჩობ :evil:

14 years ago

ეხლა რომ დავუფიქრდი რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ფაბიოს ტრავმამ ფსიქოლოგიურად ძალიან გატეხა გუნდი.. შეიძლება ეს არ მომხდარიყო კაი მწვრთნელის ხელში, მაგრამ ფაქტია სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაიწყო იუვემ უსუსურად თამაში.. მე წაგებებს არ ვგულისხმობ – რამდენიმემატჩი მანამდეც წავაგეთ მაგრამ ის რომ მეორე წრის რამდენიმე შეხვედრაში გუნდმა პრაკტიკულად არ იბრძოდა და არ დარბოდნენ ესეთი რამე პირველ წრეში არ მომხდარა

Dutch
ადმინისტრატორი
14 years ago
Reply to 

პარმამდე 18 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა …

14 years ago
Reply to  Dutch

ეგ ვიცი დათკა.. ანუ პირველ წრეში მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ(ბარისთან).. მერე დელ ნერიმ თქვა ასე როგორ შეიძლებაო და მეორე წრეში აინაზღაურა : DDD

Dutch
ადმინისტრატორი
14 years ago
Reply to 

პალერმომაც დაგვადუღა სახლში პირველ წრეში :mrgreen:

14 years ago
Reply to 

palermosTan gamograCa :mrgreen:

14 years ago
Reply to 

კარგით რაა – ძლივს თავი ვინუგეშე პირველი წრით და უცებ ყველა წაგება შემახსენეთ :-D

14 years ago
Reply to 

მართალი ხარ თუმდაც მოუს მაგალითი რო ავიღოთ კაკას და იგუაინის ტრავმებზე . მან თქვა არაუშავს კაკა არ იქნება დიდი დანაკლისი რახან გვყავს მისი შემცვლელიო რათქმაუნდა ოზილი ცემი გადასახედიდან კაკას არ ჯობია მაგრამ ის რომ მწვრთნელს ჯეროდა მისი ფეხბურთელებმაც ირწმუნეს აბა დელნერიმ ტრაგედიები შექმნა და გუნდი ფსიქოლოგიურად გაანადგურა :evil:

14 years ago
Reply to 

სწორედ შეგიფასებია სიტუაცია.. დელ ნერი მართლა განწირული ჩანდა ამ ფაქტის შემდეგ და ყველას გადადო ეგ განწირულობა

14 years ago
Reply to 

სწორედ მოუ გვჭირდება და არანაირი ვანგაალი შმან გაალი რადგან მოუმ თან იტალიური ფფეხბურთიც იცის და თან უდიდესი ფსიქოლოგი და ცემპიონია

Dutch
ადმინისტრატორი
14 years ago
Reply to 

მოუ იუვეში მომსვლელი არაა და ტყუილად არ ღირს ღრუბლებში ფრენა

სხვათაშორის ვან გაალმა ასწავლა მოუს ეგ ყველაფერი :mrgreen:

14 years ago
Reply to 

შენ როარ ჩამიშხამო ოცნებები ისე როგორ შეიძლება :mrgreen:

Dutch
ადმინისტრატორი
14 years ago
Reply to 

:mrgreen:

14 years ago

არ ჯობდა სანამ ტრავმას მიირებდა აუტეზე გასულიყო ბურთი ეხ რა ჩვენ ხო ბედი არაგვაქ დაბრუნდი კვალი მაგარი ხარ

zura
14 years ago

დაბრუნება ერთია და ასეთი ტრამვის შემდეგ ფორმის აღდგენას კიდე ზევიდან დრო უნდა:: ოხ პარმა ::::

john
14 years ago

ეს გამოისყიდონ!! მარტო პირველი ნახევარი სეზონის გამო ღირს გამოსყიდვა !

Dutch
ადმინისტრატორი
14 years ago

დარჯა საღოლ

ფორზა ფაბიო !!!

tsotne tsertsvadze
14 years ago

მომავალ წელს საინტერესო დუეტი იქნება მატრი და ფაბიო, იმედია ორივეს დაიტოვებენ.

eric jagaryan
14 years ago

ტრავმა მიიყო დზაან ცუდია

მარა დელ პიერო საკციელი დზაან მომეცონა ყველაზე მაგარი კაპიტანი პეხბურტელი და ადამიანი

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x