ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “მილანი” ( წინასამატჩო )

ტური 28, სერია A

დრო : შაბათი, 5 მარტი, 23:45 სთ

ადგილმდებარეობა : “სტადიო ოლიმპიკო”, ტურინი ( 27 944 )

იცოდით თუ არა, რომ ?

“იუვენტუსი

1.“იუვენტუსი” ამჟამად მეშვიდე პოზიციაზეა, 27 მატჩში მოპოვებული 41 ქულით.ტურინელებს ევროპის ლიგამდე 2 ქულა, ჩემპიონთა ლიგამდე კი 7 ქულა აშორებთ.

2.ბიანკონერებმა სერია A  – ში ბოლო 6 შეხვედრიდან 4 წააგეს, მათგან ბოლო 2 ერთიდაიმავე ანგარიშით, 2-0, შესაბამისად ლეჩესთან და ბოლონიასთან.

3.ბოლო 4 შეხვედრიდან როსონერისთან ტურინელებმა მხოლოდ 1 მოიგეს – მიმდინარე სეზონში, 30 ოქტომბერს.

4.ბოლო 6 შეხვედრაში ლუიჯი დელ ნერის შეგირდებმა ჯერ 2 წააგეს, შემდეგ 2 მოიგეს, ბოლოს 2 წააგეს, ამ ლოგიკის მიხედვით, შაბათს ტურინელებმა უნდა იმარჯვონ.

5.საშინაო 13 მატჩში იუვენტუსმა 21 გოლი გაუშვა – იმაზე მეტი ვიდრე ჩეზენამ, ბარიმ და ბრეშიამ საკუთარ მოედნებზე.

“მილანი”

1.ნაპოლისთან მოპოვებული გამარჯვებით მილანელებმა ლიდერობა კიდევ 5 ქულით განამტკიცეს.ახლა როსონერის 27 მატჩში 58 ქულა აქვს მოპოვებული და ისინი იტალიის ჩემპიონატის პირველ საფეხურზე იმყოფებიან.

2.საკუთარ კარში მიღებული მხოლოდ 20 გოლით, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა რეკორდი მოხსნეს, გარდა ამისა, მილანელებს ყველაზე მეტი, 49 გოლი აქვთ გატანილი.

3.სერია A  – ში როსონერი ბოლო 10 მატჩია არ აგებს.

4.13 გასვლით შეხვედრაში მილანმა 28 ქულა მოიპოვა.

5.ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილი გოლი სან სიროზე, მარკო სტორარის კარში, შვედისთვის მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველი გამოდგა.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი : ბუფონი; სორენსენი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი; კრასიჩი, მელო, მარკიზიო, მარტინესი; მატრი, ტონი

მილანი : აბიატი; აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი; გატუზო, ვან ბომელი, ბოატენგი; რობინიო, პატო, იბრაჰიმოვიჩი

ბოლო შეხვედრა : 30 ოქტომბერი, 2010

“მილანი” 1-2 “იუვენტუსი”

ტურინელებმა სან სიროზე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს.ანგარიში 24-ე წუთზე ფაბიო კვალიარელამ გახსნა, 66-ე წუთზე კი ალესანდრო დელ პიერომ ბიანკონერების უპირატესობა ორამდე გაზარდა.ეს კაპიტნის სარეკორდი, 179-ე გოლი აღმოჩნდა კალჩოში.

მე-80 წუთზე იბრაჰიმოვიჩმა პრესტიჟის გოლი გაიტანა, იგი იუვენტუსის – როგორც ყოფილი გუნდის კარში პირველი აღმოჩნდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

403 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Ladika
14 years ago

რატომ არ მომწონს მაროტა ? 1; იმიტომ რომ გუნდში მოიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: მარტინესი (12 მილიონი), მოტა, პეპე, მატრი, ბარძალი, ტონი (წელიწადში 3.5 მილიონი ევრო), ბარძალი. პლიუს ამას მოიყვანა მეტ ნაკლებად წარმატებული ფეხბურთელები აკვილანი, კვალიარელა, მატრი, კრასიჩი, ბონიუჩი – ზოგადად ეს ტრანსფერები რომ გამოისყიდოს ყველა დაუჯდება იუვეს 103.5 მილიონი ევრო. აქედან ბევრს არ დატოვებს – შეაბამისად გუნდი ამ ზაფხულში კიდევ ახლიდან არის დასაკომპლიქტებელი. 2: გამაზა უფასოდ; კასანო (ძალიან გვჭირდებოდა ამ სტილის ფეხბურთელი), მექსეში (ცენტრალური დაცვას საოცრად გააძლიერებდა), ემანუელსონი (მარცხენა მცველი ძალიან იაფად შეეძლო ეყიდა). 3: არანაირად შეუძლია მას გუნდში ვარსკვლავის და ჩემპიონი ხალხის მოყვანა გუნდში. ტიპი 60 წლისაა და ჯერ ტიტული… Read more »

merke
14 years ago

Darja

სად უყურებ პრესკონფერენციას?

merke
14 years ago
Reply to  Gio Darja

მადლობა ძმა…

merke
14 years ago

3-4 ფეხბურთელია საჭირო და კაი მწვრთნელი და მორჩა…აკვილანი, მატრი, კვალიარელა გამოისყიდონ და მერე ნახე რა ითამაშონ…

merke
14 years ago

Ladika

მოკლედ ლიპი და მოჯი მოვლენ და რაღაცა გვეშველება ახალ სეზონში…მაგრამ ვინ გადმოვა იუვეში არ ვიცი, თუ გუნდი ლიგაზე არ გავიდა…ყველას ლიგაზე უნდა თამაში მაღალი დონის ფეხბურთელებზე მაქვს ლაპარაკი…

Ladika
14 years ago
Reply to  merke

მოჯისთვის ეგ პრობლემა არ იქნება დარწმუნებული ვარ :)

მთავარია დაბრუნდეს და სულ რომ ვერავინ იყიდოს ისეტ სიტუაციას დააყენებს იუვეში ფსიქოლოგიურად რომ წაგების ყველას შიში ექნება და ყველას დაუბრუნებს გამარჯვებულის სულისკვეთებას. სულით ლიდერია მოჯია ! :)

merke
14 years ago
Reply to  Gio Darja

მეც ასე მგონია მილანი ცოტა თავს შეინახავს ტოტენჰემისთვის….ასე უსახელოდ არ გავარდება ლიგიდან…მოკლედ 1-0 მგონია….

zuka kbiladze
14 years ago

2:1 მოვიგებთ ისევ

merke
14 years ago
Reply to  Gio Darja

გაუმარჯოს დარჯა ძმა რავა ხარ? დელ ნერის ეხლა გაშვება სისულელეა, თუ გაშვება იყო იანვარში უნდა გაეშვათ…

merke
14 years ago
Reply to  merke

მეც არამიშავს რა… ჰა რა გგონია გულით თქვი ვიგებთ თუ ვაგებთ?

Ladika
14 years ago
Reply to  Gio Darja

და რომ მოუგებ რა ხეირი მერე. ამ სეზონში იუვე მაინც ვერ გავა ლიგაზე მაგაში ვარ დარწმუნებული. კი არიუს უზომოდ საწყენი მაგრამ ეგრეა და რომც გავიდეს ღირსია ? შარშან ეგონა უმეტესობას მაროტა საოცარ ფეხბურთელებს მოიყვანდა და ვინები მოიყვანა და რა საშუალო დონის გუნდადაც ვიქეციტ ჩანს – რითი განვხსხვავდებით შარშანდელი იუვესგან ? შარშან I წრე სეზონის ანალოგიურად იტამაშეს როგორც ეს I სეზონი. და ფანები ეხლა იმიტომ მოაწყობენ პროტესტებს რომ მოჯი ამ ზაფხულში ბრუნდება და წინა წლებში რაც არ უნდა მოეთხოვათ, ვერანაირად მოიყვანდნენ მოჯის. :) და დელ ნერის გაშვება იქნებოდა იმის მაგალითი რომ იუვეში წარუმატებლობა არავის უნდა აპატიო და პასუხისმგებლობით ასრულებდეს ყველა თავის… Read more »

iosi shalolashvili
14 years ago

იუვენტუსი 2- 1 მილანი გოლები: მატრი,პატო,დელ პიერო

iosi shalolashvili
14 years ago

კიელინი კიდევ ფლანგზე დააყენა :lol:

Ladika
14 years ago

სწორედ რომ ტოტალიზატორი უფრო იუვეს მოგებაზე დაიტვირთვება.

და ზოგადად ზლატანის მოყვანა მილანში იყო გათვლა რომ სერია ა -ზე იყო ორიენტირებული მილანი უფრო.

თან თავისუფლად ბევრი ლიგის ფეხბურთელი დაასვენოს მილანმა და ათამაშოს კასანო, ემანუელსონი, ვან ბომელი (ისინი ვერ თამაშოობენ ლიგაზე) და დარწმუნებულიც ვარ იმაში რომ მილანს უფრო სერია ა ანაღველბს. დიდი ხანია უკვე არ მოუგია და ინტერი სახეს ახევს.

და მე მილანის მოგება მინდა იმ მიზნით რომ ფანობამ პროტესეტები დაიწყონ და გაყარონ არაპროფესიონალი ხალხი იუვედან. საშუალო დონი სპეციალისტები !!! მარაზმია.

merke
14 years ago

ყველაფერში გეთანხმები , მაგრამ დელ ნერი თუ გააგდეს, მის გზას მაროტაც უნდა მიაყოლონ…ბლანს და ელკანს არამგონია ვინმე შეეხოს…

Ladika
14 years ago
Reply to  merke

ფანობის პროტესტების წინააღმდეგ ვერ წავლენ ელკანი და ბლანი და მოუწევთ იმ პირობების დაკმაყოფილება რასაც მოპითხოვს იუვეს მმილიონობით გულშემატკივარი.

მილანთან მარცხი კი იქნება გულშემატკივრების გამოწვევა.

merke
14 years ago
Reply to  Ladika

ეგ კი მაგრამ…აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება უკვე 2 სეზონია გუნდი ანტირეკორდზე თამაშობს…და არავის აუმაღლებია ხმა გულშემატკივრებს ვგულისხობ რა თქმა უნდა…მარტო ბოლონიასთან თამაშზე იყო მოჯიზე მღეროდნენ ტიფოზები….დანარჩენი მე არ მსმენია…

Ladika
14 years ago
Reply to  merke

ანუ ახლოვდება ის პერიოდი რომ მოჯის გასდის ვადა და ივნისიდან შეეძლება ფეხბურთში დაბრუნება.

აქამდე რომც მოეთხოვატ არანაირი შედეგი ექნებოდა მათ მოთხოვნას და მოჯის ვერ დააბრუნებდნენ და ეხლა საცვსებით რეალურია მოჯის დაბრუნება იუვეში და სწორედ ამიტომ არ იღბდნენ აქამდე ხმას და რომ ამოეღოთ ვინ უნდა მოეყვანათ ? ეხლა კი კანდიდატურა ყავთ მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო სპეციალისტი.

მე რეალურად მიმაჩნია რომ ფანები პროტესტების მეშვეობით დააბრუნებენ მოჯის.

ყელში ამოვიდა ამ უსუსური და ლუზერი სპეციალისტები და ფეხბურთელების მოყვანა იუვეში.

მარკიზიოს, ბუფონის, დელ პიეროს, კიელინის გარდა ამ გუნდში პროფესიონალად არავინ მიმაჩნია მე !!!

14 years ago

კაროჩე მილანს აქვს ეთადერთი მინუსი, ეს არის ნახევარდაცვა და დაცვის ფლანგები. აუცილებლად უნდა ათამაშოს სუფთა პლანგის მოთამაშეები, თუნდაც მარტინესი. თუ აქუილანი არ იქნება მაშინ აუცილებლად დელ პიერო უნდა გამოიყვანოს, და მარცხენა მცველად კიელინი უნდა დასვას.
თუ აქუილანი იქნა დარწმუნებული ვარ ტონის და მატრის დააყენებს.

Ladika
14 years ago

არა მილანი არ წააგებს დარწმუნებული ვარ. მილანისთვის უფრო არის ეს თამაში გადამწყვეტი, იმიტომ რომ ინტერის სუნთქვას გრძნობს იუვესთვის კი სეზონი დამთაავრებულია. მაქსიმუმ ევროპის ლიგაზე გავიდნენ, მაგრამ ევროპის ლიგა ლუზერების ტურნირია, დელ ნერის “არ აინტერესებს” ეგ ტურნირი. რა ჯგუფიდან გავარდით რომ ვიხსენებ გული მიკვდება (( ერთი სიტყვით რატქმაუნდა ფორცა იუვეეე მაგრამ მილანმა რომ მოიგოს ძალიან მინდა. კიდევ ერთი იდიოტობა: ვერ მიხვდა რომ ბარძალი სასტავში კი არაა განაცხადშიც არ უნდა ყავდეს და კიელინი მარცხენა ფლანგზე ისეთივე არარაობაა როგორც გროსო და სჯობს ტრაორე ათამაშოს მარცხნივ და ცენტრში კიელინი ბონუჩი (ეს ბევრს არაფერს შეცვლის მაგრამ უფრო გამართულიწყოპბა იქნება) დელ ნერი უნდა გააგდონ რა !!!!… Read more »

bibobibo
14 years ago

es tamashi tu moviget da mere chezenastan da berashastan kai iqneba da romastan mere nichia 4 taamshi 10 kula kai iqenabaa mere gvicervs tamashi kienostan mere kataniastan orive saxlshi esec 16 kula mere laciostan uechveli gavarjveba esec 19 qula mere fiorestan nichia esec20 kula mere parmastan uechveli mogeba esec 23 qula da mere napolistan nichia an mogeba esec 24 qula da65 qula ar gveyopa an 67 qula rom gavidet ligazeee?maraa uxx ase moxdes ra kai iqnebaaaa

Ladika
14 years ago
Reply to  bibobibo

ეეეეჰ ეგ ძალიან არარეალური გათვლებია.

ინტერთან თამაშის მერე ვთქვი თუ შემდეგ 5 ტურში როგორც მინიმუმ 12 ქულად არ დავაგროვებთ არაფერი ეშველება დელ ენრის ხელში იუვეს თქო მაგრამ უკვე ინტერის მერე 2-იდან 2 მაჩი წავაგეთ.

john
14 years ago

დელ პიერო ძირითადში

Ladika
14 years ago

იუვემ თუ მოიგო წინსვლა არაფერი იქნება ჩემი აზრით და თუ წააგო ძალიან კარგი შედეგები შეიძლება მოიტანოს ფანების გაბრაზებამ. გამამინუსეთ არ არის პრობლემა მაგრამ მილანთან იუვეს მოგება საერთოდ არ უნდა გვაწყობდეს წესით. 1: ინტერი ამ ტურში თამაშს მოიგებს, მილანთან სხვაობა 2 ქულა ექნება და შესაბამისად მორატის გუნდის ჩემპინობა კიდევ ერთი ამ წელს იქნება საშინელება. 2: დელ ნერის კიდევ ნდობას გამოუცხადებს ცალტვინა მაროტა და ანიელი და ესეც კატასტროფაა ჩენი აზრით. მომავალ ტურში ბრეშასთანაც მოვიგებთ და დაიწყება მერე ლაპარაკები: აი დელ ნერიმ გუნდი აათამაშა, უნდა ვაცადოთ და ა.შ. ამიტომ მსურს რომ მილანმა იუვეს მოუგოს იუვეს უკეთესი მომავლისთვის. არადა 17 წელია იუვეს გულშემატკივარი ვარ… Read more »

Beeq ... Sempre Juve ...
Reply to  Ladika

100 % გეთანხმები ყველაფერში … მეც პირველადაა წაგება რომ მინდა იუვესიი … მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ იგებს ამ თამაშს … :D:D:D

merke
14 years ago
Reply to  Ladika

ეს თამაში მაინც მგონია რომ 0-0 ან 1-0 დამთავრდება იუვეს სასარგებლოდ…

xeec_8
14 years ago

ამ შეხვედრას მოვიგებთ .. ჩვენ ხომ მაგრტო ძლიერებს ვუგებთ !!! :D :D :D

Beeq ... Sempre Juve ...

ბურთს დავაფარებთ თავზე … მეზიზგებიან მე ესენი ფუ ამათი … ვერ ვიტააააან … ინტერი ინტერი ამათი ინტერი მეეე… (ანუ ვიგინები) :D:D:D

Juvent1no
14 years ago

0-0 მორჩება ასე მგონია მე

milano
14 years ago

მოკლედ იუვეს წაგების უფლება არა აქვს და მოგების ერთი ადგილი :) :) :) უი რა კარგად გამომივიდა :) :) :)

vako-10
14 years ago

იუვე მილანელებს გასვლაზე არ ახარებს და სახში საერთოდ გაანადგურებს

14 years ago

აბა რა ტო, სადააა მილანის მოსაგები … მიდით ბიჩებოო მიდით …

bibobibo
14 years ago

iuve igebs uechveliiiiii

| Newsphere by AF themes.
403
0
Would love your thoughts, please comment.x