ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეზენა – იუვენტუსი ( წინასამატჩო )

29 ტური სერია ა

თარიღი : შაბათი , 12 მარტი – 23: 45 თბილისის დროით

ადგილმდებარეობა : ” დინო მანუცი ” , ჩეზენა ( 23 860 )

ჩეზენამ ქულების დაგროვება დაიწყო

გუნდი რომელიც სერია ა-დან გავარდნის ერთ ერთი კანდიდატია , ბოლო მატჩებში ქულების დაგროვებას იწყებს . ამ ეტაპზე ჩეზენა , იმყოფება 17 ადგილზე , რომელიც გადარჩენის წინაპირობას უქმნის მოკრძალებულ კლუბს . თუმცა , ქულების მხრივ მასსა და ლეჩეს შორის , რომელიც თავის მხრივ გასავარდნ ზონაში იმყოფება , თაფარდობაა … ორივეს 28 ქულა აქვს აქტივში .

სტატისტიკას თუ გადავხედავთ , ვნახავთ რომ ჩეზენამ ბოლოს იუვენტუსი , შორეულ 1987 წლის ნოემბერში დაამარცხა . ტურინში დასრულებული დაპირისპირების შემდეგ , ტაბლოზე 0-2 დაფიქსირდა .

მასიმო ფიკადენტის შეგირდებმა , იტალიის ყოფილ ჩემპიონებთან , უკანასკნელი 6 საშინაო შეხვედრებიდან , ხუთი დაასრულა ფრედ . საინტერესო ფაქტია ასევე , ის რომ ჩეზენამ შინ , ერთ ბურთზე მეტი მხოლოდ მილანს გაუტანა … ეს შეხვედრა ჩემპიონატის პირველ წრეში გაიმართა და აუტსაიდერის გამარჯვებით , ანგარიშით 2-0 დასრულდა .

იუვენტუსი … გუნდი რომელიც კომაში იმყოფება …

საკუთარი ამაზრზენი ასპარეზობით , ბიანკონერი განაგრძობს არამარტო საკუთარი გულშემატკივარის გაკვირვებას , არამედ მთელი იტალიის . უკანასკნელი სამი დაპირისპირებიდან , ბიანკონერი უკლებლივ ყველაში დამარცხდა და ამასთან ერთად ვერ შესძლო ერთი გოლის გატანაც კი . დღეისათვის ტურინელები იმყოფებიან , მეშვიდე პოზიციაზე , დააგროვეს რა 28 შეხვედრაში  41 ქულა . მეოთხე ადგილთან სხვაობა უკვე 10 ქულამდე გაიზარდა .

ლუიჯი დელ ნერის შეგირდებმა , 14 გასვლითი მატჩიდან , მხოლოდ 5-ში მიაღწიეს გამარჯვებას . ბურთების შეფარდება კი ამ კუთხით შემდეგნაირად გამოიყურება : 17 გატანილი და 13 გაშვებული .  ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან კი სამში დამარცხდნენ და მხოლოდ ერთში იმარჯვეს .

იმ შემთხვევაში თუ გუნდის თამაში , ჩეზენასთან დაპირისპირებისას არ შეიცვლება , სავარაუდოდ გუნდს  ლუიჯი დელ ნერი დატოვებს . სულ უფრო და უფრო გვავიწყებს ეს იუვენტუსი , იმ გუნდს რომელიც არამარტო იტალიაში , არამედ ევროპაშიც  შიშის ზარს სცემდა ყველას .

ბოლო ურთიერთ შეხვედრების სტატისტიკა

2007 წლის 16 იანვარი  : იუვენტუსი 2-1 ჩეზენა ( სერია ბ )

2007 წლის 6 მაისი : ჩეზენა 2-2 იუვენტუსი ( სერია ბ )

2010 წლის 7 ნოემბერი : იუვენტუსი 3-1 ჩეზენა ( სერია ა )


ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან

” ჩეზენა ”

ფატიჩი , გორობსოვი და სამარკო ტრავმირებულნი არიან .

” იუვენტუსი ”

ბარძალი , გროსო , სალიჰამიჯიჩი , დე ჩელიე , მელო , რინაუდო , სისოკო , ტონი და კუალიარელა ტრავმირებულნი არიან .

მთავარი მოქმედი გმირები

” ჩეზენა ”

სამპდორიასთან დაპირისპირებაში , ფორვარდი ემანუელე ჯაკერინი , ერთ ერთი საუკთესო იყო ჩეზენას რიგებიდან . ამ უკანასკნელმა დუბლის შესრულება მოახერხა სამპდორიასთან მატჩში და ლომის წილი დაიდო საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ( 3-2 ჩეზენას სასარგებლოდ ) . იტალიელი იმედოვნებს , რომ შესძლებს იუვეს კარშიდაც გოლის გატანას .

” იუვენტუსი ”

ბიანკონერის თავკაცი ლუიჯი დელ ნერი , დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება . ყოველი მატჩის შემდეგ მისი დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება , სულ უფრო და უფრო რეალური ხდება . შესაძლოა ტაქტიკურმა ცვლილებამ , იუვენტუსს წარმატება მოუტანოს და მან შეინარჩუნოს მთავარი მწვრთნელის პოსტი . საინტერესო იქნება იმის ხილვა თუ რას მოიმოქმედებს იტალიელი სპეციალისტი .

სავარაუდო შემადგენლობები :

” ჩეზენა ” : ( 4-3-2-1 ) ანტონიოლი , სანტონი , პელეგრინო ,  ფონ ბერგენი , ლაურო , კაზერტა , კოლუჩი , პაროლო , როზინა , ხიმენესი , ბოგდანი

” იუვენტუსი ” : ( 4-4-2 ) ბუფონი , სორენსენი , ბონუჩი , კიელინი , ტრაორე , კრასიჩი , აკუილანი , მარკიზიო , პეპე , დელ პიერო , მატრი


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi sidiani
12 years ago

gmg albat isev reals sheeteneba rogorc yoveltvis.imedia kai linkebi gaichiteba.

არ გამოგრჩეთ

34
0
Would love your thoughts, please comment.x