პრანდელის შეგირდები U18 ნაკრებს გაეჯიბრნენ
რიკარდო მონტოლივო, სებასტიან ჯოვინკო, ანტონიო კასანო და ალბერტო ჯილარდინო – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებმაც სკუადრა აძურასა და U18 ნაკრების სატესტო მატჩზე თავი გოლებით დაგვამახსოვრეს.
პარასკევს, ჩეზარე პრანდელის შეგირდები სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ევრო 2012 შესარჩევი ეტაპზე, გუნდი ორი დღეა აქტიურად გადის ვარჯიშებს.
გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვენენ : ჯიჯი ბუფონი, კრისტიან მაჯო, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ფედერიკო ბალძარეტი, ალბერტო აკვილანი, ტიაგო მოტა, რიკარდო მონტოლივო, სტეფანო მაური, ანტონიო კასანო და ჯამპაოლო პაცინი.ანგარიში რიკი მონტოლივომ გახსნა, აძურას უპირატესობა ორამდე კი ანტონიო კასანომ, პენალტის ნიშნულიდან გაზარდა.
შესვენების შემდეგ, პრანდელიმ მთელი გუნდი გამოცვალა : ემილიანო ვივიანო, დევიდე სანტონი, დანიელე გასტალდელო, დევიდე ასტორი, დომენიკო კრიშიტო, ანტონიო ნოჩერინო, სებასტიან ჯოვინკო, კლაუდიო მარკიზიო, ჯუზეპე როსი, ალესანდრო მატრი და ალბერტო ჯილარდინო.მატჩის მეორე ნახევარში, როგორც ზევით ვთქვით, მეტოქის კარი ჯოვინკომ და ჯილარდინომ დალაშქრეს.აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს მოედანზე ნაკრების დებიუტანტი, მარკო პაროლოც გამოჩნდა.
ერთი ალექსი აძურიში და გაასწორებდა…
იტალიის ნაკრებს ეშველბა მარა იუვესას რა ვიცი
თვის იუვენტინო და თვის გოლი როდის გადაწყვიტეთ გამოკითხვა 2 დღეს გრძელდებოდა ყოველთვის
მანდ გადასაწყვეტიც არაფერი იყო : DDD
რატო დელ პიერო? არაფერი არ გაუკეთებია ამ თვეში. ამ თვეში საუკეთესო არავინ არ იყო
კაპიტანი იყო ერთადერთი მოედანზე რომელიც ღირსეულად გამოდიოდა … როცა დელ ნერიმ ათამაშA ყოველთვის შედეგი დადო … ჩეზენასთანს ორი საგოლე პასი მატრიზე … ბრეშასთან მარტო მოიგო და სამი ქულა ჩაგვახუტა … მემგონი აქ გასარჩევიც არ იყო არაფერი
როცა ათამაშა. არ უთამაშია და მაგას ვამბობ თორე არავისზე ნაკლებად არ მიყვარს დელ პიერო (თუ მეტად არა) და გოლს რაც შეეხება: მატრის გოლიც არ იყო ცუდი ჩეზენასთან მე-2. უმშვენიერესი ნახტომი
ara martla ამ ტვეში დელ პიერო საუკეტესო იყო და არ უნ დ ამაგას დამტკიცება და ყველაააააააააააამ იციიის
მაგალიტად ტავს ბოლომდე ხარჯავს და დელ ნერიიმ რო სჰემოიყვანა ითმაშა და რა ქნას მეტი?:twisted:
ზაჰოვიცჰი ან გამო….და ან დავალებული აქვს რაგაც სლოვენიის ფედერაციისგან:)))))))))))))))))))
ვაი მაგის პატრონს უბედურს , ინტერვიუ რო წავიკითხე მაგრად ვიცინე
ზაჰოვიჩმა სერიოზულად გაგავასწროა მიწასთან და იმედია დავუმტკიცებთ იტალიის ნაკრები რას წარმოადგენს