ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” მე ფეხბურთელი ვარ ”

მართალია სანაკრებო ბატალიების გამო , სერია ა-ში და სხვა წამყვან საკლუბო ჩემპიონატებში შესვენება გამოცხადდა , თუმცა ალესანდრო დელ პიერო ,  უკვე ეხლა იწყებს ფიქრს რომასთან დაპირისპირებაზე . კაპიტანი სპეციალური სტუმარი იყო გადაცემაში “Filo Diretto” , რომელიც ტელეარხ  Juventus Channel – ზე გადის …

” რომა – იუვენტუსი გამორჩეული დაპირისპირებაა კალჩოში . მართალია არცერთ ჩვენთაგანს არ უდგას ეხლა კარგი დრო , თუმცა ეს არ დაასვამს დაღს მომავალ  დაპირისპირებას და მის ხარიხს . ჩვენის მხრივ , უნდა დავძლიოთ ფსიქოლოგიური პრობლემები და ამ მატჩს ,  საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში უნდა შევხვდეთ ” .

” როგორი იუვენტუსის ხილვა მსურს ? გამარჯვებულის , რომელიც მოედანზე , გამოვიდოდა მაღლა აწეული თავით და ყველაფერს გააკეთებდა წარმატებისთვის !!! ” .

კაპიტანმა საკმაოდ ბევრ კითხვას უპასუხა გადაცემის მსვლელობისას , რომელიც გულშემატკივრებისგან მოდიოდა . ერთ ერთი მათგანი მის მომავალსაც შეეხო …

” ჯერ ჯერობით ვუყურებ მიმდინარე და მომავალ სეზონს , ხოლო უკვე ამის შემდეგ ვიფიქრებ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში  . დღეისათვის საერთოდ არ მიფიქრია დირექტორობაზე ან მწვრთნელობაზე . მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს ჩემს თავში – დელ პიერო , ფეხბურთელია … ”

განსაკუთრებული მომენტები კარიერის მანძილზე …

” ბევრი რამის გახსენება შემიძლია … პირველი სკუდეტოსი , ჩემპიონთა ლიგის , საკონტენთაშორისო თასის , სკუდეტო – რომელიც 5 მაისს მოვიგეთ … რაღათქმაუნდა გასული უიკ ენდის მატჩიც ბრეშასთან , რომელმაც დიდი სიხარული მომანიჭა ” .

მიმდინარე სეზონის შესახებ …

” კუალიარელას ტრავმამ ჩვენზე საშინლად იმოქმედა , რადგან ის ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა . საერთოდ უნდა ითქვას , რომ აბსოლიტურად ყველა ტრავმამ იქონია გუნდზე ნეგატიური გავლენა , განსაკუთრებით ისეთებმა , რომლებიც დროში გაიწელა , მაგალითად დე ჩელიესი და იაკინტასი . სამწუხაროდ ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება და ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური ” .

და ბოლოს … სავარაუდოდ ეს ინფორმაცია ბევრმა არ იცოდა . დელ პიერო ერთადერთი არ არის ,  ვისი ოჯახის წევრსაც წარსულში ლუიჯი დელ ნერი წვრთნიდა …

” სტეფანო , ჩემი ძმა ” გორიციას ” ღირსებას იცავდა , რომელსაც ჩვენი ამჟამინდელი თავკაცი ლუიჯი დელ ნერი წვრთნიდა . პირველად სწორედ მის მატჩებს ვესწრებოდი სტადიონზე . გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პადოვაში გადაბარგდა , რომლის ახალგაზრდულ კლუბში მე ვირიცხებოდი  ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika sixarulidze
13 years ago

i love del piero forever :-P :-P
fliiz ar dagvotoovooo arasodesssssssssss :roll:

john
13 years ago

ყველაზე მაგარი იქნება იქითა წელს თAმაშს თავს რომ დაანებებს მაშინვე მწვრთნელი რომ გახდეს და გვარდიოლას ნაირად გუნდი საუკეთესოდ აქციოს მთელს მსოფლიოში

lasha giorgadze
13 years ago

ყველაზე მაგარი ადამიანი და ყველაზე მაგარი პიროვნება :!:

13 years ago

სავარაუდოდ ეს რვა თამაში და კიდევ ერთი წელი დაგვრჩა დელ პიეროს თამაშის ხილვის საშვალება. ყოველი მისი თამაშით უნდა დავტკბეთ

sandro ivaneishvili
13 years ago

ისე ამისგან კაი ტრენერი დადგებოდა

13 years ago

ცოცხალი ლეგენდაა

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x