ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შალკე ფარფანს ვერ ელევა

რამდენიმე დღის წინ , ჯეფერსონ ფარფანმა , განაცხადა რომ ბედნიერია იუვენტუსის დაინტერესებით და რომ სიამოვნებით გააგრძელებდა კარიერას კალჩოში , თუ ეს ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებდა ტურინელთა მხრიდან .  შალკეს ისედაც ცუდი პერიოდი უდგას და ამ განცხადებამ , კიდევ უფრო განარისხა გერმანული კლუბის გულშემატკივარი და სწორედ ამიტომ გელზენკირხელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა , რალფ რანგნიკმა საჯაროდ განაცხადა , რომ ფარფანი მისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა : ” ჯეფერსონი ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელია , მისი ტექნიკური არსენალი და პლიუს სისწრაფე , საიდუმლო იარაღია ნებისმიერი მეტოქისთვის . იმედი მაქვს ის დიდი ხნის მანძილზე დარჩება შალკეში “ .

წყარო : TuttoJuve

7 thoughts on “შალკე ფარფანს ვერ ელევა

  1. არაა ეს თუ იუვეში მოვიდაა და სპალეტი ტრენერად მინიმუმ 2-3 წელი ისევ ბრეშას დონის გუნდი ვიქნებით,ლეჩე და ბოლონია კიდე აგვცრიან სადაც დაგვიჭერენ:(

  2. უჭკვიანეს მაროტას იუვენტუსის გაძლიერება აქვს დაგეგმილი და რა ფეხბურთელბზე ჩალიჩობს:
    ფარფანი, ელმანდერი, გომესი, ბორიელო და ა.შ.

    მიდი მაროტა უკეთესს მაინც ვერავის მოიყვანს.

    რა საცოდავ დღეშია მთელი იუვენტუსიიი !!! ფარფააააანი.

    ნეიმარს იყიდის მაროტა ? ტიპზე მთელი გრანდები ჩალიჩობენ და 99 % არ მჯერა რომ მაროტა მაგას წამოიყვანს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.