რეტო ციგლერი – ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული
ანდრეა პირლოს შემდეგ ტურინის “იუვენტუსმა” მარცხენა მცველი, რეტო ციგლერი გაიფორმა.გთავაზობთ მცირე ინფორმაციას შვეიცარიელ ფეხბურთელზე.
სრული სახელი – რეტო ციგლერი
დაბ.თარიღი – 1986 წლის 16 იანვარი ( 25 წლის )
დაბ.ადგილი – ჟენევა, შვეიცარია
სიმაღლე – 183 სმ
წონა – 80 კგ
პოზიცია – მცველი
ამჟამინდელი კლუბი – ტურინის “იუვენტუსი”
საკლუბო კარიერა
2002-2004 : “გრასხოპერსი”, 41 მატჩი, 0 გოლი
2004-2007 : “ტოტენჰემი”, 24 მატჩი, 1 გოლი
2005-2006 : “ჰამბურგი”, 8 მატჩი, 0 გოლი ( არენდა )
2006 : “უიგანი”, 10 მატჩი, 0 გოლი ( არენდა )
2007 : “სამპდორია”, 15 მატჩი, 1 გოლი ( არენდა )
2007-2011 : “სამპდორია”, 61 მატჩი, 3 გოლი
2011 – … : “იუვენტუსი”
კარიერა
რეტო ციგლერმა საკლუბო კერიერა შვეიცარიულ კლუბ “სერვეტში” დაიწყო, საიდანაც სამშობლოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “გრასხოპერში” გადავიდა.2004 წლის ზაფხულში ფეხბურთელთან კონტრაქტი ინგლისურმა “ტოტენჰემმა” გააფორმა, 1 იანვრიდან კი რეტო ლონდონური კლუბის საკუთრება გახდა.
“ტოტენჰემი”
მიუხედავათ იმისა, რომ ციგლერი მხოლოდ 18 წლისა იყო, იგი ჟაკა სანტინის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა.გუნდში მარტინ ოილის მოსვლის შემდეგ კი, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა.მას თამაში შეუძლია როგორც ნახევარდაცვაში, ისე დაცვაში.ლონდონურ გუნდში გატარებულ სადებიუტო სეზონში ციგლერმა 31 მატჩი ჩაატარა სხვადასხვა ტურნირში.პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი რეტომ 2005 წლის 1 იანვარს გაიტანა, “ევერტონის” წინააღმდეგ (5-2).სეზონის დასრულებისთანავე ციგლერი “ტოტენჰემის” საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.მიუხედავათ დიდი ნდობისა, მეორე სეზონში რეტო ჯერ “ჰამბურგში”, შემდეგ კი “უიგანში” გაანათხოვრეს.
“ჰამბურგი” და “უიგანი”
2005 წლის ზაფხულში ციგლერი “ჰამბურგში” გადაბარგდა, მაგრამ მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.2006 წელს რეტო ინგლისში დაბრუნდა და ისევე არენდის წესით “უიგანს” მიაშურა.2005/06 სეზონში ფეხბურთელმა პრემიერ-ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, ერთხელ ინგლისის თასზე მიიღო მონაწილეობა.
“სამპდორია”
2007 წლის 31 იანვარს ციგლერი არენდის წესით “სამპდორიაში” გაანათხოვრეს, მისი პირველი მატჩი კი 18 თებერვალს ჩაატარა, “პარმას” წინააღმდეგ.ამავე წლის 3 ივლისს გენუურმა კლუბმა ფეხბურთელის უფლებათა პაკეტი სრულად გამოისყიდა.
2011 წლის 25 მაისს, ტურინის “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე რეტო ციგლერი საკუთარ რიგებში ჩარიცხა.
ეროვნული ნაკრები
ციგლერი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნაკრებებში გამოდიოდა.შვეიცარიის U-17, U-19, U-21 და ბოლოს ეროვნული ნაკრები.2002 წელს, დანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის ციგლერი ევროპის ჩემპიონი გახდა.ნულოვანი ფრის შემდეგ, შვეიცარიელებმა მეტოქე პენალტების სერიაში 3-2 დაამარცხეს, გამარჯვების გოლი კი სწორედ ციგლერმა გაიტანა.
მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2005 წლის 26 მარტს, საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შედგა.2006 წლის მსოფლიო შესარჩევი ეტაპის მატჩებში რეტომ სულ 3 მატჩი ჩაატარა.მუნდიალის განაცხადში მცველი ვერ მოხვდა.2008 წლის 19 ნოემბერს ციგლერმა ეროვნულ ნაკრებში ჯერ-ჯერობით ერთადერთი გოლი გაიტანა, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ.
ტიტულები
- 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი
მაროტა თავის სტიქიაშია ისევ…
მე ვარ ქუთაისელი kobesha31 ჩემი სკაიპი ვიცნობ კიდე იუვეს პანებს ქუთაისლებს :)
არამგონია ამან გაქაჩოს არ მივესალმები ამ ტრანსფერს
არის კიდევ ვინმე გლდანელი?
მე გლდანელი ვარ
მე ვარ ქუთაისელი ძმა DძVALI98ეს არის ჩენი სკაიპი
მე ვარ ქუთაისელი ძმა
erTi dRe Sevikრიბოთ და ვისაუბროთ ჩვენს იუვეზე… ქუთაისლები ვინები ხართ? mwerali88 ჩემი სკაიპია დამამატეთ
ბიჭებო მომავლით ოგორი აგვსილი ვარ იცით? არ ვაჭარბებ და თუ ბასტოსი, ბეკი და აგეო მოვიყვანეთ ან ბენზემა-ტევესი წინ ამათგან ერთ ერთი ვიცი სკუდეტო ჩვენია
კარგი ტიპია ეგ, იმედი მაქვს დეჩელიე და ეს მარცხენა ფლანგის პობლემას მოაგვარებს, ეხლა მარჯვნივ გვინდა 1 კაი ფეხბურთელი, ბეკი იასნა და სორენსენი კარგ ზამენად ეყოლება, აი მერე კი გრიგერა ან მოტა გავუშვათ თორე 4 მარჯვენა მცველი ზედმეტია… ჩამშლელებში პრობლემა არ გვაქ და არც არავინ გვინდა, მარჯვნივ მილოში დადგება და პეპე ზამენა სუპერი გვეყოლება, მარცხნივ ბასტოსი მოვიყვანოთ და წინ აგერო, ანუუუ ბეკი-ბასტოსი-აგერო, სრულიად საკმარისია, პლიუს მატრი და პეპე გამოვისყიდოთ… კვალიარელაააც? მგონი ზედმეტია, მაშინ მატრიზე უნდა ვთქვათ უარი და მე მატრი მიჩევნია:)
ვა ლეგროტალიე მიაბრძანესო მილანიდან ,,, რა გინდა კი გახდა იტალიის ჩემპიონი
მთელი 33 წუთი ითამაშა 19 შეხვედრაში..
მეტი ეკუთვნის!
ძალიან მაგარი სტატიაა
ბრავო გიო!!!
პაციენტაზეც დაწერეთ რამე რა ბიჭია ვნახოთ ……
ჯერ ოფიციალური ინფორმაცია მის გაფორმებაზე არ არსებობს..
კვირის ბოლოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გახდება იუვეს წევრი, მაშინ დავწერთ მსგავსს ინფორმაციას..
ეჰ დანიაში 17 წლის იუნიორთა ევროპის პირველობაზე მერვედფინალში საქართველოს მოუგო შვეიცარიამ … მაგ ტურნირზე მგონი კრიშტიანუც თამაშობდა
იუვეს შეთავაზება რო მიიღო სიხარულისგან გაჭედავდა უეჭველი

ეს სამპდორიიის მოღალატე ესა არ ისურვა არა სერია ბ

კონტრაქტი უმთავრდებოდა სამპდორიასთან :D სად აქვს გენუელებს ამის ხელფასის ფული :D
თითებს ბოლი ასდის :D
ჩემით დავწერე, არ დამიკოპირებია :D
საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია..
იმედია გაამართლებს