ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ვიცით ვის და როდის შევთავაზოთ კონტრაქტი “

ანტონიო კონტე “იუვენტუსის” მომავალ სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს და დასძენს, რომ კლუბი 2011-2012 წლების სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. ვინ იქნება შემდეგ რეტო ციგლერისა და ანდრეა პირლოს შემდეგ ჯერ უცნობია, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ინტერვიუდან დასკვნების გაკეთებაც შეიძლება: “ კლუბი სერიოზულად მუშაობს, იცის როდის და ვის შესთავაზოს კონტრაქტი. ამ საკითხში მშვიდად ვარ, ჩვენი დირექტორები პროფესიონალები არიან და ბევრს მუშაობენ. გარკვეული სია შევადგინე. ცხადია, რომ ის, ვინც ჩვენს თვალსაწიერში მოხვდება, პროფესიონალი უნდა იყოს.  სატრანსფერო ფანჯარას მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გადმოსაყვანად აუცილებლად გამოვიყენებთ. ” -შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ბებერ ქალბატონს” ინლერის, ლიხშტაინერისა და სერხიო აგუეროს სახელებს უკავშირებენ.
წყარო: goal.com

14 thoughts on “კონტე: ” ვიცით ვის და როდის შევთავაზოთ კონტრაქტი “

  1. ინლერის, ლიხშტაინერისა და სერხიო აგუეროს სახელს უკავშირებენ.

    ოოოხ რა სიააა, უკეთესს ვერ ინატრებ, აგერო ჭორია რადგან ნაბიჯებს არ დგამენ და თან 45მლ გადაიხადონ და ვსიო… მაგრამ უბრალოდ ბაქიბუქობენ და ეგაა

  2. იმედია კონტეს ჩამოწერილ სიაში ჩემპიონების სახელები ფიგურირებენ.. სხვანაირად არც შეიძლება იყოს.. თვითონ ზიდანის, დელ პიეროს და დეშამის გვერდში აქვს ნათამაშები და დარწმუნებული ვარ მისი ოცნება ამ გუნდის გრანდებში დაბრუნება არის

  3. იმედია მართლა სეზონის ბოლო ყველანი კმაყოფილები ვიქნებით…ისე ტუტოიუვეზეა რომ ბარსელონა სანჩესის ტრანსფერში აშკარად ფავორიტია იუვესთან შედარებით, ხოლო ინლერი კიდევ ალბათ გადმოვა იუვეში…და კიდევ ერთი სასიხარული ინფო არის ნეიმარზე…იუვენტუსი ცდილობს ნეიმარის შეძენას…იმედია მართლა ვიყიდით ვინმე ვარსკვლავს…

    1. მე რაღაც ინლერი არ მინდა! რაღა მელო და რაღა ინლერი… მაგას კიდე მელო ჯობია! ჯობია მელო დატოვონ და ინლერიც ეგდოს სადაც არის!

      1. რავი მელოს ყველანი ძალიან შევეჩვიეთ, თორემ ისეთი სუპერ კლასის შეიძლება მართლა არ იყოს…ნამდვილად არ მინდა რომ მელო წავიდეს…მოკლედ ინლერს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და რაღაცა მგონია რომ იუვეში მაგრად გაქაჩავს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.