ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

თქვენს წინაშეა იუვენტუსის ახალწვეული არტურო ვიდალი …

10 წელი გავიდა მას შემდეგ , რაც იუვენტუსში ჩილელი ფეხბურთელი თამაშობდა . ბოლოს ეს ლეგენდარული მარსელო სალასი იყო . თუმცა , უკვე დღეს ,  მის გზას არტურო ვიდალი გააგრძელებს , ექსტრა არაორდინალური ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკიდან …

არტურ ეზამო ვიდალ პარდო დაიბადა 1987 წლის 22 მაისს სანტიაგოში . საინტერესო დამთხვევაა სხვათაშორის , სწორედ ამ დღეს ,  1979 წელს მოიგო ბიანკონერიმ თავისი პირველი უეფას თასი , ხოლო 1996 წლის 22 მაისს ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა . ჩილელი ჩვენ გუნდს , გერმანიაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ შეურთდა . უნდა აღინიშნოს , რომ არტურო საკუთარი კლუბის ერთ ერთი წამყვანი ფიგურა იყო , რომელმაც გასულ სეზონში მეორე პოზიცია დაიკავა ბუნდეს ლიგაში .

თავისი საფეხბურთო კარიერა , ვიდალმა ჩილეს ერთ ერთ საუკეთესო კლუბ ” კოლო კოლოში ” დაიწყო . ახალგაზრდულ კლუბში ასპარეზობის შემდეგ , როდესაც 19 წელი შეუსრულდა მას ძირითად გუნდში უხმეს . 2006-2007 წლებში  კი ჩილეს ნაკრები Apertura Tournament – ში იმარჯვებს ორჯერ და ასევე Clausura Tournament – ზეც არ დათმობს პირველობას . არტუროს მშვენიერი ასპარეზობა როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე , არ დარჩა შეუმჩნეველი ევროპული კლუბებისგან .

არტუროსთვის ბრძოლაში , გამარჯვებული ” ბაიერი ” გამოვიდა და უნდა ითქვას , რომ ლევერკუზენში ჩილელი ნახევარმცველი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა . გასულ სეზონში მან 10 გოლის გატანა მოახერხა 33 შეხვედრაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კლუბისთვის  მიერ მეორე ადგილის დაკავებაში , რითაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოაპოვებინა .

სანაკრებო კარიერაც კარგად მიმდინარეობს . ბოლო წლებთან შედარებით ჩილეს ნაკრები , საკმაოდ სერიოზულ ძალად ითვლება , რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა უკანასკნელ მუნდიალზე , თუმცა 1/8 ფინალში ბრაზილიის ნაკრებთან ვერაფერს გახდა . ჩვენი ახალწვეული კი უკლებლივ ყველა მატჩში , ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა .

უკანასკნელ კოპა ამერიკაზე , კი ჩილეს ეროვნული გუნდი ვენესუელამ შეაჩერა 1/4 ფინალში . ვიდალმა თავის მხრივ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა , რომელმაც გადაწყვიტა კიდევაც მექსიკასთან მატჩის ბედი .

არტურო ვიდალი – სრულყოფილი ფეხბურთელი , რომელსაც განსხვავებულ პოზიციებზე შეუძლია ასპარეზობა . მას თანაბრად კარგად შეუძლია თამაში როგორც  ჩამშლელობით  პოზიციაზე , ისე შემტევზე , მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს ცენტრალური ნახევარმცველის ადგილას გრძნობს . დიდი გამოცდილების ხარჯზე , მას შეუძლია დაცვაში უშეცდომოთ ასპარეზობა და ასევე საჭირო დროს შეტევაში ჩართვაც , რაზეც მიუთითებს კიდევაც 10 გატანილი გოლი გასულ სეზონში .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gioiuve
12 years ago

ვაახ ჩემი აგუერომ თანხმობა განაცხადაო სიტიში გადასვლაზე, 42ლიმონს იხდისო, ეგ თუ სიმართლეა დაგვერხა

gioiuve
12 years ago

მართლა სერიოზული ტრანსფერია

Gela Labadze
12 years ago

ვერ მეტყვით ბუფონს ხმა როგორ უნდა მივცე?

irakli kobeshavidze
12 years ago

დატკა სად ნახე გოალ ქომის გარდა მოჯის კომენტარიი ? მაგრა მაინტერესებს იმიტო რო ეს კაცი რასაც ამბობს ყველაფერი სინამდვილედ ხდება და მიტო და გოალ ქომი მაგარი ჭორიკანა საიტია და მაგრა მაინტერესებს დავიჯერო თუ არა მოჯის ამნაირი სიტყვები

G M
G M
12 years ago

კაია ეს რო გადმოვიდა გაგვაძლიერებს :forza:

12 years ago
Reply to  Dutch

ეგრეა,იმედია მაროტა კიდევ გაგვაოცებს ;-)

12 years ago

დათჯა;
შენ რა 24 საათიან რეჟიმში ხარ :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x