ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერის და კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარები

” უდინეში ის იუვენტუსი იქნება საჭირო , რომელმაც მილანთან მეორე ტაიმაში იასპარეზა ” – საუბრობს როსონერისთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბიანკონერის შვეიცარიელი მარჯვენა მცველი სტეფან ლიხტშტაინერი . უნდა აღინიშნოს , რომ ლაციოს ექს ფეხბურთელი საკმოად კარგად გამოიყურებოდა ამ მატჩში და ძალიან დიდი სამუშაოც გასწია . სტეფანი თანაბრად კარგად თამაშობდა დაცვის ხაზშიც და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და ეხმარებოდა თანაგუნდელებს : ” არ შეიძლება მოდუნება ისეთ მეტოქესთან , როგორიც მილანია . თავიდანვე მობილიზებულად უნდა გავსულიყავით მოედანზე და ისე გვეთამაშა , როგორც მეორე ნახევარში . ამის სანაცვლოდ კი ორი გაშვებული ბურთი მივიღეთ . შესვენების შემდეგ გაცილებით აგრესიულები გავხდით და შედეგიც სახეზეა . სერია ა-ს პირველ დაპირისპირებაში , სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ სასურველი შედეგის მისაღებად “ .

მილანთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ , დამწუხრებული იყო ჯორჯო კიელინიც , რომელიც უკეთეს შედეგს მოელოდა გუნდის მიერ მეორე ტაიმაში ნაჩვენები თამაშით : ” როდესაც მილანს თავისუფალ სათამაშო სივრცეს აძლევ , ის აუცილებლად დაგსჯის , რადგან მათ შემადგენლობაში დიდებული ფეხბურთელები ირიცხებიან . დღევანდელ დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა . ძალიან ეფექტური და ლამაზი გოლები გაგვიტანეს . მეორე მხრივ მარცხი საშინელებაა , რომლის თავიდან აცილება შეხვედრის მიწურულს თავისუფლად შეგვეძლო . დასანანია , მაგრამ შესვენების შემდეგ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა იმედი მოგვცა უდინეზესთან წინასამატჩოდ . ორი აზრი არაა , რომ ამ ეტაპზე ფრიულიზე ასპარეზობა არა სასიამოვნოა , გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება , მაგრამ ჩვენის მხრივ უკვე საწყისი ეტაპიდან მოგვიწევს მაქსიმალურად დახარჯვა გამარჯვებების მოსაპოვებლად ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალურუ ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juventino17
12 years ago

ლიხშტაინერმა არ ივარგა შეტევაში

tsotne tsertsvadze
12 years ago

თამამად შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე რომ ლიხშტაინერი საუკეთესო ტრანსფერია :up:

Gio Darja
12 years ago

უდინეზე კარგ ფორმაშია უფრო ადრიდან ემზადება და ფიზიკურად არ გვაჯობონ საშიშია, აუცილებლად უნდა მოვიგოთ..

Di Francesco # 1
12 years ago

მეც მაგ დროიდა 1 თამაში რაც მახსოვს იტალია-საფრანგეთის ფინალი იყო,და მის მერე ორივეს ვბალეჩიკობ, იუვეს უფრო იმიტო რო ყოველთვის ბევრი იტალიელი თამაშობდა, ახლაც მაგრად გამიხარდა ჯაკერინის მოსვლა, შეიძლება აფელაის დონის არაა მარა თუ მოინდომებს იუვეში თამაშით გახდება ვარსკვლავი

12 years ago

ჩემი პირველი თამაში იყო იტალია ჰოლანდია… :) ტოლდომ რო ხსნა და ხსნა პენლები… და ფინალში უკვე მე და დელ პიერო ერთ ხმაში ვტიროდით…

Di Francesco # 1
12 years ago

delgogua შენ იუვეს ბალეჩიკობა დაიწყე ალბად 10 წლის წინ მარა 4 წელია ჩავარდნა რო გვაQ, მილანის მხარეს ხო არ გადასულხარ? სანამ ჯიჯი მოედანზეა მანამდე მსოფლიოს 1 მეკარეა :italy:

12 years ago

იუვეს ვბალეშიკობ 2000 წლიდან მარა მერე კალჩიოპოლის გამო რო გადააგდეს იუვე მილანს კი არა ინტერს ვბალეშიკობდი… ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ღმერთმა დამიფაროს ნერიაძურის ქომაგობა… თფუი ეშმაკს :lool:

12 years ago

1ჯუვე,
შენ მეუბნები 5 წლისწინანდელ კარგს, მე წლევანდელს. მე ბუფონი თქვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ მიყვარს… მეც ძალიან მიყვარს მარა სიმართლეა და რა ვქნათ…
ikajuve1011,
ბოატენგის დარტყმულის გამო არ ვამბობ მე მაგას, უბრალოდ თუნდაც ტიმის თასზე რო სტორარი იყო ის ამ ბუფონს ჯობია…

12 years ago

ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვი ბუფონზე და მეორედ აღარ შეადარო სტორარის ძალიან გთხოვ.. თორე მართლა ტეხავს – იმ ბურთებს რომლებსაც სტორარი ნახტომებში რის ვაი ვაგლახით იღებს, ბუფონი პოზიციის სწორად შერჩევით ანეიტრალებს. გასაგებია ნაკლებად ეფექტური ჩანს ჯიჯი რადგან სწორი თამაშით ნაკლებად ჭირდება თავბრუდამხვევი ილეთები. მაგრამ ხო არ ბნელა ყველა ყველაფერს ხედავს.

და შენ თუ ფიქრობ რო გუშინდელი ბოატენგის დარტყმული ასაღებთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა მაშინ სხვას ედავე. ჩვენ ვერ მივალთ ერთ დასკვნამდე :no

Di Francesco # 1
12 years ago

del gogoa კარგს რო არ ვივიწყებთ მიტო ვიძახი რო ჯიჯი დღწესაც საუკეთესოა მსოფლიოში და ამას დიდი განხილვა არ უნდა ჭირდებოდეს

12 years ago

ცოტა ხანი რო იჯდება სკამზე მერე უფრო მოვა ხოდზე ჯიჯი… ეხლა უდინეზესთან სტორარი უნდა დადგეს აუცილებლად…

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

არის შენს ნათქვამში ლოგიკის მარცვალი…
მარა ვნახოთ. კონტე გადაწყვეტს

პ.ს.
ისე პირველი თამაში უდინეზესთან სახლში რო
გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა :forza:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

ვინმე გინახია სკამზე დამგდარი ფორმაში შესულიყო?

Di Francesco # 1
12 years ago

del gogoa ბუფონის ის ყვითელი ფორმა რო დადო კარში მაინც აჯობებს გინდა სტორარის და გინდა ნებისმიერ სხვას, ისე სად დაითრია ის ფორმა გუშინ რო ეცვა :chuvak:

12 years ago

Del_Gogua – აუ კარგი რაა, ყველაფერს აქვს საზღვარი. რა სტორარი კაცურად არ გამაგიჟოთ??? ან სად ხედავ ბუფონის უფორმობას, მშვენიერ ფორმაშია. ვერ გავიგე ან თქვენ უყურებთ სხვა იუვენტუსს და ან მე :no

12 years ago
Reply to 

კაი რა… სტორარი რა ბურთებს ხსნიდა ტიმის თასზე უყურებდი? ან როცა ბუფონი არ იყო შარშან, ან რომასთან რო დააყენა დელ ნერიმ რა ბურთები აუღო ვუჩინიჩებს და ბორიელოებს… აბა გადირკულიყო ხო დაგამახსოვრდებოდათ? ასეა კარგს მალე ივიწყებს ყველა

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

რაც მართალი მართალი… მაგარი აჭრილია, გუშინაც ვერ იყო თავის სტიქიაში და იმედია დალაგდება!
ჯიჯი ჩვენი იმედია :juvee:

12 years ago

ვინმე მეწინეააღმდეგება იმაში რო ეს 2 წელია ბუფონს სტორარი ჯობია 10 თავით?

12 years ago
Reply to 

ეს ის ბუფონი აღარაა… მე რო მახსოვს 2006ის მსოფლიომდე და მსოფლიოზე და ცოტა მერეც…

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

ეგეთი ტრავმის მერე უცებ ძირითადში დაბრუნება, დამიჯერე ძალიან ძნელია…

სტორარის სახით კარგი მეკარე გვყავს, მარა ჯიჯი მაინც ჯიჯია

12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ჯიჯი მაინც ჯიჯია მარა თუ იდირკავა თუ გინდა ლევი იყოს იაშინი… სტორარი უნდა დადგეს კარში აუცილებლად…

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

კი, მარა სტრორარის თავში იმის ნახევარი არ აქვს, რაც ჯიჯის აქვს დაროვებული..

გუნდის ლიდერია, დაცვის ლიდერია, კაპიტანია!
დავსვათ სკამზე ხო?
არც დელ პიერო არ ისმახურებს სკამს მგონი, ისე თამაშობს

NEDVEDA11..
12 years ago

უდინეზესთან რომელ საათზე ვთამაშოვთ 28 – ში?

NEDVEDA11..
12 years ago

Chielini-ს კი ფორმის პიკამდე ბევრი უკლია! …

NEDVEDA11..
12 years ago

პირველი გოლი უფრო ლიხშტაინერის ბრალია, ვიდნე ბონუჩის.. არასწორ პოზიციაზე იყო და ვერ ჩაკეტა ზონა, მარა გუშინ მაინც საუკეთესო იყო დელ პიეროსთან ერთად!!!
დე ჩელიემ უფრო ბევრი შეცდომა დაუშვა და მეორე ტაიმში ფერი აღარ ედო სახეზე… 8 დღე დარჩა და მცველი ნამდვილად არ გვაწყენდა.

ველოდები ტრანსფერებს

12 years ago

ჩემი აზრით ლიხშტაინერი საუკეთესო იყო.. მგონი ჯორჯოც შედის ფორმაში.

მარცხენა ფლანგზე მართლა არ ვიცი რა ხდება, აქ თითქმის 80 პროცენტი მომხმარებლების დე ჩელიეს აკრიტიკებთ, მაგრამ მე რასაც ვუყურებ აშკარად კარგად გამოიყურება და ციგლერიც ამოაგდო სასტავიდან.

12 years ago
Reply to 

დი ჩელიეც კარგი იყო და ბონუჩიც არ იყო ცუდი… რასაც მე ვუყურე მეორე ტაიმს მაგრად მიჭედავდა…

არ გამოგრჩეთ

29
0
Would love your thoughts, please comment.x