ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” იმედი მაქვს გოლს პარმას კარში გავიტან ”

გუშინდელი საღამოს შემდეგ , ალესანდრო დელ პიერო , არ გამოიყურებოდა იმედ გაცრუებულად  იმ ფაქტის გამო , რომ მან ვერ მოახერხა გოლის გატანა ახალ არენაზე : ” დღევანდელი ბურთი , პარმასთვის შევინახე .

კაპიტანს მთელი 45 წუთი ჰქონდა თავის გამოსაჩენად გუშინდელ დაპირისპირებაში , თუმცა პირველი გოლი ახალ სუპერ თანამედროვე სტადიონზე , მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ლუკა ტონიმ გაიტანა . ” სიმართლე გითხრათ , ნამდვილად არ დამწყვეტია გული , რომ ვერ მოვახერხე ” ნოთს ქაუნთან ” თავის გამოჩენა . დიდი იმედი მაქვს , რომ ამას პარმასთან შეხვედრაში გავაკეთებ “ . გრანდიოზული ცერემონიის შემდეგ , ” იუვენტუსი ” სერია ა-ს სტარტისთვის ემზადება : ” ვიწყებთ საკმაოდ დიდი ამბიციებით , რადგან დარწმუნებულნი ვართ , რომ იმ შემთხვევაში თუ მოედნაზე მაქსიმალურად დავიხარჯებით , შევძლებთ გრანდიოზული მიზნების მიღწევას და ოცნებების დაწყებას . გასული ჩემპიონატების შემდეგ , უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება სტაბილურად და ვუყუროთ არა სატურნირო ცხრილს არამედ მომდევნო მეტოქეს მატჩიდან მატჩამდე “ . ორი ჩაგდებული სეზონის შემდეგ , კლუბში კვლავ განხორციელდა საკმაოდ დიდი ცვლილებები : ” ბევრი რამ შეიცვალა მართლაც , ფეხბურთელები , მწვრთნელი , პერსონალი , სტადიონი … ამ ცვლილებებმა დიდი ენთუზიაზმი დაბადა გუნდში , რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ყველაფერი სწორედ ამ ეტაპიდან უნდა დავიწყოთ . ყოველ ახალ სეზონს , ახალი წამყვანი ფეხბურთელები და ფიგურები მოაქვს , ჩვენის მხირვ კი იმედი გვაქვს , რომ გამარჯვებებს დავუბრუნდებით ” .

წყარო : Football Italia

28 thoughts on “დელ პიერო : ” იმედი მაქვს გოლს პარმას კარში გავიტან ”

  1. გაიტანს კიდეც ბებერი მგელი რომელსაც თავი ახალგაზრდა გონია და სტიმულს მატებს….იმენა ფორააა იუვე პარმა…მაგრა მგონია დავლეწავთ პარმას :juvee: :forza:

  2. ალექსა იმსახურებს რომ ამ არენაზე პირველი გოლი გაიტანო არ მაინტერესებს როგორ ჯარიმით პენლით თუ ცარიელ კარში მთავარია რომ მას ეკუთვნის ამ არენის პირველი სადღეგრძელო და მან ეს უნდა შექმნას რომ კიდევ დიდი ნაბიჯი გადადგას იუვეს ისტორიაში მე მჯერა ალექსასი მთავარია ძირითადში იყოს თან შეუცვლელად მიდი ალექს ჩვენ შენს გვერდით ვართ არამარტო ამ მომენტში არამედ მთელი სეზონის განმავლობაში.

  3. ერთი იდეა მაქვს, აქ კი არა მოდი სადმე მართლა შევიკრიბოთ თბილისში ვინც ვართ და ლუდით და ამბებით ვუქომაგოთ იუვეს პირველ თამაშზე, თან გავიცნობთ, ჩავეხუტებით და მოვეფერებით ერთმანეთს. :) ოღონდ ასაკის შეზღუდვა +20. ცუდი აზრია?

  4. ————————–ბუფონი——————————

    ლიხა————–ბონუჩი———-კიელივი————–დეჩელიე

    —————————–პირლო—————————-

    კრასიჩი———————მარკიზიო———————–ელია

    ———————————————-მირკო———–

    —————————–კვალიარელა———————–

  5. George

    კი ეგ შემადგენლობა ზუსტად უნდა გადავუაროთ პარმას, 4-0 მოვიგეთ გუშინ დამესიზმრა ყველაფერს ვფიცავარ :lool: შეიძლება ვიდალის მაგივრად მარკიზიო დააყენოს..

  6. ——————–ბუფონი———————

    ლიხშტაინერი—-ბონუჩი—-კიელინი—-დეჩელიე

    კრასიჩი——–პირლო—–ვიდალი——-ელია

    ————მატრი———-ვუჩინიჩი———–

    მოდიიიიიიიიიიიიიიიით :kenwvla:

    1. აი წუხელ ეგეთი სერიოზული შემადგენლობა რომ ყოფილიყო გავანადგურებდით ნოთს ქაუნთს.. მაგრამ არ იყო საჭირო : )

  7. ერტი სული მაქვს როდის მოვა კვირა დღე… თან ადრეა თამაში და აქ შევიკრიბოთ და ვუქომაგოთ ჩვენს იუვეს…
    კარგი სტარტი გვინდა ძმებო… აუუუუ იმენა უნდა მოვიგოოოოთ…

    რთული კალენდარი გვაქვს მაგრამ უნდა გამოვძვეთ, რადგან საფიქრალი მხოლოდ სერია-A გვაქს და შესაბამისად კვირიდან კვირამდე მხოლოდ ამ მატჩებზე ვიქნებით კონცეტრირებულები…
    38 ფინალი გვაქვს სათამაშო :forza:

  8. მე პირადად გასულ სეზონიდან განსხვავებით გაცილებით დიდი იმედი მაქვს.. შარშან ბევრი ტეხნიკური ფეხბურთელი გავუშვით: კამორა, დიეგო, ჯოვინკო, ტრეზეგე.. და ისეთი არავინ მოგვიყვანია ვინც შეტევასი ტეხნიკურ არსენალს გაზრდიდა..

    წელს კი გუნდში მოვიდნენ ვუჩინიჩი, პირლო, ელია(გუშინ დავრწმუნდი). ესტიგარიბიაც მაგარი ტეხნიკურია.

    ვიდალს საერთოდ ნაკლი ვერ ვუპოვე ჯერ : )) ტეხნიკურიც არის,სწრაფიც, მებრძოლიც, კარგი გრძელი პასი, კარგი მოკლე პასი, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მოკლედ ველოდები ამ ბიჭების შეთამაშებას!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.