ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

1993 წლის 12 სექტემბრი

1993 წლის 12 სექტემბერი, ერთი ჩვეულებრივი საფეხბურთო დღე. იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტური – “ფოჯა” 1-1 “იუვენტუსი”. ეს თარიღი ბევრს უმნიშვნელოდ მიაჩნია, ბევრისთვის ეს დღე ჩაიწერა შემდეგი სახელით – “დიდმა “იუვენტუსმა” “ფოჯა” ვერ დაამარცხა”, მაგრამ ეს დღე “იუვენტუსის” თითოეული გულშემატკივრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატომ? შეიძლება ბევრი მიხვდა რაშიცაა საქმე, მაგრამ ვინც ვერ მიხვდა რა ხდება ვურჩევ წაიკითხოს სტატია ბოლომდე და ეს თარიღი დაიმახსოვროს… 63 წუთზე “ფოჯას” ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს, თავი როიმ გამოიჩინა, “იუვენტუსმა” წონასწორობა ზუსტად 5 წუთში აღადგინა საპასუხო გოლი რავანელიმ გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე “იუვეს” მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ სათადარიგო სკამისკენ შეიხედა და ჰაერში გაისმა მისი შეძახილი “ალექს მოედანზე გადიხარ”! და ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე “პადოვადან” შეიძინა “იუვენტუსმა” მოედანზე გამოჩნდა და გამოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები ფაბრიციო რავანელის ნაცვლად. 1993 წლის 12 სექტემბრიდან დღემდე ზუსტად 18 წელი გავიდა და ის ახალგაზრდა ბიჭუნას დღეს მთელს მსოფილიოში უყვართ და აფასებენ, როგორც უდიდესი ფეხბურთელი და უდიდესი პიროვნება, როგორც მოედანზე ასევე, მოედნის ფარგლებს გარეთ. ალბათ მიხვდით, რომ ეს ფეხბურთელი არის ალესანდრო დელ პიერო. ალექს (პინტურიჩიო) ჩვენ შენ გვიყვარხარ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც “იუვენტუსისთვის” და ჩვენთვის გააკეთე. გვიყვარხარ ალექს!

21 thoughts on “1993 წლის 12 სექტემბრი

  1. მე ეს ისტორია არ ვიცოდი რადგან 1994 ვარ………..ადამიანი რომელიც 18 წელი ერთი კლუბის ერთგულია და თან მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოა…………..ამ ადამიანზე როგორ შეიდზლება ვინემ ცუდი თქვას…….დელ პიერო ნედვადი ბუფონი ტრეზეგე და დავიცი ეს ის ხუთეულია ვინც ფეხბურთის სივარული მასწავლა……. :love: :love: :love: :love: :love: :love:

  2. 13 წლის ვიყავი…მაგ დროს დავიწყე ზუსტად იუვენტუსის გულშემატკივრობა… მანამდე მხოლოდ იტალიის ნაკრების 1990 წლის მუნდიალით და ფაბიო კაპელოს იმ დროინდელი უძლიერესი მილანის ბრწყინვალე თამაშით ვტკბებოდი…
    რა მალე გადის დრო… 18 წელი იუვესთან და დელპიეროსთან ერთად… თავისუფლად შემეძლო ეხლა მილანის თავგადაკლული გულშემატკივარი ვყოფილიყავი, მაგრამ სწორედ რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელპიერო არიან ის ფეხბურთელები, ვინც იუვე შემაყვარა…
    :forza:

  3. ეს არის კაცი, რომელსაც ტაში დაუკრეს და ფეხზე აუდგნენ მოწინააღმდეგის ფანები… და ეს მოხდა სანტიაგო ბერნაბეუზე, კამპ ნოეუზე, ოლდ ტრაფორდზე, ენფილდზე, ჰაიბერიზე, მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე, ვესტფალენშტადიონზე, ამსტერდამ არენაზე და სან სიროზე… ამიტ ყველაფერი ნათქვამი…

  4. უნამუსო ვიყო მის გარდა არც ერთი ფეხბურთელი არ მყვარებია და არც შევიყვარებ, არა მარტო მისი თამაში მიყვარს, არამედ მისი ცხოვრება, მისი ადამიანობა.
    თავმდაბალი, უბრალო და ყველასათვის მისაბაძი პიროვნებაა.ტიპი ბოლო წლების ერთ ერთი პოპულარული სახეა იტალიაში და ყვითელ ფურცლებზე არ ჩნდება, მხოლოდ სპორტულ გაზეთებში და იქაც კარგს წერენ მასზე, ტიპი რომელიც უყვართ რეალისა და მანჩესტერის ფანობას (და არა მარტო მათ) მოკლედ მაგარია რა…..

  5. აუ რა მაგარი თარიღია,ამ დროს მე სულ რაღაც 9 დღის ვიყავი და არაფერი ვიცოდი დელპის შესახებ მაგრამ ახლა ეს ადამიანი ჩემტვის ყველაზე დიდი სპორტსმენია…ვამაყობ რომ ვგულშემატკივრობ იუვენტუსს და მის უბერებელ კაპიტანს ალექს დელპიეროს :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.