ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” ჩვენ მებრძოლთა გუნდი ვართ “

არტურო ვიდალს “იუვენტუსში” არსებული კონკურენციის არ ეშინია. ჩილელი ნახევარმცველი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და არაჩვეულებრივი გოლის გატანაც შეძლო. “პარმასთან” ტურინელებმა ადვილი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ამაში წვლილი გულშემატკივრებსაც მიუძღვოდათ: “ ფანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მხარს გვიჭერენ ცუდი თუ კარგი პერიოდის დროს. გუნდში კონკურენციაა, მაგრამ ეს პრობლემად არ მიმაჩნია. აქ ყველას პირველ გუნდში სურს თამაში. ახლახანს ჩამოვედი, თუმცა, როცა ჩემი ჯერი მოვა, დავამტკიცებ, რომ გამოცდისთვის მზად ვარ. როცა მოედანზე გადიხარ, უნდა აჩვენო, რომ მხოლოდ ნახევარი საათის კი არა, მთელი შეხვედრის ჩატარების ღირსი ხარ. ტრადიციის გათვალისწინებით, “იუვენტუსი” მუდამ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს, მაგრამ ჩემპიონატში ჩვენ გარდაც არიან ისეთი ძლიერი გუნდები, როგორიც “მილანი”, “ინტერი”, “ლაციო”, “ნაპოლი” და “რომაა”. გრძელი და დამღლელი ბრძოლისთვის ვემზადებით, მაგრამ ჩვენ მებრძოლთა გუნდი ვართ და მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მიდი ვიდალ :love: :love: :love: ეს ჩემი კაცია!!! მოსვლის პირველივე დღიდან დავრწმუნდი რომ უმაგრესია!!! არანაირი ზამენა.. ძირითადის კაცია ულაპარაკოდ :forza:

12 years ago

მე მაინც მგონია რომ მატრის მიეცემა უფრო მეტი შანსი, ვიდრე კვალიარელას… კვალი მაგარია მაგრამ უფრო დელნერის ტაქტიკაში, ე.წ. მეორე ფორვარდად… მატრი ტიპიური ფორვარდი მგონია…ისე კონკრეტულ გუნდთან მიმართებაში შეირჩევა ტაქტიკები კონკრეტულად იმ თამაშზე ფეხბურთელის მზადყოფნის მიხედვით… არ მგონია კონტემაც რომ ერთი შეამდგენლობა ამოიჩემოს ფაბიო კაპელოსავეთ… ფაბიო კაპელოს ყავდა ერთი შემადგენლობა არჩეული და ყველგან ათამაშებდა იმას (ცვლილებასაც თამაშში მაქსიმუმ ორს აკეთებდა), სხვათშორის უძლიერესი შემადგენლობა იყო კაპელოს იუვე, მაგრამ ლიგაზე იმიტომ ვერ ქაჩავდნენ, რომ სეზონის ბოლოსკენ უკვე ეს ერთი შემადგენლობა ფაქტიურად გადაღლილი იყო რამდენიმე ტურნირზე ერთად. სერია ა-ს კი თავში დაგროვილი ქულები ყოფნიდა სეზონის ბოლომდე და ერთი ორი თამაშის ჩაგდება ტრაგედიას არ ქმნიდა,… Read more »

BESO BARAMIA
12 years ago

იუვეს გენიალური ტრანსფერია არტურო-ამ იგროკის ნუ რარაც საოცრად მაგრად მეიმედება!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :up:
:juvee: :juvee:

NEDVEDA11..
12 years ago

გასაგებია.. ეგაა მაგის პლიუსი და მომენტის კაცია ))

მარა ვისურვებდი რო არ დაგვჭირდეს )
თავზე მატრიც და ვუჩიაც არ შეგვარცხვენენ :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

კონტე თამაშობ ჩვეულებრივად 4-4-2 უბრალო შემადგენლობასი ბევრს ევალება შეტევა და ბურთის კონტროლი
ნახევარ დაცვა არის ამოუცნობი ყველა თამაშში
თავდასხმაში კვალი და მირკო იქნება სტაბილურად

NEDVEDA11..
12 years ago

ხო, თავდასხმაში მეც კუალი-მიკრო მინდა :love:
+ მატრის და ალესაც მიეცემათ შანსი :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ტონიც არ დაგვავიწყდეს :italy:

NEDVEDA11..
12 years ago

ხო მოუწევს სეზონში 2 თამაში :loool:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

არა თუ რამე თამაში არ წაგვივიდა, და ფლანგებიდან ბურთების ჩაწოდება დავიწყეთ მაშინ დაგვჭირდება მაგის თავი, ერთერთი საუკეთესო თავი აქ ევროპაში

Pinturicch10.
12 years ago

4-5-1 უნდა ვითამაშოთ შუაშუ პირლო ვიდალი მარკიზიო მარცხნივ ელია მარჯვნივ კრასიჩი და წინ მირკო :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to  Pinturicch10.

და კუალი და მატრი ორივე სკამზე?
გამორიცხულია (ჩემი აზრით რა თქმა უნდა)
ვინმე სკამზე თუა დასაჯდომი, ეს კრასიჩია :chuvak:

12 years ago

პირლო სხვა ფიგურაა და ამას და მარკიზიოს შორის მაგარი კონკურენცია წავა… თუ რათქმაუნდა რამე სხვა ამპლუა არ მოუძებნა რომელიმეს კონტემ… თუმცა მე მაინც შესაძლებლად მიმაჩნია ამის და მარკიზიოს ერთად თამაში…

NEDVEDA11..
12 years ago
Reply to 

ფლანგზე მაშინ და კრასიჩი ბაი-ბაი :chuvak:

NEDVEDA11..
12 years ago

ჯერ გადახტით და ჰოპ მერე!

ფორცა იუვე :forza:
გრანდე იუვე :juvee:

12 years ago

მაგარი კაციაააა ძააააან … იუვეს ნახევარდაცვის აწმყო და მომავალი … ლიგის მოგებაში დაგვეხმარება 2014 წლს … :forza:

tsotne tsertsvadze
12 years ago

რომა გამოაკელით არაფრის გამკეთებელი არაა მაგი გუნდი, ფიორენტინა კი წელს უფრო კარგად ითამასებს : ))

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x