ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “ყოველთვის მოტივირებულნი უნდა ვიყოთ”

კვირას გამართულმა მატჩმა “იუვენტუსის” გულშემატკივრებს დიდი სიხარული მოუტანა.4 გატანილი გოლი, ხარისხიანი ფეხბურთი და  ერთი დაუვიწყარი მომენტი.”პარმას” ფორვარდი, სებასტიან ჯოვინკო საჯარიმოში შეიჭრა და კარში დარტყმისთვის მზად იყო, როცა საოცრად ტექნიკურად აართვეს ბურთი.ეს ანდრეა ბარძალის შესანიშნავი თამაში იყო, რომელიც შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობს და იწყებდა კიდეც სწრაფ შეტევებს : “მინდა დავამტკიცო, რომ იუვენტუსში თამაშის ღირსი ვარ.ვარჯიშზე მონდომებით ვშრომობ, მაგრამ ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს.გასახდელში შევედით თუ არა, მწვრთნელმა გამარჯვებისთვის მადლობა გადაგვიხადა და შეგვაქო, ამით ყველაფერი დასრულდა.მიმდინარე კვირა ისევე ჩავატარეთ, როგორც გასული თვეები.წინა დღეები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა : ახალი სტადიონის გახსნა, პირველი გამარჯვება, მაგრამ წინ დიდი გზაა გასავლელი.სიენა ? – გასულ სეზონში უამრავი ქულა იმ გუნდებთან დავკარგეთ, რომლებიც შედარებით სუსტებად ითვლებიან.ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია.წინა წელთან შედარებით ჩვენი მენტალიტეტი შეიცვალა, დიდი მუშაობა მოგვიწევს, რათა ჩვენ იუვენტუსი გამარჯვებების გზაზე უნდა დავაყენოთ.

წყარო : Juventus.com

2 thoughts on “ბარძალი : “ყოველთვის მოტივირებულნი უნდა ვიყოთ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.