ძოლა : “კონტეს რომ ტევესი ჰყავდეს…”
როგორც სჩანს, ტურინის “იუვენტუსის” კარლოს ტევესისადმი ინტერესი უფრო და უფრო რეალური ხდება.27 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ “სიტის” დატოვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებს და ჯუზეპე მაროტა არგენტინელის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს.Daily Mirror – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა სულ მალე ქალაქელებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, რომლის თანახმადაც ბიანკონერები ტევესს არენდით აიყვანენ, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.
ბოლო დღეებია პრესა ტევესს “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებს, ამ თემას კი იტალიური ფეხბურთის ერთ ერთი ლეგენდა, ჯანფრანკო ძოლა გამოეხმაურა : “ტევესის ყიდვით იუვენტუსი საოცრად გაძლიერდება.მიყვარს ბებერი ქალბატონი და მსიამოვნებს, რომ ამ გუნდს ანტონიო კონტე წვრთნის.ის ძლიერი სპეციალისტია და ყურადღებას ტაქტიკურ მონახაზებზე ამახვილებს.მას რომ ტევესი ჰყავდეს…”
“დანამდვილებით შეუძლებელია ვთქვა, რომ ტევესის სიტუაციაში მხოლოდ მანჩინია დამნაშავე.კარლოსი ნამდვილი ჩემპიონია და მას თამაში უნდა – ეს ცალსახაა.არგენტინელი მებრძოლი ხასიათისაა და მისი გაფორმებით იუვენტუსი სერიოზულად იბრძოლებს სკუდეტოსთვის.ევროპაში ხმაურიანად დასაბრუნებლად კონტეს გუნდს უმაღლესი დონის მოთამაშე სჭირდება, ტევესი სწორედ ასეთია.“
წყარო : Tuttojuve ; Football Italia
მაგარია ტევესი.
984–1986 Nuorese 31 (10)
1986–1989 Torres 88 (21)
1989–1993 Napoli 105 (32)
1993–1996 Parma 102 (49)
1996–2003 Chelsea 229 (59)
2003–2005 Cagliari 74 (22)
Total 629 (193)
ხალხნო ძოლა როგორ არის იუვეს ლეგენდა???? არ უთამაშია იუვეში
ეს გვჭირდება აუცილებლად ქალიშვილი მატრი და ვუჩინიჩი გადააგდეთ
გადმოიყვანონ არენდით, მებრძოლი ფეხბურთელია, ჭირვეულობას კი კონტე მიხედავს. გახედნის

რავი მგონი ჯობს იყოს. მებრძოლი ტიპია, მაგრამ ჭირვეული. გუნდში სიტუაცია არ არიოს
ტევესი რაგაც არასტაბილური ტიპიაა… რავიცი რავიციი
ტევესი და სკუდეტო ჩვენია ფაიზაღი რა

ვისაც ესმის ფეხბურთი მას უნდა რომ ტევესი იუვეში გადმოვიდეს!
მერე პირლოზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული მთლიანად…
ტევეზის ფოტოც დაგიყენებია უკვე
მეც მინდა რომ მოვიდეს ორონდ არენდიტ! თუ რამე და რომ გაატრაკებს აუშვებენ სახლში
ყველას ფალკაოს მოსვლა მირჩევნია მე როგორც ასეთი მარა …
არც ესარის ცუდი, დაჟე ძალიან კაია თუ მოვიდა გამოგვადგება
აუ ეს მოვიდეს და გადავხევთ ყველას შუაზე. სწორია ეს კაცი ტამაში უნდა. იმ მოძალადე ჯეკომ უნდა ითამაშოს და კაპიტანი სკამზე უნდა იყოს? მოდი ტევეზ მოდი.
აგეროს ეს 2 თავით ჯობია
ისე მართლა ამაური და კვინტა იღებენ იმდენს ამას რომ ეყოფა და დაჟე შეიძლება მოგვრჩეს და საერთოდ თუ ვერ გაყიდიან კონტრაქტი მაინც გაუწყვიტონ და ტევესი სასწრაფოდ გადმოიყვანონ… ისე კი არენდა და მერე 30 მილიონით უეჭველი ვითრევთ კარლოსსს…. მაგრად მინდა იუვეშიიი უეჭველი დელპის წასვლას მერე ცოტათი მაინც ვეღარ ვიგრძნობთ
მაროტა იმედია ბოლო მომენტში პელისიერს არ ამჯობინებს
აუ მაგრად მინდა მკაცრი მწვრთნელი უნდა სწორედ ისეთი როგორც კონტეა ძალიან გამოგვადგება კარლიტო, მებრძოლი, ტექნიკური და გოლის საოცარი ალღოს მფლობელი..იაკინტა, ტონი და ამაური წავიდნენ, ტევესი მოვიდეს არენდით
აუ როგორ მინდა ტევესიიიიიიიიიიიიიი აი საშინლად… აგუეროც მინდოდა მარა არ იკადრა ბიჭმა….
ვეთანხმები ძოლას ტევესი რომ გვყავდეს ნებისმიერ გუნდს გავხევდით შუაზე თან მაგარი ძლიერია ფიზიკურად და დაჟე დარწმუნებული ვარ ეგ რომ ვითრიოთ იბრა მონაგონი იქნება სერიააში…
კარლიტოს გულით და სულით მივესალმები შენს გაბიანკონერებას… 
ეს უნდა გადმოვიდეს და ტონი, იაკინტა და ამაური უნდა წავიდეს