ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სორენსენს ოპერაცია ჩაუტარდა

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა მცველს, ფრედერიკ სორენსენს დღეს დილით გატეხილი ცხვირის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.დანიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მიიღო და იძულებულ იქნა, ტურინში დაბრუნებულიყო.

ოპერაცია “კიავასოს” კლინიკაში ჩატარდა, მთავარი ექიმი პროფესორი ლიბერო ტუბინო გახლდათ.ფეხბურთელი კლინიკიდან შუადღეს გამოწერეს.სორენსენი ვარჯიშებს ოთხშაბათს დაუბრუნდება, თუმცა იგი სპეციალური დამცავი ნიღბით იასპარეზებს.

წყარო : Juventus.com

8 thoughts on “სორენსენს ოპერაცია ჩაუტარდა

  1. სორენსენი კალიბრით არის ცენტრალური.მისი ფლანგზე თამაში ნუ რავიცი და რაც შეეხებაამის ნიჭიერობას ვერ დაგეთანხმებით დღევანდელი ამის დონე ფიზიკური სიმაღლის გრძელი ფეხებისა და მონდომების დამსახურებაა.

  2. მე სორენსენს მოედნის ცენტრში ვხედავ.. გასაგებია მარჯვენა მცველადაც წაგვეხმარა შარშან, მაგრამ თუ უნდათ ეს ბიჭი გახსნან აუცილებლად ცენტრში უნდა ათამაშონ. მე დიდი იმედი მაქვს რომ მალე ანახებს თავის კლასს, ერთი რამე უკვე დავინახე მასში – მისთვის ასეთი სიტყვა დანებება არ არსებობს, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.. ისე როგორც იუვენტუსის ფეხბურთელს ეკადრება

  3. კიდო კარგი ცხვირი გაიტეხა და სხვა რამე არ გაიტეხა :chuvak:

    ნიჭიერი მცველია, დიდი მომავალი აქვს– თუ მისცეს თავის გამოჩენის შანსი. იტალიის თასზე მაინც ათამაშონ :juventus:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.