ლეონარდი : ” ჯიოვინკო არ დატოვებს კლუბს იანვარში ”
” პარმას ” წარმომადგენლების განცხადებით , სებასტიან ჯიოვინკო არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . შეგახსენებთ , რომ ” ატომური ჭიანჭველა ” , ამ ეტაპზე ორი კლუბის თანამფლობელობაში იმყოფება . პიეტრო ლეონარდიმ ამასთან დაკავშირებით Sky Sport Italia – სთან ისაუბრა : ” გამოვრიცხავ ჯიოვინკოს იანვარში გადასვლას ტურინის ” იუვენტუსში ” . ბიანკონერისთან მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დავილაპარაკებთ . დღევანდელ დღეს კი ის ჩვენი კლუბის წამყვანი ფიგურაა , რომლითაც არა ერთი გამორჩეული კლუბია დაინტერესებული . მაგრამ , უდიდესი სურვილი გვაქვს , რომ მისი ტალანტით ” პარმას ” გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში დატკბეს . ჩვენ , დიდი იმედები დავამყარეთ სებაზე , მივეცით მას ყველაფერი იმისთვის , რომ თავი საკუთარ სახლში ეგრძნო , ეხლა კი უკვე ჯერი თავად ფეხბურთელზეა “ .
წყარო : Football Italia
ეს ერტი წელი დარჩეს რო ყველა საბოლოოდ დაარწმუნოს მის ძალაში,
ძალიანაც კარგი

ეე დაბრუნდეს რა იუვეში ტო გამიხარდება :(
სამთარში ეს თუ მოიყვანენ დაგვხატავს…. მაგრამ არამგონია საერთოდ დაბრუნდეს,.. არაუშავს ამაძე ათჯერ უკეთესის შოვა შეილება… მაგრამ უფასოა და მაგ პონტში კაია