რატომ არ წავიდა პეპე “ზენიტში” ?
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სიმონე პეპე მის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ ზაფხულში ის “ზენიტში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. ფეხბურთელის თქმით მას “იუვენტუსში” დარჩენა ანტონიო კონტემ ურჩია. “ჩემი ბოლო წარმატებები განპირობებულია იმით, რომ მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები, ვცდილობ მწვრთნელის დავალებები შევასრულო და ძალიან მონდომებული ვარ. ზაფხულში როდესაც პრესაში ჩემი “ზენიტში” გადასვლის შესახებ დაიწერა, კონტემ მითხრა: “არსად არ წახვიდე”. ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მივხვდი რომ “იუვენტუსში” საჭირო ფეხბურთელი ვიყავი” – განაცხადა პეპემ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ლუჩიანო სპალეტის “ზენიტი” ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს იხდიდა, მაგარამ საბოლოოდ “იუვენტუსისგან” უარი მიიღო.
cariela mondomebaa, magram ise indomebs, rom sachiroa
უთხრეს– გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ხარო და მოინდომა კაცმა.
როდესაც სულ გაკრიტიკებენ, ვერც უმატებ და არ გამოგდის თამაში, ეგ ასეა
ფეხბურთში რომ მთავარი ტექნკა არ არის ეს კაცი ამტკიცებს მაგას.
ეს ხო იყო უკვე?
მარა კაი იყოს პეპე იმსახურებს
საჭირო კაცია მოედანზე, კარში არ დგება თუარა, დაცვის ფლანგზეცაა ცენტრშიც, ნახევარდაცვაშიც ასევე და წინა თამაშში ცენტრფორვარდადაც ვნახეთ
მე მაგრად მევასება როცა საჭიროა მცველებს ეხმარება როცა შანსი აქ გააქ ან საგოლე პასს აკეთებს .. არაფერს ისეთს არ შვება რო ცუდი ითქვას ამ ფეხბურთელზე რამე.
ამართლებს კონტეს მოლოდინებს ეს კაცი რას ერჩით მაგარია ძან.