ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლეჩე” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

სერია A, ტური 17

დრო : კვირა, 8 იანვარი, 18:00 სთ ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “ვია დელ მარე”, ლეჩე ( 36 285 )

“ლეჩე”

  • გასულ სეზონში, მანამ, სანამ “ლეჩე” ბიანკონერებს საკუთარ მოედანზე დაამარცხებდა, ტურინელებს ზედიზედ 6 მატჩში ჰქონდათ გამარჯვება მოპოვებული.
  • მიმდინარე სეზონში “ლეჩეს” საკუთარ მოედანზე არ გაუმარჯვია, სახლში მათ მხოლოდ 1 ქულა აიღეს.
  • ბოლო 10 შეხვედრაში “ლეჩეს” ფეხბურთელები მუდმივად უშვებენ გოლს.

“იუვენტუსი”

  • “იუვენტუსი” ევროპის მასშტაბით ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად ასპარეზობს.
  • ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში ბიანკონერებმა ფრედ ითამაშეს.
  • ანტონიო კონტე მწვთნელის რანგში პირველად თამაშობს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

“ლეჩე” – ჯანდონატო და ფალკონე ტრავმირებულნი არიან.

“იუვენტუსი” – ბიანკონერებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე დაიმატეს მარკო ბორიელო.

მთავარი გმირები

“ლეჩე” – ბოლო ტურში, “ინტერის” წინააღმდეგ მურიელმა შესანიშნავი გოლით დაგვამახსოვრა თავი.ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია.

“იუვენტუსი” – სიმონე პეპე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.იტალიელ ნახევარმცველს მნიშვნელოვან მატჩებში გააქვს გოლები და დამაჯერებლად ასპარეზობს.ფლანგზე მის წინააღმდეგ ახალგაზრდა ბრივიო ითამაშებს, რომელსაც წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს სიმონეს შეჩერება.

სავარაუდო შემადგენლობები

“ლეჩე” ( 3-5-2 ) – ბენასი; ოდო, ტომოვიჩი, ფერარიო; კუადრადო, ჯაკომაცი, ობოდო, ოლივიერა, ბრივიო; მურიელი, დი მიკელე

“იუვენტუსი” ( 4-3-3 ) – ბუფონი; ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; მარკიზიო, პირლო, ვიდალი; პეპე, მატრი, ვუჩინიჩი

პროგნოზები

სკუდეტოსთვის ბრძოლაში იუვენტუსისმთავარი კონკურენტი “მილანია”, ბიანკონერები ვალდებულნი არიან სამი ქულა აიღონ და როსონერის წინ გაჭრის შანსი არ დაუტოვონ.

სავარაუდო შედეგი

“ლეჩე” 0-3 “იუვენტუსი”

ტვ – ტრანსლაციები

NTV + Football 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

NTV + Football HD 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

GMG სპორტი 1 18:00 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

145 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
13 years ago

ყველაზე სუსტ გუნდს ვეთამაშებიტ უნდა მოვიგოთ რა :-|

giorgi
13 years ago

კიდე ქულის დაკარგვა და მილანი წავა წინ… უნდა მოიგონ.. ამასთან განაკუთრებით :bicho:

Di Francesco # 1
13 years ago

კონტე ლეჩელია და განადგურებას ატუნდა ველოდეთ, მთავარია მოვიგოთ
ჩეზენა ისე უბერავს მემგონი არ წააგებენ

jjj jjj
13 years ago

გაგვიჭირდება ცოტა. რახანია არ მოუგია ლეჩეს და მაგარი მონდომებულები იქნებიან თან სახლში თამაშობენ :forza:

ოქრო ჩხიკვაძე

მარკოზ ასეთი მეთოდების გამოყენება არ შეიძლება.

13 years ago

ისე გასვლით მატჩებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და აღფრთოვანებული ვარ იუვეს შედეგებით
– ინტერი და ლაციო გავაკარით ბეჭებზე, არ წავაგეთ სანპულოზე(არნახულად ძლიერ ნაპოლისთან) რომა ბეწვზწ გადაგვირჩა. პრინციპში უდინეზესთანაც მძლავრად ვითამაშეთ(მატრის ქონდა ჩავარდნა)

13 years ago

იმედია ბევრს არ გვანერვიულებენ დღეს!!! დავიჯერო ალ ჰილალზე ბევრად ძლიერი გუნდია ლეჩე?? :D

Di Francesco # 1
13 years ago

აუ დაფრინავს ტოტო :yeah: :achuu:
განაცხადი კიდე არაა?

dato grdzelishvili
13 years ago

ბორიელო არი განაცხადში თუ იცით?

gio markoza
13 years ago

არ არის,ალბათ კალიარისთან უკვე იქნება განაცხადში ბორიელო

dato grdzelishvili
13 years ago
Reply to  gio markoza

araaq ufleba tu ra pontshi?

aka82
13 years ago

იუვეს შემადგენლობას ბოლომდე მალავს კონტე? :D ამდენი ხანი არასდროს გაწელილა შემადგენლობის დასახელება.

Z u R a noniashvili
13 years ago

მირკო ძალიან ბევრს შრომობს და აკეთებს ყველაფერს იუვესთვის,თამამად ვამბობ რომ მირკოს ტრანსფერმა გაამართლა.დღეს იმედია გაიტანს.ასევე იმედი მაქვს რომ დელპოს ვიხილავ მომენატრა :) :forza:

gio markoza
13 years ago

ოქრო მოტეხილი ხარ გუნდიდან :D :D :D სულ ამაზე როგორ შეიძლება ვიკამათოთ? ვუჩინიჩზე მაგარი გუნდში დღეს აარვინ გვყავს:))

ოქრო ჩხიკვაძე
Reply to  gio markoza

მარკოზ ასეთი მეთოდების გამოყენება არ შეიძლება

Di Francesco # 1
13 years ago

დათკა
თუმცა არც მაგი არ ეშლება და პირლოსთან ერთად ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია გუნდში
მირკო რომადან მოყოლებული მარცხენა შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და ჩემთვის ნახევარმცველი უფროა ვიდრე ტავდამსხმელი
თავდამსხმელად თამაშობს ნაკრებში

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

კი მართალი ხარ . მირკო რომაშიც არ იყო გამოკვეთილი ფორვარდი . ძირითადათ ფლანგებიდან იწყებდა ხოლმე შეტევას . ეგ რო მკიდია ტიპი არ იყოს ვაფშე ბომბა იქნებოდა . მაგრამ ეგ მკიდიობაც უხდება რა , თავისებური ჩუვაკური სტილი აქვს :chuvak:

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  Dutch

ხო რაღაცნაირად მარტივათ უყურებს რასაც აკეთებს, კაცის მოტყუებაზეც ჩვეულებრივად მარტივად მიდის ფინტების გაკეთებაც უყვარს ხანდახან
მოლედ თავიდანვე იუვეში რო მოხვედრილიყო უკეთესი იქნებოდა მარა ახლაც არაა გვიან
დღეს უნდა გაიტანოს უკვე დროა

| Newsphere by AF themes.
145
0
Would love your thoughts, please comment.x