პრანდელი : “ბუფონი იტალიის ნაკრების კაპიტანია”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი სკუადრა აძურას გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი გუნდის კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონია : “ჯიჯის კაპიტნის სამკლაური არავითარ შემთხვევაში არ ჩამოერთმევა.გაკვირვებული ვარ, რომ შეხვედრის შემდეგ ობიექტურად არცერთ ფეხბურთელს არ უსაუბრია.სამი დღის შემდეგ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია საბოლოოდ გადაწყვიტოს, იყო თუ არა გოლი, მაგრამ მატჩის მსვლელობისას მსგავსი საქციელები, როგორიც ფეხბურთელებმა ჩაიდინეს, არასწორია.”
“ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და მინდა ტურნირზე მომზადებული გუნდი ჩავიყვანო.უახლოესი სამი თვე სკუადრა აძურასთვის მართლაც გადამწყვეტი იქნება.ბალოტელი ? – პირადად მე, მარიოს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვთვლი, მაგრამ მისი თამაშით მან უნდა დამიდასტუროს, რომ ნამდვილი პროფესიონალია.არ მინდა კიდევ ვიხილო მისი რეაქციები მეტოქის მიერ თამაშის წესის დარღვევაზე.ბალოტელიმაც და ოსვალდომაც შესანიშნავად იციან ჩემი ტელეფონის ნომრები, მათგან ზარს ნებისმიერ მომენტში ველი.”
“სეზონის დასაწყისიდან მხარს ლუის ენრიკეს და მის “რომას” ვუჭერ.ნაკრების შეკრებაზე დაგვიანება – დე როსისგან არასწორი საქციელია.თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია, წესებს დაემორჩილოს.” – განაცხადა პრანდელიმ.
ნომერ პირველი მეკარე. სუპერ ჯიჯი

მექსესი რა საცემი იყო !!! და ვან ბომელიც !!!
მოკლედ დიდი ომი დაიწყო ტურინი – მილანი
პოსტერის შეცვლა მოგიწევს მილანის ფორმაც უნდა იყოს მანდ )))))))))
ამათი მართლა მაიმუნი და ძალად მაფიოზი დედა ვატირე რა…მარტო მექსეს მისცეს 3 თამაშიანი დისკვალიფიკაცია…
JuveFanGiusHa
არა ბუფონს არავინ აბრალებს, ეს როგორც სჩანს მილანის ფეხბურთელებზეა მაგრად გაბრაზებული, არც მექსეს და არც მუნტარის ერთი სიტყვაც არ უთქვამთ იმ საშინელი ეპიზოდების შესახებ, მარაზმი იყო ტო მოკლეს ბორიელო და ლიხტშტაინერი..
მექსემ სამმატჩიანი აირტყა როგორც სჩანს..
რა მარაზმიააააა !!! ვინც ბუფონს აბრალებს ამ ეპიზოდს მე იმათიიი !!! კაცმა სასწაული ბურთი გამოაძროოო პირველიიი ! და ვინცკ იდე მისთვის კაპიტნობის ჩამორთმევა მოითხოვა იმათიც !!!!!!!!!!!!