ანტონიო კონტეს წინასამატჩო კომენტარი
ანტონიო კონტეს მტკიცებით, “ბიანკონერები” მაქსიმუმის გაღებას განაგრძობენ და ხვალინდელ მატჩშიც მოედანზე მხოლოდ სამი ქულისთვის გავლენ. ჩემპიონატი ნელ-ნელა კულმინაციას უახლოვდება და ახლა ყოველ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, “ბებერი ქალბატონი” “მილანის” მსგავსად, 54 ქულას დააგროვებს…
” “ბოლონიასთან” შეხვედრა ჩვენი შემდეგი გამოწვევაა და ამდენად, თავადაც ვხვდებით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანიც. იგივე ითქმის “ჯენოასთან” დაპირისპირებაზეც. მაქსიმუმის გაღებას გავაგრძელებთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს სეზონის ბოლოს. ”
” არ მესმის, რატომ შეიძლება ვინმემ ცხვირი ჩამოუშვას, ჩვენ ხომ ბრწყინვალე ჩემპიონატს ვატარებთ. აქამდე ძალების მაქსიმუმს ვხარჯავდით და ისევ კონკურენტუნარიან გუნდად ვიქეცით, ჩვენს მეტოქეებს ისევ ეშინიათ ჩვენი და ჩვენს დასამარცხებლად 150% -ით იხარჯებიან. ასე რომ, დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზს ვერ ვხედავ, პირიქით, უნდა ვამაყობდეთ, რასაც მივაღწიეთ. ”
” კიელინისა და ბარძალის ტრავმა მთლიანი გუნდის სიძლიერის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. არჩევანის ქონა კარგი იქნებოდა, მაგრამ სულ ექვსი მცველი მყავს, მათგან ორი კი დაიმტვრა, შესაბამისად უკანა ხაზში ბონუჩის, კასერესის, დე ჩელიესა და ლიხტშტაინერის გამოყენება მომიწევს. დარწმუნებული ვარ, კარგ თამაშს ითამაშებენ, ისევე, როგორც მთელი გუნდი.”
” ელია? ის შემტევი ვინგერია და მარცხენა ფრთაზე ურჩევნია თამაში. იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად განივითარა სათამაშო უნარები. ჰოლანდიელი “კიევოსთან” შეხვედრაში სკამზე იჯდა, ეს ნიშნავს, რომ უკვე მზადაა მოედანზე გამოსასვლელად. ელია ჩემი ფარული ჯოკერია. ნახავთ, როცა გადავწყვეთ მისი ბანქოს სათამაშო მაგიდაზე ჩამოსვლას. 4-3-3 -ში ადვილად ჯდება, მაგრამ სირთულეები მაშინ წარმოიქმნება, როცა უკან სამი მცველი გვყავს. ”
” რაც შეეხება ვუჩინიჩს, ის გუნდში ინდივიდუალურად მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელია. ხშირად ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას, მაგრამ მის მიმართ დიდი რწმენა მაქვს. ჩერნოგორიელს შეუძლია, ჩვენთვის ფუნდამენტური ფიგურა გახდეს. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
3:0 ვიგებთ
არმგონია სასტავიში დაცყებინოს მარა მეორე ტაიმში გვინდა ელჯერო

ელია მაგარი კაცია, მალე ძირითადის ფეხბურთელი გახდება და მერე ჯოკერიც იქნება, ტუზ კოზირიც და დამა ყვავიც

რომასთან კვალის რა პასი მისცა მარა რად გინდა..

მე მჯერა შენი ანტონიო

აუ ამას 25 ტური ველოდი და მეღირსა მგონი. ჯოკერიო აუ რა გამიხარდა თან ჯეკრით თამაში სულ ასწორებს ვზვიატკების დადზახება არ გიჩირს

ვის ელოდებოდით? ელიას…….:D:D:D:D მაგრად ვგადაობ მაგ ფეხბუთელზე როგორ შეიდძლება რამე იმედი დაამყარო იუვეს გულშემატკივარმა კაცს მთელი სეზონია ერთი თამაში არ აკვს ნათამაშები………:D:D:D http://www.youtube.com/watch?v=FiBQ7RL1O3c&feature=related აი ვის იმედზე ვარ მე პირადად და მჯერავს ამ კაცის ბოლომდე და ეს ვისაც შემოიყვანს იმას იმედი მეკნება მეც……:) ფორცა იუვე…….!!!!!!!!!!!!!
უძლიერესია ელია და ამას არ ჭირდება ზედმეტი ლაპარაკი