ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუკურედუ ” ფიორესთან ” მოახლოებულ მატჩზე საუბრობს …

ანჟელო კუკურედუ , რომელიც წლების წინ ტურინის ” იუვენტუსის ” ღირსებას იცავდა , კლუბის დღევანდელ სიტუაციაზე და ” ფიორენტინასთან ” მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს …

გენუაში , ადგილობრივი ” ჯენოას ” წინააღმდეგ , ბებერი ქალბატონი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა . დასანანი რათქმაუნდა ის იყო რომ მათ ვერ მოახერხეს გოლის გატანა ..

” კვირას გამართულმა მატჩმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა . მიუხედავად იმისა , რომ იუვეს უკვე დიდი ხანია არ მოუგია , ამ ყველაფრის მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობას მივაწერ ” .

საუბრობს თუ არა ეს იმაზე , რომ ბიანკონერის მსაჯები ჩაგრავენ ?

” ორი აზრი არაა , რომ გუნდს დღეისათვის არ უდგას კარგი დრო . თუმცა , არ დავეცემოდი იქამდე , რომ ამაში კონკრეტულად სამსაჯო კორპუსი დამედანაშაულებინა . რაც არ უნდა იყოს არბიტრები ნეიტრალურად მოქმედებენ ორივე გუნდისთვის ” .

გახდება თუ არა კონტეს აგრესიული გამონათქვამები მსაჯების შესახებ , დამატებითი პრობლემა გუნდისთვის ?

” ვფიქრობ , რომ არა . ბოლოს და ბოლოს არის ვინმე ვინც კმაყოფილია მათი მუშაობით ? ყოველთვის იყვნენ ისეთები რომლებიც ნეგატიურად საუბრობდნენ მათზე . მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ეს ” იუვენტუსია ” , გუნდი რომელსაც საკუთარი სტილი და დიდსულოვნება გააჩნდა ყოველთვის . ამიტომ არ ღირს პოლემიკაში შესვლა , ეს არაფერს მოიტანს ” .

როგორი მატჩი ელის გუნდს ფლორენციაში ?

” ჯენოასთან ” შედარებით ეს იქნება ბევრად უფრო რთული დაპირისპირება. დელიო როსისთვის ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა აქვს , რადგან ფლორენციაში ერთ ერთი ყველაზე საძულველი მეტოქე ” იუვენტუსი ” იასპარეზებს . სწორედ ამიტომ მოედანზე ბებერი ქალბატონისთვის არცთუ ისეთი სასიამოვნო ატმოსფერო იქნება ” .

იოვეტიჩი გამოტოვებს ამ მატჩს …

” უდიდესი პლიუსია ეს კონტეს გუნდისთვის . ჩერნოგორიელი ფლორენციელთა სული და გულია და მის გარეშე დელიო როსის სერიოზული პრობლემები შეექმნება .

ფიორენტინაში იუვენტუსიდან გადახვედით 81 წელს …

” ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას . იუვესა და ფიორეს შორის , დაპირისპირება ჩემი ტრანსფერის შემდეგ , ზუსტად 1 წელიწადში დაიწყო . მაშინ ჩემპიონობისთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა ” …

მილანისგან ელოდებით კიდევ რაიმეს ?

” ყოველთვის მჯეროდა ჩემი გუნდის . რაც არ უნდა იყოს ყოველთვის ” იუვენტუსად ” დავრჩებით და არ ღირს ამის დავიწყება ” .

წყარო : TuttoJuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

d a v i d

თუ კიარა დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეუძლია იმას გააათმაგებს, ოღონდ იუვეს “დაუმტკიცოს” რამე… თანაც იუვეს კარში ყოფილი იუვენტუსელები გოლებს არ ერიდებიან, უბრალოდ არ აღნიშნავენ ;-)

d a v i d
13 years ago
Reply to 

და აქ რა კომენტარები წავა მის მიმართ :lool: :lool: :lool:

Gela Labadze
13 years ago

გთხოვთ ყველას თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და მომცეთ ხმა
თხოვნა იქნება რო გააზიაროთ

:kenwvla: :forza: გელა ლაბაძე :forza: :kenwvla:

ყველას დიდი მადლობა
http://www.facebook.com/questions/307026076028958/

d a v i d
13 years ago

ამაურიმ თუ გაიგიჟა ტავი ნახეთ სეირი ტქვენ მერე :lool: :lool:

13 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x