“ფიორენტინა” 0-5 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…
ბუფონი 6.5 – რომ სცოდნოდა, “ფიორენტინა” მის კართან ვერაფრის შექმნას მოახერხებდა, ალბათ ფლორენციის ქუჩებში გაისეირნებდა.შესანიშნავი რეაგირება მოახდინა ლაცარის დარტყმულზე.
ლიხტშტაინერი 6.5 – თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ვარგასს მის ფლანგზე პრობლემები არ შეუქმნია.
კასერესი 6.5 – მაშინ, როცა “ფიორენტინა” 0-2 მარცხდებოდა, მოედნის ცენტრში შეცდომა დაუშვა და იებს კონტრშეტევის შანსი მისცა, სხვა შემთხვევებში კი დამაჯერებელია, იგებს ყველა საჰაერო ბრძოლას.
ბონუჩი 7 – შესანიშნავად ლიდერობს დაცვას, არცერთი შეცდომა არ დაუშვია.
დე ჩელიე 7 – თამაშობს ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად.უსაქმოდ ტოვებს ჩერჩის, ამ უკანასკნელს კი ნერვები ღალატობს და წითელ ბარათს იღებს.
ვიდალი 7.5 – შესანიშნავად იწყებს გუნდის შეტევებს, შემდეგ კი თავად გააქვს გოლი.დაახლოებით სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება როგორც ცენტრალური ნახევარმცველი.
პადოინი ( 69 – ე წუთიდან ) 6.5 – შესანიშნავად ერთვება თამაშში და გააქვს ბიანკონერების მაისურით სადებიუტო გოლი.
პირლო 7 – იდეალურად თამაშობს როგორც არამხოლოდ პლეიმეიკერი, არამედ როგორც ბომბარდირი.
მარკიზიო 7 – 8 დეკემბრის შემდეგ პირველად გააქვს გოლი.გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.
პეპე 6.5 – გოლი არ გაუტანია, თუმცა დაკისრებული სამუშაო პირნათლად შეასრულა.
მატრი 6.5 – შესანიშნავი იანვრის თვის შემდეგ ატარებს მესამე მატჩს გატანილი გოლის გარეშე.
კვალიარელა ( 59 – ე წუთიდან ) – 6.
ვუჩინიჩი 8 – მას 15 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ გაერტყა ძელს და გაეტანა გოლი.ამის შემდეგ მირკო ასისტენტის მოვალეობებით დაკავდა, გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.
ბორიელო ( 69 – ე წუთიდან ) – 6.
კონტე – 8.
ეეე ვიდეო რატო არ დევს გოლების????
მირკო კარგი გვყავს
წინაზე მირკოს აგენტის ინტერვიუ რო დაიდო საიტზე კი შეამკეთ ლამაზათ და ეხლა გახდა მაგარი იგროკი ???
ეს რო გამოკვეთილ ფოვარდათ თამაშობდეს და ძალიან ბევრ შავ სამუშაოს არ ასრულებდეს გომესზე მეტს გაიტანდა, მაგრამ ჩემთვის ისევე როგორც მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე იუვეს ბალეშიკისათვის მთავარი გუნდის შედეგია და მირკო 200 % ით ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს !!!

+1
3 საგოლე პასი ეს მართლა მაგარია! მირკო ძალიან საჭირო გვყავს.
ამ შეფასებებს ვინ აძლევს და მაქსიმუმი რამდენი ქულაა?
8-8,5 უფრო მეტს წელიწადში ერთხელ უწერენ ხოლმე … (თორე ისე 10 ბალიანი სისტემაა)
ბონუჩის რატო არ აკრიტიკებთ?
ერთ შეცდომას რო დაინახავენ და არიქა გაასწორებენ ეგრევე მიწასთან

მარკიზიოზე იმას ვიტყვი რომ ძალიან კარგათ თამაშობს 4-3-3 წყობაში.
კარგათ ერგება
და 4-2-3-1 ტაქთიკაშI ჯდება საკაიფოდ ანუ მაინც 4-3-3 გამოდის
კი მარკიზიოს რაღაც სჭირს თვალზე, გუშინ რომ ვნახე დელ პიერომ მიიღო 2003 წელს მილანთან ფინალში ეგ გამახსენდა :)) თითქმის ეგრე აქვს, ეტყობა ვარჯიშზე დაიზიანა..
ბიჭებო მარკიზიოს თვალზე რა ჭირს? თუ მე მეჩვენება რაღაც რომ ჭირს?
მეც შევამჩნიე

არაფერი არ ჭირს უბრალოდ გაოფლილია და სინათლე ანათებს
ბუფონზე რომ წერია….მთლად მასეც არ იყო…ერთხელ მაგარი ბურთი აუღო ჯიჯიმ არ გახსოვთ? ძელს რომ მოხვდა შემდეგ…
ყოჩაღ ბიჭებს სულ ასეთი შეფასებები ქონოდეთ
გეთანხმები ეხლა მაგის დაწერას ვაპირებდი მეც, რა ბურთი აიღო :X
არაა ნათლად მახსოვს ეგ მომენტი და ძაან გამიხარდა ბუფონმა მაგ მომენტში რო გამოიჩინათავი, არა და ძალიან რთული იყო მოსაგერიებლად და ეგრეც იყო რო ძელს მოხვდა.
მირკომ და ვიდალმა დაგლიჯეს!!!
მირკო ფორმაში შედის
– SabeX –
Через три с половиной месяца возвращается на роль центрального полузащитника.
სავარაუდოდ კონტეს სქემა იგულისხმება, ჯენოასთან ცენტრალურ მცველად იყო, იქამდე 3-5-2 წყობაში უფრო ფლანგზე უწევდა თამაში და..
ბიწებო ლინკი არ გაქვთ მთლიანი თამაშისა?
დაახლოებით სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე ბრუნდება როგორც ცენტრალური ნახევარმცველი.
ვიდალის დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს