“იუვენტუსი” – “ინტერი”: მატჩს დე მარკო განსჯის
კვირას გასამართ შეხვედრაში, სადაც ტურინის “იუვენტუსი” მილანის “ინტერს” დაუპირისპირდება, მთავარი არბიტრის სტატუსს ანდრეა დე მარკო შეითავსებს, რომელმაც აქამდე “ბიანკონერის” მიერ ჩატარებულ შეხვედრებში 10–ჯერ იმსაჯა. აქედან ტურინელებმა 4–ჯერ გაიმარჯვეს და 4–ჯერ დამარცხდნენ, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. დე მარკომ ბოლოს შეხვედრა “იუვენტუსის” მონაწილეობით 2011 წლის 11 ოქტომბერს განსაჯა, სადაც ტურინული გრანდი “კიევოს” დაუპირისპირდა. იტალიელ არბიტრს ასისტენტობას გაუწევენ ნიკოლაი და მაჯანი, მეოთხე მსაჯის სტატუსს კი ჯანოკარო შეითავსებს.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ–გვერდი
უნდა მოვუგოთ აუცილებლად ინტერს. და მჯერა რომ მილანი ქულებს დაკარგავს რომასთან
აუუუ რ აკალენდარი გვაქ კალიიიიიოჩეეე რაააა
ინტერის მერე ნაპოლი უნდა მივაყოლოთ…
პალერმო არაა ისეთი ძლიერი რომ ვერ დავამარცხოთ, მერე ცოტას ამოვისუნთქებთ და რომა-ლაციო უნდა მივაყოლოთ ერთმანეთს…
ეს დებილი მსაჯია მაგარი
მგონია თერთმეტ მეტრიანს დავარტყავთ ინტერთან

ადმინებო, ვუჩინიჩს მილანთან გატანილ გოლს არ უთვლით?
დაუმატეთ მირკოს კიდევ ერთი გოლი

აქ მხოლოდ სერია-აში გატანილი გოლები იწერება ძმა…