პადოვანი ” იუვენტუსის ” სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს
ბიანკონერის წინა ხაზის საკმაოდ სუსტი ასპარეზობა , იტალიური მასმედიის მთავარი სალაპარაკო თემაა ბოლო პერიოდში . TuttoJuve.com ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს – ჯანკარლო პადოვანს დაუკავშირდა , რომელმაც საკუთარი აზრი დააფიქსირა იმ ფეხბურთელებზე , რომლებსაც ბებერ ქალბატონს უკავშირებენ …
თავდაპირველად მატრის თემას შევეხოთ …
” ბოლო პერიოდში ალესანდრო , მასმედიის წარმომადგენლების მხრიდან დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა . რაც არ უნდა იყოს ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე , რომელსაც მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი და საკუთარი კლუბის ბომბარდირია . მეორე მხრიდან რომ შევხედოთ , ეს ციფრი იმის ნახევარია რაც იბრამ და კავანიმ გაიტანეს ” .
პრესაში იგუაინის სახელი ფიგურირებს …
” სუპერ ვარსკვლავია ამას წყალი არ გაუვა , მაგრამ რამდენად რეალურია იგი მაროტასთვის ? ნაკლებად სავარაუდოა მადრიდის ” რეალი ” მას დაბალ ფასში შეელიოს ” .
ინგლისიდან სუარესის კანდიდატურაც სახელდება …
” ეს იქნება შეცდომა . ეს არ არის ის ფეხბურთელი , რომელიც კონტეს გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს . ჩემი აზრით , უკეთესი იქნება თუ ბერბატოვის კანდიდატურას განიხილავენ , რომელიც ურუგვაელზე გაცილებით ნაკლები დაუჯდება მაროტას და კომპანიას ” .
ტორესის ტრანსფერი რეალურია ?
” დამაინტრიგებელია . მაგრამ , გუნდმა რომელმაც სულ ცოტახნის წინ 50 მილიონი დახარჯა მის შესაძენად , თქვენი აზრით რამდენში დათმობს მას ? ”
შესაძლებელია მაღალ კვალიფიციური ფორვარდის პოვნა იტალიაში ?
” პრობლემატური საკითხია . ლავეცი ნამდვილად იმსახურებს ” იუვენტუსში ” ასპარეზობას , მაგრამ დე ლაურენტისის ფაქტორიდან გამომდინარე , ეს ალბათ ყველაზე არა რეალური კანდიდატურაა ” .
თქვენი აზრით ვინ არის იდეალური ვარიანტი კონტეს გუნდის გასაძლიერებლად ?
” მართალია ვისაც მე დავასახელებ ნამდვილად არ არის ცენტრ ფორვარდი , მაგრამ არიენ რობენს რეალურად შეუძლია გუნდისთვის უდიდესი სარგებელის მოტანა . 4-3-3 სათამაშო მოდულში ჰოლანდიელი ყოველგვარი ზედმეტი ადაპტაციის გარეშე ჩაჯდებოდა . დიახ , ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომ რობენი ხშირად იღებს ტრავმებს , მაგრამ დამიჯერეთ ეს მართლაც დიდი ტრანსფერი იქნებოდა კონტეს გუნდისთვის ” .
ჩემი აზრით იუვეს მსოფლიოში უძლიერესი დაცვა ყავს და მანდ დახმარებას არ ვსაჭიროებთ, ბარძალი კიელინი და ლიხშყაინერზე არაფერს ვამბობ, ბონუჩი გამოსწორდება,დეჩელიეს კი მე რამდენადაც მახსოვს ჯერ შეცდომა არ დაუშვია,კასარესს რაც შეეხება მისი დაცვითი ფუნქციები არ ვიცი როგორია და ისე მარჯვენა გარემარბად კარგი იქნებოდა…თავდასხმა,აი სად გვიჭირს ჩვენ…პირველ რიგში მოვაშოროთ აქაურობას ბორიელო :)…ნუ მე მინდა რომ იუვემ კავანი იყიდოს,იქნებ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია მაგრამ ოცნება ხომ შეიძლება:))))…ნუ კავანი თუ არა იგუაინი ან ბენზემა…ვინმე აგრესიული თავდამსხმელი გვჭირდება…ოღონდ ტორესი არა…მომკალით და მე ეს ფეხბურთელი არაფრად არ მიღირს :)…ჯოვინკოს იმედიც არა მაქვს…გერმანიაშიც შეიძლება კარგი თავდამსხმელის ძიება..ბუნდესლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები სერია “ა” ს კარგად ერგებიან
OMAR SIVORI

მე მასე გავიგე შენი ნათქვამიდან და თუ არასწორად გაიგე ბოდიშს მოგიხდი მაშინ
ტორპედოს სტადიონზე ვარ გაზრდილი, ბავშვობაში მთელი დღე და ღამე იქ ვიყავი და თამაშის მეტი არაფერი არ მიკეთებია, ახლაც არავარ მთლად დიდი 20 წლის ვარ მარა მაინც, და ახლა შენ განსაზღვრე ვერკვევი თუარა ფეხბურთში
მე გეუბნები მცველი მითუმეტეს უმაღლესი დონის იუვეს არ ჭირდება, უმაღლესი დონის მცველი მოდის იმისთვის რო სასტავში ითამაშოს და დღეს ვინმე ამოაგდებს სასტავიდან ბარძალის ან კიელინის
ეს გითხარი მე რო ამ პირობებში გუნდში უმაღლესი დონის მცველი არ მოვა, და შენ მითხარი ფეხბურთში ვერ ერკვევიო, ყოველშემთხვევაში მე ასე გავიგე
არა ძამულია, ნამდვილად არ მიკადრებია ფეხბურთში ვერ ერკვევი–თქო, მე გამიკვირდა ბერბატოვის თემა, რომელიც იუვეს საერთოდ არ სჭირდება–ჩემი მოსაზრებით რა თქმა უნდა,ორგანულად ვერ აღვიქვამ მას, იუვე სხვა განზომილებაა და ბერბატოვს აქ არაფერი ესაქმება– ამაზედ დაიწყო პოლემიკა, შემდგომ კი ეგ ავღნიშნე, რომ ერთი ტოპ–მცველი აუცილებელია დე ჩელიე ჩაანაცვლოს, ხოლო მეორე ბარძალი–კიელინი, ცალსახაა რომ ბირთვია, მაგრამ მათაც დასჭირდებათ და ლიხტას ჩანაცვლება როტაციული სისტემით(ტრავმა და ა/შ), რომ ლიგაზე მომავალ წელს ღირსეულად წავრსდგეთ; რაც არ უნდა იყოს სადაც მარსელმა და აპოელმა, თუნდაც ჩელსიმ გააღწიეს მეოთხედფინალში, მინიმუმ ნახევარფინალამდე უნდა მივიდეთ მომავალ წელს და დე ჩელიე–ბონუჩის იმედად მტერი იყოს ლიგაზე; თავად ხომ კარგად ხვდები, რომ ლიგა სხვა… Read more »
თქვეც ასევე წარმატებები

მე რავიცი დაცვის იმედი ისედა მაქ, მარჯვენა ფლანგს, ლიხშტაინერი – კასერესი გააკონტროლებს, ცენტრს ბარძალი კიელინი და ბონუჩი – კასერესიც დაეხმარება, მარცხენა ფლანგს დეჩელიე – კიელინი, შეიძლება ერთი კაცის დამატება გროსოს მაგივრად მარა ძლიერი ფეხბურთელი რომელიც სხვა გრანდის სასტავში თამაშობს იუვეში არ მოვა თუ გარანტია არ ექნება ყოველთვის სასტავში თამაშის, და მაგის გარანტიას ნამდვილად ვერ მისცემენ
წინ ჯოვინკოს დავიმატებდი და გაბიადინს ეს რაც მარტივია და მერე მაროტას თუ არმის თავი ექნება მოიყვანოს ვარსკვლავი ცენტრფორვარდად
1, მცეველი მაქსიმუმ, 1 ნახევარმცველი და 2 თავდამსხმელი, მემგონი საკმარისი იქნება
1juve : … როგორც ვხედავ შენ ყველასთან დებატებში შედიხარ, სავარაუდოდ ფეხბურთის “დიდი განსწავლულობის” დისპოზიციით…. რამდენი წელია ფეხბურთს უყურებ ნიშნავს რამდენი წლის გამოცდილება გაქვს ამ დიად თამაშში მეტ–ნაკლებად კარგად ჩახედული იყო, აბა ტყუილად როდი უყურებს ხალხი ფეხბურთს “თხა და გიგოსავით”; უყურებს ,მაშასადამე სიამოვნების მიღებასთან ერთად სწავლობს, ერკვევა ნიუანსებში და ა/შ…. თუ ჩემი მოსაზრებები იმის დასტურია, რომ მე დიდად ვერ ვერკვევი ფეხბურთში დაე, შენს აზროვნებაში ასე იყოს, რა გაეწყობა, თუმც ამის მტკიცება მე პირადად ღიმილს მგვრის და მსგავსი რამე “ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევიო” შენი მისამართით არ მითქვამს; ისე კი ცნობისთვის 30 წლიანი მხოლოდ ქომაგობა მაკავშირებს იუვესი… ამ საიტზე ბევრი იუვენტინოა ფეხბურთში ჩახედული… Read more »
giogio8428 კაი ძმაი გავედი ეხლა მე აბა მაგრად