ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პალიარდი ახალგაზრდა იუვენტინოებზე საუბრობს …

სილვიო პალიარდი – გახლავთ აგენტი , რომელიც საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ” იუვენტინოს ” წარმომადგენელია და ასევე იმ მოთამაშების , რომლითაც ბებერი ქალბატონია დაინტერესებული ( მაგალითად გაბიდიანი , რომელსაც უკვე არა ერთი თვეა რაც ტურინულ კლუბს უკავშირებენ ) . TuttoJuve – სთან საუბარში , მან რამდენიმე მათგანის მომავალზე ისაუბრა …

სილვიო , თავდაპირველად ფაუსტო როსის შესახებ გვიამბე …

” მიმდინარე სეზონში , მას ჰქონდა ტრავმა რომელიც თავდაპირველად არ გამოიყურებოდა სერიოზულად , თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მაინც იჩინა თავი . ამ ეტაპზე კი იგი სრულად გამოჯანმრთელად და არაჩვეულებრივად ათამაშდა . გასულ ტურში , ბრეშას რიგებში ორმა და ასევე გუშინდელ შეხვედრაში , ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გატანილმა ერთმა ბურთმა , უნდა დაადასტუროს ჩემი სიტყვები  ” .

მის კონტრაქტთან როგორ არის საქმე ? აქვს შანსი დაბრუნდეს ტურინში , თუ ბრეშა სამომავლოდ დაიტოვებს მას ?

” ის იმყოფება არენდის წესით , გამოსყიდვის პრესპექტივით და ასევე უკან გამოსყიდვის უფლებით . ვნახოთ რა ელის მას მომავალში . მინდა დავაფიქსირო ის , რომ როდესაც ვესაუბრე პარატიჩის , მან მითხრა , რომ დიდი იმედი აქვს როსისი და ის ნამდვილად შედის გუნდის სამომავლო გეგმებში , რაც ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია ” .

ესაუბრეთ მას გაბიდიანის თაობაზე ?

” მასსზე საუბარი ნამდვილად არ გვქონია . ჩვენ მხოლოდ როსიზე და ჯიანდონატზე ვსაუბრობდით  . მესმის , რომ მას შემდეგ რაც ბოლონიას კარში მოახერხა გოლის გატანა , სხვადასხვა გაზეთებმა ის დიდ კლუბებში გაუშვეს . თუმცა , ჯერ ძალიან ადრეა რაიმე კონკრეტულზე საუბარი ” .

რა ხდება ჯიანდონატოს თავს ?

” იმყოფება ელემენტარული არენდის წესით , ხოლო ივლისში კვლავინდებურად ტურინში დაბრუნდება . სწორედ მაშინ მივიღებთ ყველასათვის იდეალურ გადაწყვეტილებას . მიმდინარე სეზონში მას დებიუტი ჰქონდა სერია ა-ში და გარკვეული სახის გამოცდილებაც დააგროვა . ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის , ეს ნორმალური მოვლენაა , მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ პოტენციალს რაც მას გააჩნია ” .

თუმცა , იყო თუ არა შეცდომა როდესაც პარატიჩიმ იგი ლეჩეში გაუშვა ? გუნდში , რომელიც ჩემპიონატის პირველი ტურიდან გადარჩენისთვის იბრძოდა …

” კოსმი ენდობა მას , სხვაგვარად მანუელს არ მიეცემოდა სან სიროზე მილანის წინააღმდეგ და შემდეგ კალიარისთან დაპირისპირებაში თავის გამოჩენის საშუალება . რომ არ ჯეროდეს მისი შესაძლებლობების , მაშინ ერთი წუთითაც კი არ გამოიყვანდა მოედანზე . ამიტომ , ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

გაბიადინი მინდა პოგმა მაინდამაინც არ მხიბლავს

13 years ago
Reply to  Dutch

პოგბა რო დილიტ ახელს თვალს და ფერგიუსონს ფართუკში და ფოდნოსით ხელში რო ხედავს . ის ყავას და ნამცხვარს რო აჭმევს :lool:

ლაშა ცხვარაძე
Reply to  Dutch

არა და პოგბა მაგრად მინდა რო დავითრიოთ მაგარი ნიჭიერი ახალგაზრდაა მაგარი ზუსტი დარტყმა აქ :forza:

ლაშა ცხვარაძე

ისე თუ იცით ვინმემ პოგბა ვიყიდეთ თუ მანჩესტერში დარჩა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x