კონტე: ” გვინდა პირველები ვიყოთ”
“იუვენტუსი” სვლას განაგრძობს, ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშ-თამაშ დიდი მიზნისა და ოცნებისკენ. ჯერ “ფიორენტინა” იყო, შემდეგ “მილანი”, “ინტერი”, ახლა კი რიგში “ნაპოლია”. რაც უფრო რთულდება გზა, მით უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი. ანტონიო კონტე ბრძოლას განაგრძობს, ლიდერამდე მხოლოდ ოთხი ქულაა…
ანტონიო, თუ ჩემპიონატს მეორე პოზიციაზე დაამთავრებთ და თასის ფინალში დათმობთ მატჩს “ნაპოლისთან”, სეზონს წარმატებულად შეაფასებთ?
” მე “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვება მთხოვეს. ეს საჭიროა ფინანსებისა და საუკეთესო ფეხბურთელების მიზიდვის კუთხით. ამასთან, ვხედავ, ტრიბუნებზე აღტაცება დაბრუნდა. სტადიონი ყოველთვის გადავსებულია. ამ კუთხით, უკვე მოგებულები ვართ. მეორე ადგილი მაინც უნდა დავიკავოთ, “ჩემპიონთა ლიგა” – სიცოცხლეა. ”
“სკუდეტო”?
” არსებობს მინიმალური მიზნები და არსებობს ოცნებები. მე მეორეს ვარჩევ. მათი ახდენა კი რთულია, მიუხედავად იმისა, რომ წელს კარგად გავისარჯეთ. მთავარია პროგრესი არ შეჩერდეს. მაგრამ ჩვენ “იუვენტუსი” ვართ: გამარჯვება ერთადერთი რამაა, რაც გვაინტერესებს. სიჩქარეს უნდა მოვუმატოთ, “მილანი” ჩვენზე წინაა, სხვა კლუბებთან დაკავშირებით კი იმავეს ვეღარ ვიტყოდი. ”
საკმარისი იქნება ერთი სატრანსფერო ფანჯარა იმისთვის, რომ “მილანსაც” გაუთანაბრდეთ?
” ახალი ფეხბურთელების ყიდვის გარდა, უკვე შემადგენლობაში მყოფთა ზრდაა საჭირო. ბევრი მათგანი პირველადაა საჩემპიონო ბრძოლაში ჩართული და პირველად ითამაშებს თასის ფინალში. თუ ამასთან არ ხარ მიჩვეული, ფსიქოლოგიური სტრესი გექმნება. “მილანთან” სათამაშო მატჩის შემდეგ ბიჭებს თავისუფალი დღე მივეცი, მივხვდი, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალები უკვე აღარ შერჩენოდათ. გამოცდილება გვაკლია. დაბადებული ვართ, რომ შევუტიოთ, სხვა რამეზე ფიქრი არ შეგვიძლია. ”
გრძნობთ, რომ ივლისში თქვენი მოსვლის შემდეგ შეიცვალეთ?
” წლებთან ერთად პროფესიონალურ, მმართველობით და დიდაქტიკურ დონეებზე უმჯობესდები. მაგალითად, სათამაშო სქემის შეცვლაზე არასოდეს მიფიქრია. ერთი სეზონი დიდ გუნდში პროვინციულ კლუბში გატარებულ 5-6 წელიწადს უდრის. ამის გამო თავს უფრო დაღვინებულად ვგრძნობ. აქ უკვე მომზადებული მოვედი, რადგან 13 წელი მქონდა დიდ ფეხბურთში გატარებული. ვიცოდი რა მელოდა, მაგრამ გამარჯვების წყურვილს ფეხბურთელებზე მეტად, მწვრთნელი გრძნობს. ”
მთლიანად წარმოადგენთ “იუვენტუსს”. სადებიუტო წლისთვის ბევრი ხომ არაა?
” “იუვენტუსი” მე არ ვარ. “იუვენტუსი” – ანიელია. ჩვენ ახალგაზრდა საზოგადოება გვაქვს. განსავითარებლად დრო გვჭირდება, მაგრამ ის ცოტაა და ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთოთ. თქვენ თვლით, რომ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობ, რადგან მეტი კონტაქტი მაქვს თქვენთან, ყველა შეტყობინება ჩემი გავლით მოდის თქვენამდე. ”
ესე იგი, მხოლოდ მწვრთნელი არ ხართ?
” ფეხბურთში ყველაფერი იცვლება. ახლა მწვრთნელმა საფეხბურთოსთან ერთად, საკომუნიკაციო როლიც უნდა შეითვისოს. ვინც იგებს, ის არ უყვართ, ჩვენ კი გვინდა მსოფლიოში პირველები ვიყოთ და ყველანი უკან გვდევდნენ. მუშაობას ვაგრძელებ. არ აქვს მნიშვნელობა რა გრძნობას ვიწვევ, შურს, სიმპათიას თუ ანტიპათიას. ვიცი, რომ ვინც “იუვენტუსს” უდგას სათავეში, ის არასოდეს უყვართ სხვებს. ”
ესე იგი, მეგობრები არ გყავთ?
” ინდივიდუალისტი ვარ. როცა ვთამაშობდი, მეგობრებთან ერთად ფერარითი არასოდეს ვსეირნობდი. როცა საჭიროა, რჩევას ისეთ პროფესიონალებს ვეკითხები, როგორიც საკი და ლიპი არიან. ”
ნამდვილი იუვენტინო ხართ, როგორ ფიქრობთ, ეს ხელს შეგიშლით, ოდესმე სხვა იტალიური გუნდი გაწვრთნათ?
” მიკვირს, როცა ასეთი საუბარი მესმის. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. “იუვენტუსს” არ შევუცვლივარ. არეცოში, სიენაში, ბარიში, მერგამოში მე ასეთი ვიყავი. უცნაური ადამიანი ვარ, ინსტიქტიური. ახლა წარმატებას ვაღწევ, ადრე კი ბევრად უარესი ვიყავი. სამუშაოზე ბოლომდე ვარ გადართული, საქმე იმაში არაა, რომ იუვენტინო ვარ, უბრალოდ ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. ”
ესე იგი, “ინტერში” ან “მილანში” იმუშავებდი?
” პროფესიონალი ვარ და ეს უკვე დავამტკიცე. ვინც “ლეჩესა” და “ბარის” შორის სიძულვილის შესახებ იცის, დამეთანხმება. “ლეჩედან” სწორედ ბარიში მივედი. ”
ინგლისურს სწავლობთ. “ჩემპიონთა ლიგისთვის” თუ საზღვარგარეთ მუშაობისთვის?
” უკვე დიდი ხანია ამას ვცდილობ და ძალიან მიჭირს. ვსწავლობ მას, რადგან ის ფეხბურთის ენაა და ოდესმე იტალიის გარეთ მუშაობასაც ვისურვებდი. ”
როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი კარიერა, თუ სათადარიგოთა სკამზე ასე გააგრძელებთ ხოლმე ნერვიულობას?
” ჩემმა ცოლმა მითხრა, თუ ასე გააგრძელე 8-9 წელი დაგრჩაო. იმედია, გამოცდილებასთან ერთად, უფრო გამიადვილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე “გავიცვითები”. ზოგჯერ არც კი მძინავს, მაგრამ დილის ხუთ საათზეც კი ფხიზელი გონება მაქვს და გუნდში შექმნილი პრობლემების მოგვარებას ვახერხებ. ”
თქვენ საკუთარ თავს ართმევთ ძალებს, მაგრამ არ გეშინიათ, რომ თქვენი ფეხბურთელებიც “გაიცვითებიან”?
” ჩემი ყოფილი ფეხბურთელები აქეთ მიხდიან მადლობას, ვასწავლე, რა არის გამარჯვება. მათში დავტოვე რაღაც, იმ ფეხბურთელებშიც კი, ვისთანაც უთანხმოება მქონდა. ”
კიდევ ერთმა ახალგაზრდა მწვრთნელმა შემოდგა ფეხი “სერია ა” -ში. რას ფიქრობთ სტრამაჩიონიზე?
” ვფიქრობ, რომ გასპერინი ძალიან კარგი სპეციალისტია. ერთ-ერთი საუკეთესო, “ინტერის” კრიზისი კი მხოლოდ მისი ბრალი არ იყო. თუ გულშემატკივარი არ გიდგას გვერდში, თუ ფეხბურთელები არ გეხმარებიან, საუკეთესო სპეციალისტსაც კი გაუჭირდება. ეს ზუსტად ვიცი, რადგან ასეთი რამ მეც შემხვდომია. ”
Mადლობა გიო ამ ინტერვიუსთვის
გეკადრება?
საგოლ ანტონიო შენი იმედი გვაქ დაგვიბრუნე ძველი დიდებაა

გვიყვარხარ კონტე……………………….!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაგარი კაცი
ჯერ “ფიორენტინა” იყო, შემდეგ “მილანი”, ახლა კი რიგში “ნაპოლია” და ინტერი??? თუ არ თვლით რომ ინტერთან წარმატებული გამოსვლა იყო???
არა როგორ არა კი ვთვლით მაგრამ ინტერი მაინც ხო ხვდები არა დაბალი დონის გუნდია ჩვენთან შედარებით და მაგიტომ რაა……………..:D:D:D:D:D:D:D:D:D
ინტერიც წერია ;)
ძმა ხარ კონტე
ზედმეტი აფერისტობების და გაცვეთილი ფრაზების გარეშე…