ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რიკარდო სარტი : ” დედე ” იუვენტუსში ” გადადის “

ფიფას აგენტის , რიკარდო სარტის განცხადებით , ბრაზილიური ” ვასკო დე გამას ” ცენტრალური მცველი დედე , ძალზედ ახლოს არის ტურინის ” იუვენტუსში ” გადასვლასთან . Tuttomercatoweb – თან საუბარში მან დაადასტურა ის ფაქტი , რომ ბიანკონერი უკვე დიდი ხანია რაც მოლაპარაკებებს მართავს დედეს აგენტთან და როგორც ჩანს შეთანხმება უმოკლეს პერიოდში შესდგება …

” მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის , უკვე დიდი ხანია რაც მიმდინარეობს და მათ დასრულებას წინ არაფერი უდგას . სატრანსფერო ღირებულება ? 10-12 მილიონი ევრო ” …

ორი აზრი არაა , რომ ეს არაჩვეულებრივი ინფორმაციაა ბიანკონერის ტიფოზებისთვის , რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე , რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში  ერთ ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველია . სულ ცოტახნის წინ კი  იგი დაასახლეს ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად .

” საკმაოდ სწრაფია და ტექნიკური , არაჩვეულებრივად კითხულობს თამაშს – ძლიერია როგორც ფსიქოლოგიური კუთხით ასევე ტაქტიკურადაც . შეუდარებელია მეორე სართულზე ორთაბრძოლებში “ – საუბრობს სარტი .

როგორც ხედავთ , მისი მონაცემები ემთხვევა ბიანკონერის საფეხბურთო ფილოსოფიას . კონტეს გუნდი პრაქტიკურად არ თამაშობს ბურთის გარეშე . უდიდესი ყურადღება ეთმობა მოკლე პასებს , რომელშიც მონაწილეობას თითოეული იუვენტინო იღებს რომელიც მოედანზეა , მათ შორის თავად ჯანლუიჯი ბუფონიც , რომელიც ყოველთვის ცენტრალურ მცველებს ეძებს შეტევის დასაწყებად . ” პსჟ ” ასევე ინტერესდებოდა ფეხბურთელით , მაგრამ როგორც ჩანს ეს ინტერესი , ინტერესადვე დარჩა . მართალია ჯერ ჯერობით დედეს ოფიციალურად არ გაუფორმებია ხელშეკრულება , მაგრამ სარტის სიტყვები  ბუნებრივია ოპტიმიზმის რეალურ საფუძველს იძლევა . იუვენტუსი მომგებიან პოზიციაში იმყოფება და სავარაუდოდ ეს იქნება ერთ ერთი პირველი შეთანხმება , რომელსაც კლუბი ზაფხულში განახორციელებს . გუნდი მალე ევროპაში იასპარეზებს და ამიტომ უმჯობესი იქნება თუ დიდი სათადარიგოთა სკამი ეყოლება .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Arancia Meccanica
12 years ago

nocerino
აბიატიმ ამბოლო დროს გამოიღო ხელები.. თორე ისიც არა ნაკლებებს უშვებდა.. მარკიზიოს გოლი თუნდაც..
მესბა ძველგაზრდა თუ იყო არ ვიცოდი.. :chuvak:

Arancia Meccanica
12 years ago

მესბამ ლამაზი ბურთი გაიტანა ნამდვილად.. ეფექტურად შეასრულა..მესბას უფრო აქვს პოტენციალი ვიდრე ბონერასა და იეპეს.. თეთრმა დროგბამაც(ლოპესს- ეგრე შეარქვეს მილანის გულშემატკივრებმა) კარგად შეგვისრულა მაგრამ აი ვუჩინიჩმა კი ყველაფერი დაჩრდილა.. მათ შორის ალეს გოლი.. დელ პიეროს ბურთი არ იყო ადვილად შესასრულებელი.. აი მატრი რო ყოფილიყო მოინდომებდა პირდაპირ დატყმას და მეკარეს დაამარცხებდა.. :lool: ალემ კი მოსვა ამელია კლასის ხარჯზე და 1:0..

nikoloz
12 years ago

ნუ რა პოტენციალიც არ უნდა ქონდეს 27 წლისაა და რავი, ალეს გოლი მაგისი სუპერ შეცდომით გავიდა, ეფექტურად კი გაიტანა, მაგრამ მაინც არ მჯერა მაგის, ლოპესის და დროგბას შედარება მილანის გულშემატკივრებიდანაც კი ზედმეტად მეჩვენება, ძალიან მაგრად შეასრულა, იდეალურად, ჯერ მცველები და მერე სტორარი ადვილი საქმე არაა, აი ვუჩინიჩმა მართლა მაგარი გაიტანა, ერთი კია ორივე გოლი ამელიას წყალობაა, აბიატი ეგეთ შეცდომებს არ უშვებს, იმედი მაქვს გაუშვებენ და ვინმე წესიერს მოიყვანენ

Arancia Meccanica
12 years ago

nocerino
:givi: ჩვენ ვვინდა სამაგიეროდ.. ნესტაც გამოუშვით..

nikoloz
12 years ago

თქვენ ვინ გინდათ? ვერ მივხვდი, დედე გყავდეთ, ნესტა ჩვენ გვინდა :დ

Arancia Meccanica
12 years ago
Reply to  nikoloz

ნესტას სურვილია მთავარი.. აქ პირლოს ფაქტორია.. ვპიდებით რო დავასვენებთ და არ გადავტვირთავთ.. განსაკუთრებული მნიშვნელობის თამაშებს ითამაშებს.. ლიგაზე სერი ა-ს გრანდებთან.. თან აქ შემცვლელად ბონერა და იეპესი არ ეყოლება ან კიდევ მესბა.. :lool: ასე რომ იფიქრებს ეგ კაცი წელის ტრამვა აწუხებს დაისვენებს და ატმოსფეროსაც შეიცვლის..
იმედია სულ არ დაანებებს თამაშს თავს და არ მალაპარაკა ტყუილად :lool: :lool:

nikoloz
12 years ago

ბონერა და იეპესი ტრამვის გამო ცვლიდნენ თორე ორივეს ერთად აღებულს ჯობია ნესტა, ნუ მესბა ეს ბუნების საჩუქარია და აახვევს მალე იმედია, არა და პირველ თამაშში მომეწონა კიდეც :დ ყველაზე მაგარი იუვესთან იყო გაატანინა და გაიტანა :დ

Gio Darja
12 years ago

ბრააზილიაში ყველაზე პერსპექტიული მცველია, როგორ არ გვჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები..ინტერი ან მილანი რომ იყიდის მერე დაიწყებთ მაროტას ძინავსო :mrgreen: მოდი დედე მოდი.. :up:

tazojuve
12 years ago

მაგარი კაი ვინმე ჩანს რას ერჩით ???!!!

nikoloz
12 years ago

ძაან მაგარი ვინმეა ეს, ეს და რაფაელ ტოლოი ბრაზილიიდან ძაან მაგრები არიან

nikoloz
12 years ago
Reply to  nikoloz

დედე თქვენი იყოს და ტოლოი ჩვენი, ჩიჩქიც არ გვინდა ჩვენ მეტი, გავინაწილოთ სწორადა :D:D:D

Nachke
12 years ago
Reply to  nikoloz

უეჭველი აბიტურიენტი ხარ :mrgreen:

nikoloz
12 years ago
Reply to  Nachke

აბიტურიენტი 5 წლის წინ ვიყავი :D:D

Nachke
12 years ago
Reply to  nikoloz

:mrgreen: მე რო ვიყავი სულ ეგ ფრაზები მედგა პირზე და მაგიტო :euf:

dato grdzelishvili
12 years ago

ვაიმეეე ეს ბიჩი მემგონი ელამიაააა:დ:დ:დ ხალხოოო ვიგაცის შემოპარვას გვიპირებენ :დ დააკვირდით ავატარზე::D:D:D:D

levani ...
12 years ago

მგონი კაი ფეხბბურთელი უნდა იყოს თან ახალგაზრდაა და გამოადგება გუნდა კაი შენაძენია მე მიველასლმები :forza:

12 years ago

როგორ არ აქვს ამის მოსვლას აზრი… კი ბატონო ამ სეზონში ტრამვებს გადავურჩით მაგრამ შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგა იტალია კოპა და ამას(ფუი ეშმაკს) მარა ტრამვცებიც რომ დაემატოს ეს ბიჭი ნაგდად მაგრად გამოგვადგება ასე რომ მივესალმები ამის მოსვლას… :forza:

Aleqsi Chaduneli
12 years ago

შემდეგი სეზონი დამგლელი იქნება ეს ფეხბუთელი კი ნამდვილად წაადგება იუვეს თან მაგრად

bibobibo
12 years ago

გუნდში როდესაც კიელინია ბარჯალი ბონუჩი და კიდევ კასერესსაც შეუძლია ცენტრში თამაში კიდე დაცვას რატომ ყიდულობენ ვერ გავიგეე კაი მოვიდეს მარა სკამს გაახეხიებენ და რა აზრი ექნება დაცვის ყიდვას ერტი მაგარი ტავდასხმელი დაიტრიონ ის სჯობს

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x