ბარძალი: ” კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ “
ანდრეა ბარძალიმ, სიცილიაზე გამარჯვების შემდეგ, უკვე ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით, მოკრძალებულობა გვერდით დატოვა და სიტყვა “სკუდეტოც” ახსენა. დიდი მიზნისკენ შვიდი ნაბიჯის გადადგმაღაა საჭირო…
” “პალერმოსთან” თამაშამდე ჩვენი მიზანი ყველა დარჩენილი მატჩის მოგება იყო, ეს არ უნდა შეიცვალოს. ცხადია, ადვილი არ იქნება, მაგრამ უკვე სიჩქარე ავკრიფეთ და გარისკვაც შეგვიძლია. შვიდი მატჩია დარჩენილი და ერთქულიანი ფორა გვაქვს. რისკის დრო დგება. ვართ თუ არა “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ფავორიტები? ერთი კვირის წინ ასე არ ვიტყოდი. ”
“”ინტერთან” შეხვედრამდე შვიდი ქულით უკან ვიყავით. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ მონდომება და კონცენტრაცია არასდროს არ უნდა დაკარგო.”
” ამაურიმ კარგი საჩუქარი გაგვიკეთა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვება გვჭირდებოდა. სწორედ ამიტომაც, “მილანის” შედეგზე კი არა, ჩვენს მატჩზე ვიყავით კონცენტრირებული. “ფიორენტინას” მოგებამ მუხტი შეგვმატა, მაგრამ ის არც მაშინ გვაკლდა, როცა შვიდი ქულით უკან ვიყავით. ”
” ჩვენთვის ყველაფერი ბარდონეკიაში დაიწყო. ეს დატვირთული ვარჯიშების ერთი თვე იყო. როგორც გუნდი, ერთიანი ვართ და პრინციპულ მატჩებშიც კარგად გამოვიყურებით. მხოლოდ შვიდი შეხვედრაა დარჩენილი, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. რაც შეეხება დაცვას, მთელი კვირის განმავლობაში დაუღალავად ვვარჯიშობთ. ამიტომაც, გუნდს შეუძლია გვენდოს, ჩვენ კი, ჩვენიმხრივ, შემტევებისა და ნახევარმცველების დახმარების იმედად ვართ. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
juve_juve
სკუდეტოს ათჯერ მოგებაზე ერთი ოქროს ვარსკვლავია, თასის ათჯერ მოგებაზე ერთი ვერცხლის ვარსკვლავი. ვთქვათ და დუბლი შევასრულოთ წელს ორი ვასრკვლავი მოგვემატება, ვერცხლის და ოქროსი.
სკუდეტოზე მოგვვცემენ ნეტა ოქროს ვარსკვლავს? ყველაფერს გააკეთებენ რო არ დაგვიბრუნონ 2 სკუდეტო
არ ვიცი. მაგაზე დაიწყება მთელი ამბები თუ მოვიგეთ
გიო სლავას იცნობ?
ფორცააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
სად არა ვართ ლიგაზე რო დაგვეჩოქებინა ბარსა და რეალი
არაუშავს გაისად დავაჩოქებთ
მოიცა და ჩემიონის სტასუსით,ბვერ გუნდს გავძუკნით


ძამპარინის ცრემლიანი სურათები დადეთ რა
