კონტე: ” კონცენტრაცია და აგრესიულობა ბოლო წამამდე “
31 მატჩის შემდეგ “იუვენტუსი” პირველია და ყველაფერი მის ხელთაა. სიცილიაში აღებულმა სამმა ქულამ გუნდს ლიდერობა მოუტანა. ანტონიო კონტეს ღიმილიანი სახე მრავლისმეტყველია…
” ლიდერის სტატუსით თამაში უკეთესია. ეს “სერია ბ” -შიც გამოვცადე, როცა პირველ ადგილზე ხარ, ყველაფერი მხოლოდ შენს ხელთაა. “მილანის” ორი ფეხის დაცდენა გამოვიყენეთ, მაგრამ წინ შვიდი თამაში გველის და კალენდარი მილანელებს უკეთესი აქვთ. ვფიქრობ, “მილანი” ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება. ბოლო წამამდე კონცენტრაცია და აგრესიულობა არ უნდა დავკარგოთ. უკვე დიდი ხანია სეზონი დაიწყო, ხასიათი ჩამოგვიყალიბდა, საკუთარი ძალები შევიგრძენით. ჩემს ბიჭებს ასეთი რამ ვუთხარი: ველოსიპედი გინდოდათ? ახლა პედლების ბოლო წამამდე ტრიალი მოგიწევთ. ”
” წინ გასვლას პირველ ნახევარშიც ვიმსახურებდით. მომწონს, როგორ ვაჩვენებთ ჩვენ თამაშს, ზოგჯერ რისკის ფასადაც კი. ეს ყველაფერი ბიჭების უაღრესი კონცენტრაციის საშუალებით ხერხდება. სეზონის ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში ლიდერობა და დაუმარცხებლის სტატუსი შესანიშნავი რამაა. “პალერმო” ხუთი კაცით ჩაიკეტა დაცვაში და ბურთი დაგვითმო. ცენტრში სივრცეები არ იქმნებოდა, მაგრამ ბოლოს გამოსავალი მაინც ვიპოვეთ. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ძალიან ჩქარობდნენ. მესმის, რაც შეიძლება მალე უნდოდათ გოლის გატანა, მაგრამ წინსვლაში მოთმინების უნარიც იგულისხმება. მინდა “პალერმოს” შევაქო, დიდი სულისკვეთება აჩვენეს, თუმცა ჩვენ ბრწყინვალენი ვიყავით. ძამპარინის გამო ვწუხვარ, მასზე კარგი წარმოდგენის ვარ. დღეს უბრალოდ ჩვენი დღე იყო. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
მაგარიხარ კონტე თან რა სიტყვები უთქვია

ეხა მთავარია, ბოლომდე კონცენტრირდნენ და გაათვითცნობიერონ, ნეტა არ აუვარდეთ თავში, იმედი მაქვს აზსე იქნება, ამიტომ მართლაც ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლოდ

მაგარი კაცი ანტონიო !!!!!
ამაური დააბრუნეთ ტუ სკუდეტო მოვიგეთ ალალია მაგ კაცისთვის ერტი სეზონის ცჰუქება ან სადმე კარგ გუნდსჰი გაუჩალიჩეთ ადგილი
გენაცვალე კონტეეეეე
წარმატებები კონტე

რას ვიფიქრებდი რო ამაური ისევ გამოგვადგებოდა:D დაილოცოს ეგ კაცი ხნდახან კარგია:D
საღოლ ანტონიო..
ჩემს ბიჭებს ასეთი რამ ვუთხარი: ველოსიპედი გინდოდათ? ახლა პედლების ბოლო წამამდე ტრიალი მოგიწევთ. ”

ჩემს ბიჭებს ასეთი რამ ვუთხარი: ველოსიპედი გინდოდათ? ახლა პედლების ბოლო წამამდე ტრიალი მოგიწევთ.
მაგარი ვგააძროო)))
ერთი ჩეზენა ლეჩე კალიარი ატალანტა ნოვარასთან რას ვიზავთ ეგ მაინტერესებს მარტო
მეც მაგრად მეშინია. კიდე რო დავკარგოთ ქულები გავგიჟდები ალბათ
მეც ეგრე ვარ.. თან გუშინ ლაციომაც მაგრა ითამაშა მაგრამ ყველაზე მეტად ლეჩესი მეშინია.. გადაირია კოსმი რა უქნა ასეთი ამ გონეჩლუნგებს თამაშებს ან იგებენ ან არ აგებენ :D :D :D რომასთან ანგარიში რო ვნახე გამისკდა გული :D :D :D მაგრამ მაინც დიდი იმედი მაქ ნანატრი სკუდეტოსიი :D :D :D
