მატრი: ” ყველა დარჩენილი მატჩი გადამწყვეტია “
გუშინ ალესანდრო მატრიმ მოედანზე გამოსვლისთანავე დაამჩნია გუნდს თავისი კვალი, გაუკეთა რა საგოლე გადაცემა თანაგუნდელს. მატჩის დასრულების შემდეგ ფორმარდმა აღნიშნა: “ “მილანის” წაგების შესახებ უკვე ვიცოდით, როცა მოედანზე გავედით. მაგრამ მილანელთა შედეგის მიუხედავად, სიცილიაში მხოლოდ მოსაგებად ჩავედით. ყურადღებით ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. პირველი გოლის შემდეგ, ყველაფერი გამარტივდა. მწვრთნელი აბსოლუტურად ყველას თხოვს მზადყოფნას, ასე რომ, ვინც მინდორზე გამოდის, სურს ბოლომდე აჩვენოს, რა შეუძლია. ახლა “ლაციოზე” ფიქრს დავიწყებთ, ეს გადამწყვეტი შეხვედრაა, ისევე როგორც დარჩენილი ყველა მატჩი. ” -აცხადებს მატრი.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
მატრიც მაგრად მომწონს. რა საგოლე პასი გააჩალიჩა.
ამათ რო აგუერო ეყიდათ ზაფხულზე, ჩვენი გამჩერებელი გუნდი არ იქნებოდა. ეგეთი ფორვარდი გვინდა ერთი.

მატრი: მწვრთნელი აბსოლუტურად ყველას თხოვს მზადყოფნას, ასე რომ, ვინც მინდორზე გამოდის, სურს ბოლომდე აჩვენოს, რა შეუძლია. აი რატომ ვერ გაამართლა ელიამ
მატრიმ გუშინ კარგად ითამაშა ბრძოლობდა ყველა ბურთზე

რატო გვყავს ცუდი თავდასმა? მე მომწონს მარტიც კვალიც მირკოც და ალექსაც

აქედან არცერთი არაა ფორმაში და რო შევლენ მერე მართლა არ იქნება პრობლემა
არა უფრო სწორად წინ ვან პერსი დაგვხატავდააა
მომავალ წელს ესეთი თავდასხმის ხაზი მინდა : კულია, მატრი , ვუჩინიჩი, დელ პიერო , სუარესი (ტორესი,იგუაინი)
ვინ არის ერთი მატრის და ბორიელოს რომ ადარებდა ახლა მელაპარაკოს
საღოლ მატრი! საგოლე პასი და ყველა ბურთზე მაქსიმალურად ბრძოლა 
მატრი – კვალი ერთად უნდა დააყეონს