ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ” … სახლიდან მივდივარ “

ალესანდრო დელ პიერომ გამოცემა “ვანიტა ფეარს” ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა. “ბებერი ქალბატონის” კაპიტანი თავის წარსულსა და მომავალზე საუბრობს…

” ადრე მრცხვენოდა ჩემი პროფესიის, ჩემი ოცნებების, საბოლოოდ კი ფეხბურთელობა ნამდვილი პროფესია აღმოჩნდა. ამიტომაც ადრე მამაჩემის მსგავსად ელექტრიკოსობა, სატვირთო მანქანის მძღოლობა ან მზარეულობა მინდოდა. ახლა ერთ რამეს ვხვდები, ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა. როცა ეს წამი დადგება, ამის შესახებ პირველი მე ვიტყვი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ჩემში ჯერაც ანთია ცეცხლი. ”

” უდიდესი მწუხარება? ეს ალბათ მამაჩემის სიკვდილია. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები, რომ შეგეძლო უფრო ხშირად გეთქვა მისთვის “მიყვარხარ”. ისე კი, ჩვენი ოჯახი არც ისე ღარიბი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფულის დაზოგვა გვიწევდა. ეს თვისება დღემდე გამომყვა. ”

” კარიერის “იუვენტუსში” დასრულებაზე ვოცნებობდი. ეს ოცი წელი საოცრად დატვირთული იყო ემოციებით, მძიმე და ბედნიერი წამებით. ახალი რეკორდების მიჯნაზე ყოველთვის დიდ წნეხს ვგრძნობდი. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, სხვა მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პირველად შევხედე თამაშს სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ფეხბურთელის პოზიციიდან, რომელსაც იშვიათად ეძლევა თამაშის საშუალება ანაც საერთოდ ბურთის გარეშეა. არა, იმას სულაც არ ვამბობ, რომ გუნდში რაიმე გამონაკლისი უნდა არსებობდეს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ მოედანზე ჩემს ნაცვლად სხვა არის, ე.ი ჩემზე დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამასთან, მიუხედავად ყველაფრისა სათამაშო დროისათვის ბრძოლა არასოდეს შემიწყვეტია. ”

” რაც შეეხება ანიელის განცხადებას, ამან ძალიან გამაკვირვა. თუმცა კაპიტანმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ვინ არის და რა ვალდებულებები აქვს. ახლა გუნდი “სკუდეტოსა” და იტალიის თასის მოგებისთვის იბრძვის და მოდით, ამ თემაზე პოლემიკას ნუ გავმართავთ. მით უმეტეს, რომ მთელი ჩემი კარიერა სწორედ ამგვარი დებატების გარეშე გავლიე. 30 რიცხვში კონტრაქტი მიმთავრდება, ჩემი მომავალი ჯერ არ წარმომიდგენია. ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება ეს კი მაშინებს, მე ხომ სახლიდან წასვლა მომიწევს. ”

” მოროზინი? ასეთი სიკვდილი ჩემში შიშს ნერგავს. ყველაფერს პიერმარიოს პირადი ცხოვრებაც ემატება, ეს იმაზე გვაფიქრებს, თუ რამხელა უბედურება შეიძლება ჩვენს ირგვლივ ტრიალებდეს. პირადად მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ მეგობრები მას კარგ ახალგაზრდად ახასიათებენ, რომელიც ყველა სირთულის გადალახვას ფეხბურთის მეშვეობით ახერხებდა. სპორტის ამ სახეობას მხოლოდ ბედნიერება უნდა მოჰქონდეს. ”

წყარო: vanity fair

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

53 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli antadze
12 years ago

მართლა უნამუსობააა ალექსის გაშვებააა ამ კომენტარის შემდეგ და საერთოთაც,მაგრამ რას იზაამ დირექტორები მათ არიან…არ უნდა კაცს წასვლააა და ეს სირები ბოდავენ რაგაცაეეებს… ,,,ალესანდრო დელ პიერო””ეს ყველაზე ერთგული იყო და იქნება იუვესთვის… :forza:

IDIOTEQUE
12 years ago

აუუუ :((( ვერ წარმომიდგენია იუვე დელ პიეროს გარეეშეეე :((( გთხოვ ანიელი დატოვვე ეეეე

irakli nikolaishvili
12 years ago

კი ადრე თუ გვიან ყველა ბერდება და ანებებს თამაშს თავს მაგრამ მე ერთს ვამბობ და ეს ესეა დელპიერომ კარიერა იუვეში უნდა დაასრულოს, თუ ნედვედმა დაასრულა დელპიეროს მასზე დიდი ღვაწლი არ ააქვს იუვესთვის გაკეთებული…

lasha jangavadze
12 years ago

ეჰ დელპიერო დaგვიბერდa :mad: მaგრaმ რa უნდa ვკნaთ aდრე თუ გვიaნ მოგვიწევს დელპიეროს გaრეშე თaმaშების ყურებa… მaგრaმ სaნaმ ფორმaშიa დa შეუძლიa თaმaში უნდa დaტოვონ გუნდში! ბებერი კიa მaრa ხომ გaგიგიaთ ბებერი ხaრის რქaც ხნaვსო… თaნ ბოლო თaმaშებიa იუვეს მხსნელaდ მოევლინa დa მისი წყaლობით ვaრთ პირველზე. თaნ ჩემპიონთa ლიგaზე დელპიეროს გaმოცდილებa გaმოგვaდგებa :juvee: იმედი მaინც მaქ რომ დaტოვებენ ლეგენდaს… (იმედი ბოლოს კვდებa)

misha shayulashvili
12 years ago

ალე მსოფლიო ლეგენდაა სირცხვილია ანიელი სადაა ცხონებული ჯანი ანიელი ასეთ ლეგენდარულ ადამიანს ვინც კონტრაქტს არ უგრძელებს ის უნდა დაწვა ამ ადამიანმა ტავისი კარიერა იუვეს შეალია და ისტორია დაწერა ალეს გარეშე იუვე ნოლია :loool: ეჰ რა კაცი გვტოვებს ალე აგარ გვეყოლება წარმოდგენაც არ მინდა უკვე

mate-liverpool
12 years ago

ასეთი უნამუსო თუ იყო იუვეს ხელმდზYვანელობა არ მეგონა უშვებს კას რომელმაც იუვეს ბოლომდე უერთგულა ჩემპიონობის შანსიც შეუნარჩუნა ბოდიში იუვეს ფანებთან მაგრამ იუვე გირსი ყოპილა კანავარომ იბრამ და სხვებმა რომ დატოვეს

12 years ago

:cry: :cry: გული მწყდება რო მიდის …

sandro ediberidze
12 years ago

ასეთი არაკაცული საქციელი(რაულის რეალიდან გაშვების შემდეგ) არ მინახავს ანიელი უშვებს მსოფლიო ლეგენდას რომელმაც ჩემპიონობის შანსი შეუნარჩუნა გუნდს. ვის რა უჭირს იმის ფასი რო ალექსს ხელფასი ვერ გადაუხადონ ეს ხო არ არი ვიღაც რიგითი ფეხბურთელი ეს ხომ დელ პიეროა !!!!!!!!!!!

giortgi
12 years ago

ალეეე დიდი ადამიანია გენცვალეეე :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

12 years ago

აუ დატოვონ, კაი რააააააა, აუ სად არიან ტიფოზებიიიიიიი :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

giorgi-10
12 years ago

მე მაინც ვფიქრობ 1 წელს დატოვებენ!

PIto
12 years ago

გულს აგდებთ საგულედან, სირცხვილია ტეხავს, პიეროს გარეშე შავთეთრი მაისური მესამე ფერს დაკარგავს :))

Gio Darja
12 years ago

არ გაუშვათ ეს კაცი, არ გაუშვათ :love:

nika kakabadze
12 years ago

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love:

12 years ago

Nachke

არა, არ ითხოვს ეს ძირითადს. და 90 წუთს ფიზუკურად ვერცერთ გუნდში ვერ ითამაშებს მაინც და სხვაგან სკამზე ჯდომას, ჯობს აქ იჯდეს სკამზე.
და საერთოდ სხვა ფორმის ჩაცმას ჯობს რომ ნედვედს მიუჯდეს გვერდში დირექტორთა საბჭოში

irakla1001 horbenadze
12 years ago
Reply to 

ნათქვამიდანაც ჩანს რო თუ ვიმსახურებ უნდა ვითამაშო 90 წუთიო :forza: :forza: ისე კი უნდა დატოვონ რა.. ამ ბოლოსს ძაან ხშირად გამოდის და ესე თუ იქნა შეთანხმდნენ ეგებ :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

12 years ago

არ ვიცი, მაგრამ არაა გამორიცხუილი და არის ლოგიკა იმაში, რომ კონტეს არ უნდოდეს გუნდში მასზე უფრო ლეგენდა ფიგურა, როგორიც დელ პიეროა. სანამ დელ პიერო გუნდშია პირველი ყოველთვის ალექსი იქნება და მერე კონტე. თუმცა ამავდროულად ბუფონიც ლეგენდაა და მას არავინ ერჩის…
ანიელის სიტყვის შეცვლა უფრო მეტად წაადგება ეხლა ვიდრე სიტყვის შესრულება

zuka kokaia
12 years ago

ანიელი კაცია ამის მერე ?! ფეხბურთი იცის ამის მერე ?! კაცმა ამ ასაკშიც კი გაუტანა მილანს,ინტერს,ლაციოს,რომას.. ნაპოლისაც გაუტანს ვიცი.. რომც არ გაეტანა ნუთუ არ დაიმსახურა ერთი სეზონი..

vako-10
12 years ago

აუ ანილე უფლებო რო მომცენ ფეხებით დაკიდებდი ერთი ნწელს ითხოვს მეტს ხოარა ატოვე რა

valeri elisabedashvili
12 years ago

ანიელ შენი ცენზურაააააააა :mad:

juventino3969
12 years ago

ეეე, რა კაცი გვეცლება ხელიდან…

Del Piero 10+
12 years ago

აუ როგორ მიყვარხარ :love: :love: :love: რაგაც მგონია რო დატოვებენ ორს კიდევ გაიტანს :kenwvla: :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
53
0
Would love your thoughts, please comment.x