მარკიზიო: ” “მილანთან” კონკურენცია ბრძოლის სახეს იღებს “
კლაუდიო მარკიზიო შემდეგ ტურში საჩემპიონო სვლის გაგრძელებას “რომასთან” გამარჯვებით აპირებს. თუმცა აქამდე “სკაი სპორტთან” საუბრისას ყოფილ თანაგუნდელ პიერმარიო მოროზინის იხსენებს…
” პიერმარიოს გარდაცვალებამ უდიდესი მწუხარება მომგვარა. მახსოვს 21 -წლამდელთა ნაკრებში მის გვერდით გატარებული ორი წელი, ახალგაზრფულ სექტორში მის “ატალანტასთან” დაპირისპირება, როცა ის მარკო მოტასთან ერთად ირიცხებოდა ბერგამოელთა რიგებში. ბრწყინვალე ახალგაზრდა იყო, ყოველთვის მშვიდი და მეგობრული. ”
” რაც შეეხება “რომას”, “ჯიალოროსი” შესანიშნავი გუნდია, ახლა კი ის საუკეთესო ფორმაშია. ამ სეზონში ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა განიცადეს, მაგრამ დედაქალაქელთა რიგებში არაერთი ჩემპიონი ირიცხება, სრულად ვაცნობიერებთ მათ შესაძლებლობებს. ტოტისა და დელ პიეროს ბოლო დაპირისპირება? იტალიისათვის ბრწყინვალე მომენტები უჩუქებიათ, როგორც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე მთელი კარიერის მანძილზე. ისევ აქვთ სურვილი გადამწყვეტი როლი ითამაშონ. ”
” დე როსი? დანიელეს დიდი გამოცდილება აქვს და მხოლოდ კარგი ნახევარმცველი კი არა, შესანიშნავი მცველიცაა, ბოლო პერიოდში მაყურებელმა ის ამ როლშიც იხილა. პირველი წრის მატჩში საჯარიმოში შეჭრაში ხელს კარგად მიშლიდა, იმედია იგივეს კვირას ვეღარ გააკეთებს. ”
” პიანიჩი იტალიურ ფეხბურთს ისევე უცბად შეეგუა, როგორც ვიდალი ჩვენს რიგებში. მიუხედავად მისი ასაკისა, მირალემს ჯერ კიდევ “ლიონში” ყოფნის დროიდან დიდი საერთაშორისო გამოცდილებაც დაუგროვდა. “რომას” მან ტექნიკური პოტენციალი და ხასიათი შესძინა. ”
” ფხიზლად უნდა ვიყოთ, დიდი სულისკვეთების ჩვენება მხოლოდ კვირას კი არა, ყველა დარჩენილ მატჩშია საჭირო. “რომას” შემდეგ ფურცელზე თითქოს უფრო მარტივი მატჩები გველოდება, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში ეს სულაც არაა ასე და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს. “მილანთან” კონკურენცია უკვე ნამდვილი ბრძოლის სახეს იღებს. დაუმარცხებლები ვართ და ეს ჩვენთვის სიამაყის საგანია, მაგრამ ამის შენარჩუნებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ სეზონის ბოლოს ის გარკვეულ მიზნამდე მიგვიყვანს. ” -აცხადებს მარკიზიო.
წყარო: “იუვენტუსის” ოიციალური ვებ-გვერდი
სკუდეტომდე 2 ფინალი დაგვრჩა (რომა-კალიარი)
ლეჩე-ნოვარა-ატალანტა-ჩეზენა მიიგუდებიან!!!
იტალიის თასზე ნაპოლთან სერიოზული მატჩი გველის…
და შემდეგ მილანთან პეკინში სუპერ თასის ფინალი
მაგრამ ამისათვის დღეს რომასთან გამარჯვებაა საჭირო
გუშინ საშინელება მესიზმრა
იუვე-რომა ფრედ დასრულდა და მილანი ისევ პირველზე გადავიდა
არააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!
ეგრე მე დამესიზმრა რომ იუვემ ნაპოლთან 3-0 წააგო და ყველაფერი პირიქიტ მოხდა:)
დელ პიეროს იუვეში ყოფნის დროს ანუ იმ 700 მატციდან რაც მან ითამაშა გუნდმა მოიგო 387 მატჩი 176 ფრედ იტამაშა და 137 მატჩში დამარცხდა
სულ კი იუვემ მისი ყოფნის პერიოდში ანუ 1993 წლიდან იუვემ 944 მატჩი ჩაატარა აქედან 519 მოიგო 261 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 164 წააგო ბურთების სხვაობა კი ასეთია 1619 – 886 ანუ 733-0
მემგონი ცუდი სტატისტიკა არ უნდა გვქონდეს
მთავარია წელს წაუგებლად დავამთავროდ.
irakla1001 მეც დავაკვირდი მაგას და ძალიან მესიამოვნა.. აფასებს ვინც ასწავლა და იუვეში დაამკვიდრა(შრომასთან და ვარჯიშთან ერთად)იმედია წელს 2ივე ტიტულს მოვიგებთ და მაისურზეც 2 ვარსკვლავი დაგვემატება.. 1 ოქრო და II ვერცხლი :) ვარსკვლავს ველოდები 27 წლიდან რო ახალი ფორმა ვიყიდო და იმედია წელს მაინც მეღირსება მე ფორმა და ჩვენ ტიტულები :)

აუ ერთი ფორმის თრევა მეც ინდა მარა ბათუმში ახალი ფორმები საერთოდ არაა არადა რეალის და ბარსას ახალი ფორმები ყრია ყველგან,,,,
აბა რა ხორცა იუვე
სკუდეტო თუ მოვიგეთ და თასიც უეჭველი ვითრევთ მაგარ თავდამსხმელს

ისე ყველაზემეტად რასაც ამ მარკიზიოში ვაფასებ(რათქმაუნდა იმ დიდი სამუშაოს გარდა რომელსსაც მოედანზე ასრულებს) ის არის რომ როცა ალექსი გამოდის თუ დაკვირვებულხართ შეტევის დროს ყოველთვის ალექსს აძლევს პასს რომ იმან გაიტანო,,ლაციოსთან მატჩში ეს კარგად გამოჩნდა იმენა ყველა შეტევაში სადაც ამან ბურთი მიიღო მერე ალექსს გადასცა

ჯუანი ბურდისო არა ყავთ მარა ესენი აღარს მოიაზრებიან ძირითადის ფეხბურთელებათ
რომა უნდა გავგუდოთ
3-5-2 წყობა თუ იქნება ჯაკე მინდა სასტავში 
au რა ამგარი იქნება წაუგებლად რო მოვიგოთ იტალიაში ხოა რავის მოუგია ეგრე
სულ იტალიის ჩემპიონატში 2 ჯერ დაფიქსირდა გუნდის წაუგებლად დასრულება აქედან ერტმა ანუ პერუჯამ 1978-79 წლებში 30 მატჩში 12 მოგება 19 ფრე ითამაშა ამის მერე კი 1991-92 წლებში მილანმა ჩემპიონატი ისე მოიგო რომ წაგება არ ქონია 34 მატჩი 22 მოგება და 12 ფრე სულ კი წაუგებელი სერია 1991 წლის 1 სექტემბრიდან 1993 წლის 31 ოქტომბრამდე გასტანა და საერტოჯამში 38 წაუგებელი სერია გამოაცხო ჩვენ კი წინა სეზონში ბოლო მატჩი არ წაგვიგია და ამ სეზონის 32 ანუ კიდევ 7 მატჩი გვინდა რომ აღარ წავაგოთ და იუვე პირველი გახდება.
“დაუმარცხებლები ვართ და ეს ჩვენთვის სიამაყის საგანია”

ზუსტად ეს სიამაყე გახდის იუვეს ჩემპიონს
მიზანი კი ახლა უკვე მხოლოდ ერთია სკუდეტოს და თასის ოგებ

შენი და გუნდის იმედი გვაქვს კლაუდიო, ბოლომდე იბრძოლეთ ბიჭებო..წელს 2 ტიტულით გაგვახარეთ
