დიეგო : “იუვენტუსის” წარმატება გამიხარდება”
რთულია, დიეგო რიბას და კუნიას ტურინულ კარიერას შთამბეჭდავი უწოდო, თუმცა ფაქტია, ბრაზილიელი ნახევარმცველი ყოფილი გუნდისადმი სიმპათიებს არც ახლა მალავს.ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოში” მოთამაშე ტრეკვარტისტა გუშინ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.Mediaset Premium – თან საუბარში დიეგომ როგორც ახლანდელ, ისე ყოფილ გუნდზე ისაუბრა : “ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ლიგის ფინალში გასვლა მოვახერხეთ.რთული მატჩი გველის და მაქსიმალურად შევეცდებით, მიზანს მივაღწიოთ.არ ვიცი, რა ვღირვარ, ეს უფრო “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობის საქმეა, მაგრამ კარგ სეზონს ვატარებ და ეს მახარებს.”იუვენტუსი” ? – ბედნიერი ვარ, რომ ეს გუნდი წარმატებით ასპარეზობს, ისინი სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოს არიან.საკუთარი წარმატების შემდეგ ბიანკონერების გამარჯვება განსაკუთრებით გამიხარდება.”
მაგრად მომწონს ეგ ფეხბურთელი. მეც მაგრად შემეცოდა ეგა.
4-3-3 ტაქტიკაში ეგა ფლანგზე მაგრად ჩაასწორებდა ვუჩინიჩთან ერთად.
ეს რო გაუშვეს მანდ შეცდნენ რააა უმაგრესი კაცია ყველაფერი აქვს მას რაც დღეს გვჭირდება ჩვენ პასი,დარტყმა დრიბლინგი და რავიცი რააა უმაგრესი კაცია და სულ მიხარია ამისი წარმატება იმედია ტურინში დაბრუნდება როგორც კასო დააბრუნეს
seba
ცენზურა
ბოდიში რა. თავი ვერ შევიკავე.

მაგრად დამწყდა გული ეს რომ გაუშვეს :cry::cry:
მე დღემდე ვფიქრობ რომ ნორმალურად თამაშობდა.. უბრალოდ ფორვარდები არ გვივარგოდნენ..
და ძალიან ბევრს თხოვდნენ იმ პერიოდში დიეგოს.. ნედვედი ახალი წასული იყო, ტრეზეგეც, ხო და ამათი ვტირთი დიეგოს აკიდეს, პლიუს ლიდერობაც უნდა ეტვირთა ანუ ალექსაც უნდა შეეცვალა : DDD
ლამის ყულფში გააყოფინეს საწყალ დიეგოს თავი
d a v i d
ალბათ გინდოდა გეთქვა დელ ნერი
პ.ს. არ იყო იტალიაში ამისი ადგილი…
არა კონტემაც ხო ათამაშა? ამერიკაში რო იყო იუვე ტურნეზე? თუ ვცდები ნეტა
არა კაცო კონტეს დროს სადღა იყო ეს
ეს კონტეს სქემაში ვერ ჩაჯდა თორე კარგი იყო, კონტესაც ქონდა იმედი მეორე ფორვარდადაც ათამაშა მარა შეატყო რო ვერ იყო ის რაც კონტეს უნდოდა.. ისე კი ძაან მაგარი ფეხბურთელია
ეს არ უნდა გაეშვათ
ამისთვის ეცლიათ ცოტა ეგრევე რო გაუშვეს
უნიჭო ფორვარდები ჰყავდა წინ, ამაურის და იაკინტას ვგულისხმობ, განსაკუთრებით უფორმობა დაემთხვა დიეგოს პერიოდს, ამაურის გოლი არ გაუტანია ფაქტიურად
წინ თუ გამტანი ფორვარდები არ გყავს, რთულია იმ წყობაში კარგად თამაში..4-3-1-2 თამაშობდა ფერარა და ძაკერონი..
ჩუვაკიაა
გაიხარე))
კაი კაცია დიეგო, უბრალოდ იუვეს ვერ მოერგო. ძალიან დიდი
დატვირთვა მიდიოდა მასზე
მეკიდე შენი დაბრუნება გამიხარდებოდა