კონტე: ” ეს ისტორიული მომენტია “
ხვალ ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩს “კალიარისთან” გამართავს. “ბიანკონერები” “მილანს” ერთი ქულით უსწრებენ და “სტადიო დელა როკაზე” მხოლოდ გამარჯვებისთვის აპირებენ გასვლას. მთავარი მწვრთნელი შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს…
” ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ამდენი წლის მერე ისევ გვიწევს ასეთი მნიშვნელობის მატჩებში თამაში. ეს ყველაფერი შტაბის, ფეხბურთელებისა და მთლიანად კლუბის მიერ გაწეული შრომის შედეგია. უნდა ვამაყობდეთ, რომ მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი და ისევ “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ვართ, ეს მოტივაციისათვის კიდევ ერთი საბაბია. ”
” გუნდი ისე ერთიანია, რომ ერთმანეთის ერთი შეხედვითაც გვესმის. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ყურება, თუ რას გრძნობენ ირგვლივ, არ მესმის, რატომ უნდა შეიცვალოს ეს ხვალ. ჩემპიონატის ამ ეტაპზე ვხვდები, თუ რა კარგი გუნდი გვყავს. ეს ფეხბურთელები ყოველთვის იმსახურებდნენ ჩემს ნდობას. მოუთმენლად ველით ხვალინდელ დღეს, როცა ბევრი რამ გადაწყდება. ”
“ლეჩესთან” მატჩის შემდეგ, ყველას ისევ მოედანზე დაბრუნება და თამაში უნდოდა. ეს მძიმე დარტყმა იყო, ღამით მხოლოდ საძილე აბების საშუალებით თუ დავიძინეთ. მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვმატებს შემართებას, გვინდა დავიწყებას მიეცეს წინა ოთხშაბათი. ფეხბურთი ყოველთვის სენსაციებითაა სავსე, მაგრამ მთავარი აწმყოა. გვინდა რაღაც სუპერ-ექსტრაორდინალურს მივაღწიოთ. ”
” ყოველთვის ვამბობდი, რომ გამარჯვებისათვის თავი, გული და ფეხებია საჭირო, ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით. ბიჭები მზად არიან და აქვთ რწმენა, იციან, რომ ეს ისტორიული მომენტია. ”
” ჩემპიონატის დასრულებამდე ორი კვირით ადრე “მილანზე” ერთი ქულით წინ ვართ და ამის ყურება სასიამოვნოა. შანსი გვაქვს “იუვენტუსის” ისტორიაში ჩვენი გვერდი დავწეროთ, არა მგონია, კიდევ რამით შეიძლებოდეს ფეხბურთელების მოტივირება. პეპე? ის უკვე გამოჯანმრთელდა და 100% -ით მზადაა სათამაშოდ. ” –აცხადებს კონტე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
juვე მაგარია.ჩემპიონები ვართ დგეს ვიგებთთთთ.

am statiis cakitxvis shemdeg tamze jruantelma damiara,


is uxsenebeli gundi pres mainc gaagorebs milantan,chven ki iasnia gavxevt shuaze ,da nanatri skudetoc dagvibrundeba!!!!!
“ლეჩესთან” მატჩის შემდეგ, ყველას ისევ მოედანზე დაბრუნება და თამაში უნდოდა

მეც ფეხბურთელი ვარ მოზარდი, ეს გრძნობა ნაცნობია, როგორ უნდათ თამაში წარმომიდგენია, გაარღვვენ კალიარის, იმის თქმაც არ მინდა, რომ რთული მატჩი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ მოგება
კალიარის თუ მოვუგეთ ატალანტასაც გავხევთ და ნაპოლსაც ტასზე ეს თუ ვერ მოვიგეთ ვერც ატალანტას ვერ მოვუგებთ ვერც ნაპოლს

გეთანხმები ძმა ხვალე ყველაფერი უნდა ქნან და უნდა მოუგონ ფინალია იუვესთვის
ვალერ ხვალე ხო 22:45 -ზეა
” ყოველთვის ვამბობდი, რომ გამარჯვებისათვის თავი, გული და ფეხებია საჭირო, ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით. ბიჭები მზად არიან და აქვთ რწმენა, იციან, რომ ეს ისტორიული მომენტია. ” რა მაგარიიი კაციააა

საშინლად მეშინია ამ თამაშის, ძალიან ვნერვიულობ, მეშინია იმის, რომ ესე ახლოს ესე იქვე 8 ცაზე მე9ს ნაბიჯად, და უცბად არ დავბრუნდეთ უკან.
ბათუმლებო ჰა ვუყურებთ თუ არა ერთად ამ თამაშს?
ჩემი სკაიპია tupac_amaru_shakur91 მომწერეთ ახა ვინმე თუ ხართ აქ ბათუმელი
ki მე ვარ ძმა რამხელა სკუპე გაქ :D:D მე დამამტე ბრატუხა :D:D

giorgi1228
მეც ბათუმელი ვარ ბრატცი
damamate zma giorgi1228
juventuss ro unda tu yavs ukve ar vici axalgazrda mekare roa ar icit saxeli adre iyo statiac magaze
ნიკოლა ლეალი
პეპე მინდა ძირითადში !
conte sagool magari kaci xar :)) xval vigebt uechveli cagliaris mosagebi sadaa :))
პეპე ათამაშოს ნეტავ ძირითადში, მარჯვენა ფლანგზე :))
ინტერი უეჭველი უგებს მილანს და ჩვენს ფორით კალიარს..

მაძაგძაგებს უკვე , რაც მე ნერვიულობა მომიწევს ლეჩე მაინც მოგეხაზება , რა უნდათ შენნაირებს სერია A ში