კუალიარელა : ” სკუდეტო მარცხის გარეშე ”
” მოიპოვო სკუდეტო ისე , რომ ჩემპიონატის მსვლელობის დროს ერთი მარცხიც არ იწვნიო , შესანიშნავი გრძნობაა . ჩემთვის ეს იქნება განსაკუთრებული მოვლენა , რადგან კარიერის განმავლობაში პირველი სკუდეტო მოვიპოვე . მინდა ეს ბედნიერება გავუზიარო იმ ადამიანებს , რომლებიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩემს გვერდში იდგნენ და მამხნევებდნენ – დიდი მადლობა ჩემს ოჯახს ! დასაწყისში ყველაფერი რთულად იყო , რადგან არ მქონდა სათამაშო პრაქტიკა , გამომდინარე იქიდან , რომ თავდასხმაში უამრავი ფიგურა ირიცხებოდა . ყოველთვის იყო რისკი , რომ თუ ერთ თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა , მეორესთვის შესაძლოა ტრიბუნებიდან გედევნებინა თვალი , თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით . სკუდეტო კი მშვენიერი საჩუქარია იმ შრომისა , რაც მთელი სეზონის განმავლობაში გავწიეთ ” .
წყარო : TuttoJuve
ბრავო იუვე.კარგა ხანია ამას ველოდებოდით.ახლა ლიგის ჯერია.

კვალია
