“კალიარი” 0-2 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ “კალიარის” წინააღმდეგ მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.
ბუფონი – შეფასების გარეშე – მთელი მატჩის განმავლობაში საქმე არ ჰქონია, საბედნიეროდ, შეხვედრამ უშეცდომოდ ჩაიარა.ერთადერთი სახიფათო დარტყმა პინილიამ შეასრულა, თუმცა არაზუსტად.
ბარძალი 6.5 – საიმედო.ტიაგო რიბეირო ცდილობდა, ანდრეას დაბრკოლება გადაელახა, თუმცა იტალიელი სრულიად აკონტროლებდა დაცვის ხაზს.
ბონუჩი 7 – გააკეთა საგოლე პასი ვუჩინიჩზე, რომლითაც “იუვენტუსმა” ანგარიში გახსნა.
კიელინი 6.5 – პასებში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა იბრძოდა ბოლომდე, ნებისმიერ ბურთზე.მიიღო ყვითელი ბარათი.
ლიხტშტაინერი 6 – პინილიასთან შეჯახების გამო მიიღო საკმაოდ მძიმე ტრავმა.
კასერესი ( 26 – ე წუთიდან ) 6 – ითამაშა უკეთ, ვიდრე წინა მატჩში, მარცხენა ფლანგზე.
ვიდალი 6 – ერთ-ერთი შეჯახების დროს მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც მეორე ტაიმში მოედანი დატოვა.მსაჯმა გააფრთხილა, სეზონის ბოლო მატჩს ჩილელი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
ჯიაკერინი ( 53 – ე წუთიდან ) 6 – როგორც ყოველთვის, იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და საიმედო.
პირლო 6.5 – ჯეიმ ჯონსს ჰგავდა, რომელიც 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა აქ.ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში პოულობდა თავისუფალ თანაგუნდელს.
მარკიზიო 7 – ნადირობდა ბურთზე.ჭრის ბურთებს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
პეპე 7 – აგრესიული.ტრავმის შემდეგ ორმაგად ენერგიული დაბრუნდა.იყო აქტიური და გოლის გატანაც არაერთხელ შეეძლო, თუმცა აგაცი მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა.
მატრი 6 – ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დიდი არაფერი გამოუვიდა.სუსტად გამოიყურებოდა.
ბორიელო ( 71 – ე წუთიდან ) – იყო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლებმაც მეორე გატანილ გოლში მონაწილეობა მიიღეს.
ვუჩინიჩი 7 – გაიტანა “ოქროს” გოლი, რომლითაც “იუვენტუსმა” სკუდეტო მოიპოვა.
წყარო : La Stampa
ბუფონი ერთ ერთი იმ ფეხბურთელთაგანია რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვაფასებ,როგორც ფეხბურთელსაც და როგორც ადამიანს, მარა ამასწინებზე ძმაკაცმა მითხრა რომ მისი ნათესავის თუ ძმის ცოლთან ქონია რაღაც ურთიერთობა.. ხო არ გსმენიათ რამე?
კარგი სტატიაა, მაგრამ რა დაგემართათ ხალხო, რა GMG ის კომენტატორებივით ლაპარაკობთ ბუფონზე, საბედნიეროდ, შეხვედრამ უშეცდომოდ ჩაიარა ეს, რა იყო, ათასში ერთხელ თუ შემცდარა ასე, რა გადაეკიდეთ, ბუფონი არის საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ადამიანი, როგორც ჩანს ყველა ტელევიზიით თუ სტატიით
ბიჭებო ლიხშტო როგორ არის დაწერეთ რაა.
აუუ ინტერმა რო შეაგდო რა ამბავი იყო მართლა ეეე აი დაანგრიეს სტადიონი :D
გეგონება ჩვენ შევაგდეთ გოლი მომწონს ეს დაძაბული სიტუაციები რა
კონტე რა დგეში იყო ანგარისებს როგორ აგებინებდა ბიჯებს

0-1 რო იყო ძაან დაძაბული ვუყურებდი თამაშს
რა ამბავი ატყდა სტადიონზე ინტერმა რო შეაგდო
