ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ჩვენ “ცუდი ბიჭების” ადგილი არ გვაქვს “

ტურინში ამ ეიფორიას დიდი ხანი ელოდნენ. დღესასწაულის მონაწილეები მხოლოდ გულშემატკივრები კი არა, გუნდის ხელმძღვანელებიც არიან. ბეპე მაროტა მიღწეულ წარმატებაზე ჟურნალისტებთან აღტაცებით საუბრობს და კლუბის სატრანსფერო მომავალს განიხილავს…

” არც კი მიძინია, დიდი აღტაცებაა ჩვენს ირგვლივ. წარმოუდგენელ მიზანს მივაღწიეთ, ამაზე სეზონის დასაწყისში არავის უფიქრია. რამდენიმე კომპონენტის შეთანხმებული სწორი მუშაობით ოცნება რეალობად ვაქციეთ. ანტონიო კონტეს ფაქტორი გადამწყვეტი იყო, ჩვენი რესურსები მან მაქსიმალურად გამოიყენა. ”

” რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “სკუდეტო” მოვიგეთ, რადგან ეს გუნდი დიდებულია პრიმა დონას გარეშეც. გუნდი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ისე, რომ ეს ბალანსი არ დაირღვეს. პრესაში მსოფლიო დონის ფეხბურთელებზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ კარგი ფეხბურთელები კი არა, კარგი ადამიანები გვჭირდება. არ გვინდა ის ყველაფერი დაიკარგოს, რაც ამ წელს შევქმენით, გუნდი, რომელიც მუდამ ძალიან ბევრს შრომობს და არასოდეს ნებდება. “ცუდი ბიჭებისთვის” ადგილი არ გვაქვს. ”

” ვან პერსი? მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ “არსენალთან” კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მეც მხოლოდ აზრის გამოხატვა შემიძლია. კონკრეტული გვარების დასახელება არ მინდა, ეს ამ ფეხბურთელებისა და მათი კლუბების მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა. ბორიელოს გამოსყიდვის საშუალება 20 ივნისამდე გვაქვს, ამ დროში მოცემულ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. თავიდან პრობლემები შეექმნა, მაგრამ შემდეგ ძალიან დაგვეხმარა. კონტეს ყოველთვის ჰქონდა მის მიმართ სიმპათიები. ”

” რაც შეეხება ელიას, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ერთი წელი გუნდის ნაწილად ქცევის კუთხით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “სერია ა” “ბუნდესლიგისგან” განსხვავდება და მიდგომის შეცვლის აუცილებლობას თავადაც გრძნობდა. უდაოდ სჭირდება მუდმივი სათამაშო დრო. გვიხარია, როცა ვეხმარებით ჩვენს ფეხბურთელებს მაშინ, როცა ეს სჭირდებათ. მაგრამ იტალიის თასის ფინალამდე არანაირი შეხვედრა არ იგეგმება. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

54 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giigga
12 years ago

ჰალკი

lasha naxucrishvili
12 years ago

დავიჯერო 1 მაგარ თავდამსხმელს ვერ მოიყვანენ :!:
მოდი წინასწარ არ ვინერვიულოთ დაველოდოთ ტრანსფერების დრო რო მოვა ვნახოთ აბა რას იზავენ.

bacho kochlashvili
12 years ago

ცუდი ბიჭები არ გვინდაო უეჭველი სუარესზეა ლაპარაკი და საერთოდაც ამით თავის თავს თავის უერთადგილობას იზღვევს გეუბნებით მე თქვენ ისევ ტრიესტინა კროტონეს ფეხბურთელები გველიან :chuvak:

BuA SeBo
12 years ago

რა გინდა ცუდი ტრანსფერები გააკეთაა ? ყველამ არ გაამართლებს და ვერც გაამართლებს…

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  BuA SeBo

და ვინ თქვა რო ცუდი ტრანსფერები გაააკეთა, ბრალოდ ჯერ ამის რეალურად რას წარმოადგენს არ გამოჩენილა და საუბრობს ისე თითქოს არავის მოყვანას არ აპირებენ ტოპ ფეხბურთელის მაგას ვამბობ მეც დაველოდოთ და აგეწრ მე და აგერ შენ ნეტა მარტლა მოიყვანოს მე ეგ არ მეწყინოს :chuvak:

lasha naxucrishvili
12 years ago

ბორიელო არ გამოისყიდონ რა ! ეხლა გამოჩნდება რისი თავი აქ ამ მაროტას და საერთოდ იუვეს ხელმძღვანელობას ლიგაზე უნდა გავიდეთ ამიტომ ძაან ძლიერი ფეხბურთელები გვჭირდება თავდასხმა ყველაზე დიდი პრობლემაა.

12 years ago

სუარესზეა საუბარი, ცუდი მიჭები არ გვინდაო :lool: :lool:

levani gordadze
12 years ago

ეს კაცი როგორ მიშლის ნერვებს :mad:

| Newsphere by AF themes.
54
0
Would love your thoughts, please comment.x