პოგბას საგა დასასრულს მიუახლოვდა
Corriere Dello Sport – ის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსმა ” როგორც ჩანს დაარწმუნა პოლ პოგბა იმაში , რომ კარიერა არა ” მანჩესტერ იუნაიტედში ” , არამედ ბებერ ქალბატონში გააგრძელოს . პოგბას საგა , უკვე ექვსი თვის მანძილზე , გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა . 19 წლის , უნიჭიერესი ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება , რომლის შემდეგაც თავისუფლად შეეძლება ” იუვენტუსსში ” ჩარიცხვა ყოველგვარი საფასურის გარეშე ( ტურინელები მხოლოდ და მხოლოდ კომპენსანციის სახით 350 000 ევროს გადაიხდიან ) . იტალიური წყაროების მტკიცებით , პოლ პოგბა აპენინებზე კვირაში 23 000 ევროს მიიღებს , რომელიც წელიწადში 1.2 მილიონი გახლავთ . ‘
ოოო ეს საინტერესოა ვიდეოებიდან მაგარი ჩანს იმედია იუვეში გაქაჩავს წარმატებები პოლ