დავიდსი : ” დღევანდელი გუნდი – რეალურ ძალას წარმოადგენს ”
გუნდის , პირადი მუზეუმის გახსნას , ედგარ დავიდსიც ეწვია , რომელმაც TuttoJuve.com – ს მცირე ინტერვიუ მისცა …
ედგარ , მუზეუმის გახსნისთანავე , თქვენც თითქოს წარსულში გადაინაცვლეთ …
” დიახ . გამახსენდა ის ბრწყინვალე დრო , როდესაც არა ერთი ტიტული მოვიგეთ . ვფიქრობ , ეს საკმაოდ კარგი ინიციატივაა . ადამიანები უფრო უკეთესად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ” იუვენტუსი ” და შეიტყობენ მისი ისტორიის შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს ” .
მეორე კლუბი , რომელსაც თქვენს გულში გამორჩეული ადგილი უჭირავს არის ” აიაქსი ” . ამსტერდამელებმა უკვე დიდი ხანია რაც საკუთარი მუზეუმი გახსნეს…
” დიახ , თუმცა ის ოდნავ განსხვავებულია , იუვესთან განსხვავებით , ” აიაქსის ” მუზეუმი ქალაქის ცენტრში მდებარეობს ” .
მოგწონთ დღევანდელი იუვე ? რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე მეტი შთაბეჭდილება ? დღევანდელ გუნდს , იმ ლეგენდარულ კოლექტივს ადარებენ , რომელშიც თქვენც ბრწყინავდით …
” მომიწია რამდენიმე მატჩისთვის თვალყურის მიდევნება და ფეხბურთელების მაქსიმალური თავგანწირვა თითოეულ დაპირისპირებებში საოცარი რამ იყო . ეს ნამდვილად რომ რეალური ძალაა უკვე . თუმცა , შედარებებისგან მაინც შევიკავებდი ჯერ ჯერობით თავს ” .
ფეხბურთელი , რომელიც სათამაშო მახასიათებლებით ძალიან გგავთ , არის არტურო ვიდალი . იმსახურებს იგი თქვენში სიმპატიებს ?
” მთავარია , რომ ფეხბურთელმა ყველა გააკვირვოს , მაგრამ ისეთი გუნდი როგორიც ” იუვენტუსია ” უმაღლესი საფეხბურებითვის უნდა იბრძოდეს და ისეთ მოთამაშეს კი არ უნდა ეძებდეს , რომელიც აქ რამდენიმე წლის წინ ასპარეზობდა ” .
წყარო : TuttoJuve.com
დავიდსი
ჯერ ადრეა ამათი შედარება..კრასიჩივით არ დაემართოს ნედვედიაო აქ ბევრი ყვიროდა….
ხო ეგ მეც მახსოვს არამარტო აქ მთელი იტალია მაგას იძახდა მარა კი მოჯდა სკაზე
დავიცის შედარება ვიდალთან არა რა არ გამოდის
იმედია ვიდალი დავიდსზე უკეთესი იქნება და ტიტულებიც მეტი ექნება . (იუვესთა ერთად)