ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?

შესაძლოა ტურინის ” იუვენტუსმა ” სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც კი გაიფორმოს რამდენიმე ფეხბურთელი . უმთავრესი მიზანი ტურინული კლუბის ხელმძღვანელობის , კვლავინდებურად რჩება მაღალ კვალიფიციური ფორვარდის შეძენა . იმ ინფორმაციების მიხედვით , რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვკითხულობთ აპენინური პრესის ფურცლებზე , მაშინ არ იქნება ძნელი იმის გაგება , თუ ვის გარშემო ტრიალებს პარატიჩი – მაროტას დუეტი . ოთხი ფორვარდი , ოთხი შესაძლო გზა გუნდის გაძლიერებისკენ , ოთხი შესაძლო კანდიდატი , რომელმაც უნდა იტვირთოს ის რაც წელს გუნდის წინა ხაზს რეალურად გაუჭირდა . ბატონებო და ქალბატონებო თქვენს წინაშე არიან რობი ვან პერსი , გონსალო იგუაინი , ედისონ კავანი და ლუის სუარესი …

გუშინ ერთხმად რამდენიმე საკმაოდ ავტორიტეტული გამომცემლობა აჟღერებდა ინფორმაციას , რომ ფაბიო პარატიჩის ნამდვილი ” რეიდი ” ჰქონდა განხორციელებული გონსალო იგუაინის წარმომადგენლებზე  . იგი შეხვდა მის მამას და ასევე ძმას . როგორც ჩანს , პარატიჩიმ მიაღწია შეთანხმებას არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან . ანუ ის საჭირო სიტყვა რისთვისად ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა ტურინული ლეგიონი მიღწეულ იქნა – ანუ ” დიახ ” . მაგრამ , პარალელურად გაჟღერდა სენსაციური ინფორმაცია , რომელიც ჯუზეპე მაროტას უკავშირდება . ბიანკონერის გენერალური დირექტორი , მაშინ როდესაც პარატიჩი იგუაინის აგენტს ესაუბრებოდა ტრანსფერზე , ჯუზეპე ლუის სუარესის საფეხბურთო აგენტს პეპე გუარდიოლას ესაუბრებოდა ( დიახ , იგი ბარსელონას უკვე ექს თავკაცის ძმა გახლავთ ) . შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს , თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა სეზონი წაუგებლად დაასრულა და მოიპოვა ჩემპიონობა , იუვენტუსს ” არას ” უკვე ვერავინ ეუბნება . მაროტამ იუვენტუსს მეორე ” დიახ ” მოუტანა . მაგრამ ეხლა უკვე საქმე თავად ინგლისურ კლუბთან უნდა დაიჭირონ . მაროტა მზადაა 20 მილიონი გადაიხადოს , მაშინ როდესაც ბრიტანელები 30 – ს ითხოვენ . შესაძლოა შეთანხმება 25 მილიონზე მოხერხდეს .

რაც შეეხება რობი ვან პერსის , გამომდინარე იქიდან , რომ მისით დაინტერესდა მანჩესტერ სიტი , სავარაუდოდ ტურინელებისთვის იკეტება გზა , რადგან აუქციონზე კლუბი არაფრის დიდებით არ აპირებს ჩართვას .

და ბოლოს . იტალიური პრესის დღევანდელი ინფორმაციით , იტალიის 30 გზის ჩემპიონი პირველ ნაბიჯებს დგამს ურუგაველი მატადორის , ედისონ კავანის შესაძენად . გუნდი მზადაა 5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს მას , წლიური 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით , რაც გაორმაგებულია იმ თანხის , რასაც ეხლა იღებს ელ მატადორი დე ლაურენტისის კლუბში .

წყარო : tuttosport ; tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

98 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
12 years ago

მე აქედან 2 კაცს ვიყიდიდი კავანი და სუარესი ამ ტრანსფერებისთვის 50 ლიმონს გადავიხდიდი და დარჩენილ 30 + ელია, კრასიჩი, ციგლერი, მელო, გროსო, ესტიგარიბია, კვალიარელა
ამათგან აღებული ფულით კი 3 ფლანგელ ნახევარ მცველს და 2 მცველს მარცხენა და ცენტრალურს ავიყვანდი
აი ისინიც ვერტონგენი, კოლაროვი, ნაინგოლანი, ლავეცი, რამირესი.

irakli kobeshavidze
12 years ago

პირლოს შემცვლელად მარტო მოდრიჩს უყურებ მეეე…. ძალიან გავს პირლოს მანერებს

ika_2488
12 years ago

მე სუარესი ან იგუაინდან მირჩევნიე ან ორივე ერთად და სნეიდერი პირლოს შემცვლელად და რა გინდა მეტი :forza:

ika_2488
12 years ago

კავანი შემძულდა შარშან თუ გახსოვთ 3-0 რომ მოგვიგეს და თავით რომ გაიტანა რაგას საწაული გოლი აი მაგის შემდეგ მDულს და არ მინდა იუვეს მაისურით მაგის ხილვა :blin: :blin: :forza: :forza: :forza:

Nodari gogaladze
12 years ago
Reply to  ika_2488

ეგ არაფერია, ასმაგად უფრო მაგარ გოლს გაუტანს ნაპოლის იუვეს მაისურით :forza: აუ ნეტა კავანი მოვიდეს და 130 % მგონია რომ გაამართლებს გაცემულ ავანსებს :forza:

Nodari gogaladze
12 years ago

თასიც მოვიგოთ მერე საერთოდ ვინ გვეტყვის უარს :chuvak: :juvee:

Nodari gogaladze
12 years ago

მატრი, კვალიარელა,ვუჩინიჩი, კავანი და რამირესი კარგი იქნებაა :forza: :forza: :forza:

Nodari gogaladze
12 years ago

იგუაინის გარდა ნებიმიერს ვიხილავდი ჩემს იუვეში, მაგრამ განსაკუთრებით მატადორს.. კონტესი და ჩემი ფავორიტიც ეგ არის, მოდი ედინსონ!!!!! :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

კავანი ყველაზე სუსტია სამეულში

irakla1001 horbenadze
12 years ago

ნუთუ შენ ამბობ ამას?? თუმცა ვინც კონტეს უნდა ისაა ხო ძლიერი/.. :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

იგუაინზე და ვანპერსიზე სუსტია როა მაგი არაა საკამათო
კონტე თუ მოიყვანს მერე არ ვიტყვი რო სუსტია
ცოტა ქვევით ჩაიხედე და მიხვდები რატო დავწერე :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კავანის გარდა ლუბოი

nugo1387
12 years ago

შენ გეტყობა ფეხბურთის აზრზე არა ხარ ხო? :D:D

Nodari gogaladze
12 years ago
Reply to  nugo1387

მართალი ხარ ძმაო, რა უნდათ კავანისტან ვერ გავიგე, მაგაზე ლამაზ,ძლიერ და საკაიფო გოლებს რომელი იტანს ერთი ?! :mda:

Nodari gogaladze
12 years ago

კაი მაგას რა პონტში ამბობ?????????

irakla1001 horbenadze
12 years ago

კაია რომელიმე მოვიდეს ან ორი მათგანი.. მინიმუმ 2 კაცი გვჭირდება თავდასხმაში 1 აუცილებლად სტრაიკერი და მეორე ალბათ მეორე ფორვარდი და ალბათ სება :forza: :forza: ეს მინიმუმ.. თორე ისე 3 დამატება შეილება, ოღონდ გუნდიდან უნდა წავიდეს ან მატრი ან ბორიელო ნუ ალექსას მაინც არ იტოვებეენ

12 years ago

მმატრი, კუალიალერა, ვუჩინიჩი, ლავეცი და იგუაინი ალბათ ესე იქნება თავდასმის ხაზი :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

forza bianconeri
12 years ago
Reply to 

ლავეცი პსჟ ში გადავიდა

12 years ago

ის ლაპარაკობთ თითქოს, ვისაც მოიყვანენ იმის იმედზე უნდა ვიყოთ, ტრამვას მიიღებს და არ ვარგა, რა ხდება ვერ გავიგე, ჯერ აქედან დავიწყოთ ჩვენი წლევანდელი თამაში, თავისუფლად შეუძლია რამდენიმე გამოტოვებული თამაში ნახევარდაცვამ და დაცვამ შეავსოს გოლებით, ამ ყველაფერ პლიუს, სავარაუდოდ მატრი და კუალიალერა დარჩები, რაც კარგია, ხო ვუჩინიჩიც რა თქმა უნდა და ამათგან კიდე ვინმე, რომ მოვიდეს კონკურენცია ნახე მერე, ანუ საბოლოო ჯამში მომავალ სეზონში ერთერთი საუკეთესო თავდასხმაც გვეყოლება, დაუკვირდით მატრი და კუალიალერას საშუალო დონის, მაგრამ მოუმატებენ, პლიუს ვუჩინიჩი ძირითადში და ამათგან რომელიმე უფრო კავანი, მარა გამორიცხული არაა კავანი და იგუაინი, რომ ერთად იყიდონ :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

12 years ago

99% დარწმუნებული ვარ,რომ იგუაინი ან კავანი თუ გადმოვიდა,გაამართლებენ და თან როგორ. პერსი და სუარესი ვერ წარმომიდგენია,რომ წლების განმავლობაში ჩვენი კალიბრის გუნდისთვის ნომერ პირველი შემგდები იყოს.სუარესი მითუმეტეს,პერსი უფრო ტრავმების გამო,სადმე დაიმტვრევა შუა წელს უეჭველი,კავანი ან იგუაინი შექმნიან მგონი ეპოქას.

Nodari gogaladze
12 years ago
Reply to 

კავანი, იგუაინი არ მგონია

besiki777
12 years ago

ფალკაოზე არაფერს ამბობენ არადა ძაან მაგარია. დაგვხატავდა ეგ ბიჭი

ბენიამინ
Reply to  besiki777

ძალიან მაგარია კი! ამ სიაში ალბათ პირველზე დავაყენებდი, მაგრა სიტის უნდა და ხვდები ალბათ რა თანხასაც გამოდის შეიხ მანსურ აქლემა

12 years ago

აქედან ვინც არ უნდა მოიყვანონ ორი აზრი არაა იუვეს პოტენციალი ერთიორად გაიზრდება.. წელს აშკარად დამრტყმელი ფორვარდი გვაკლდა,

ამათგან პერსი ყველაზე გიჟია მაგრამ მისი ყიდვა რისკია
სტილის მიხედვით ალბად უფრო კავანი,
ყველაზე საიმედო ტრანსფერი ალბად უფრო იგუაინი!!!
ვნახოთ რა მოხდება

nika kakabadze
12 years ago

აქედან ყველაზე ნაკლებად იგუაინი მინდა :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

როგორც ვამჩნევ კავანის დათრევის შანსები გაიზარდა :forza:
ხელფას უორმაგებენ იუვე ნაპოლის ყველაფრით ჯობია რატომ უნდა თქვას უარი არ მესმის :chuvak: მაგრამ ნაპოლის პრეზიდენტი ჩაშლის ყველაფერს ალბათ :mad: ვან პერსი :down: სუარესი იგუანიდან კიდე ყველაზე დიდი შანსია სუარესი რო გადმოვიდეს და არა იგუაინი მე ასე მჯერა!

12 years ago

თქვენ კიდე ამათზე კამათობთ :lool:

Samtrediel90
12 years ago

d a v i d
ძირითადში კი მარა სად? რა პოზიციაზე დააყენა გვარდიოლამ? ცენტრფორვარდი იყო ბარსაშიც?
ისე ბოლო წელს ძირითადში ვაბშე აღარ იყო

d a v i d
12 years ago

Henry14

ანრი რაც არსენალში იყო იმის ნახევარი იყო ბარსაში :chuvak:

Samtrediel90
12 years ago
Reply to  d a v i d

ვაა,ეგ თუ იცი მაშინ ისიც გეცოდინება რატო?… სად ათამაშებდნენ? :chuvak:

d a v i d
12 years ago
Reply to  Samtrediel90

ძIრითადში იყო ჯიგარო მარა, არსენალში რო უბერავდა ისე ბარსაში ვერ იყო :c: მგონი დამეთანხმები რო ეგრე იყო :italy:

Samtrediel90
12 years ago

აუ იუვეს ფეხბურთელების ხელფასები სად ვნახო არავინ იციით? :chuvak:

7uP
7uP
12 years ago

ვან პერსი არა და იმ სამიდან რომელიც გინდა ის მოიყვანეთ :modee: კავანი უფრო :modee: :modee: :modee:

Samtrediel90
12 years ago

d a v i d
აბა აბა ანრი რა შუაშიაა???????????? :mad: :mad: :mad:

Samtrediel90
12 years ago

1juve
რობინიო რობინიოა და რაიცი რო მასე დაემართება…
მოვლენ მეთქიიიიიიი ნუ ითარსები :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Samtrediel90

ვნახოთ

| Newsphere by AF themes.
98
0
Would love your thoughts, please comment.x