დელ პიეროს შავ-თეთრი მემკვიდრეობა
ალესანდრო დელ პიეროს უფლება, რომ ჰქონოდა წინასწარ დაეგეგმა თავისი ბოლო მატჩი სერია A-ში, სავარაუდოდ, ის ზუსტად ისე დაგეგმავდა, როგორც ეს სინამდვილეში, ატალანტასთან მატჩში მოხდა…
ლეგენდარულმა იტალიელმა თავდამსხმელმა დაასრულა თავისი 19 წლიანი ურთიერთობა “ბიანკონერისთან”. თანაც, დაასრულა ტურინში, “იუვენტუს არენაზე” 36 000 ქომაგის თვალწინ ისე, რომ კვლავ გაიტანა გოლი. ამას დამატებული ისიც, რომ იუვენტუსმა ეს სეზონი წაუგებლად დაამთავრა და ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა სკუდეტო.
ხალხის რეაქციამ მატჩის მიმდინარეობისას და მის შემდეგ ყველას დაანახა თუ რამხელა ადგილს იკავებს დელ პიერო მათ გულებში. დელ პიერო არის იუვენტუსის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების და გატანილი გოლების მიხედვით. ამ ადამიანმა, თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი იუვენტუსს მიუძღვნა.
“მხოლოდ 3 ფეხბურთელი შეიძლება მივიჩნიოთ იუვენტუსის სიმბოლოებად: [ჯიამპიერო] ბონიპერტი, [მიშელ] პლატინი და, რა თქმა უნდა, [ალესანდრო] დელ პიერო.” – ანდრეა ანიელი, იუვენტუსის პრეზიდენტი.
მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ ემოციურად ისაუბრა დელ პიეროზე: “მე დელ პიეროსგან განცვიფრებული ვარ, რადგან ის განეკუთვნება რაღაც ენით აუღწერელს. ის იუვენტუსის ისტორიაა. მას მადლობა ეკუთვნის როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს, ამიტომ მეც ვუხდი მას მადლობას.”
ორი დეკადის განმავლობაში დელ პიერო იუვენტუსის მიმართ არ იცვლებოდა. მას შემდეგაც კი რაც გუნდი სერია B-ში გაუშვეს კალჩოპოლის გამო, ის გუნდს მაინც არ ტოვებდა, მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა.
დელ პიერო “დელა ალპიზე” 1993 წელს გადაბარგდა პადოვადან. თავის პირველივე მატჩი ჰეთ-თრიკი შეასრულა, პარმასთან. შემდეგივე სეზონში იუვენტუსმა სერია A მოიგო, დელ პიერო კი ამ ტრიუმფის მონაწილე გახდა. რამდენიმე კვირაში საშინაო დუბლიც შეასრულეს. ეს პირველი წარმატება იყო დელ პიეროსი იუვენტუსში. მისი ყველაზე დიდი წარმატება კი, რა თქმა უნდა, 1996 წელს მოხდა. იუვენტუსმა აიაქსი დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომში. ამავე წელს დელ პიერომ საკონტინენტთაშორისო თასიც ასწია მაღლა. მაგრამ შემდეგ იყო წარუმატებელი ორი წელიწადი, როდესაც ორჯერ ზედიზედ იუვენტუსი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ჯერ ბორუსიასთან, შემდეგ კი მადრიდის რეალთან დამარხდა.
დელ პიეროს ჩატარებულ 800-ზე მეტ მატჩში გატანილი აქვს 300-ზე მეტი ბურთი. თუმცა, მხოლოდ ერთხელ გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და ისიც უკვე ვეტერანობის დროს, სერია B-დან დაბრუნდებისთანავე.
მეტსახელი “პინტურიკიო” მან რენესანსის ეპოქის მხატვარის მიხედვით მიიღო იუვენტუსის ყოფილი პრეზიდენტისგან, ჯანი ანიელისგან. მან განაცხადა, რომ დელ პიეროსთვის სამაგალითო იყო რობერტო ბაჯო, რომელსაც რაფაელთან აიგივებდნენ.
დელ პიერომ თავისი ბოლო გოლი “დელ პიეროს სტილში” გაიტანა. ამისი ახსნა არ შეიძლება, ეს უბრალოდ უნდა რამდენჯერმე ნახო და შეიგრძნო.
მისი ამ სტილის გოლების გამო თვით რონალდინიოსაც კი აქვს ნათქვამი შემდეგი:”დელ პიერო ჩემი კერპია. ის ჩემზე უკეთ ურტყამს ჯარიმებს და ბურთსაც ჩემზე უკეთ ეპყრობა. არასდროს მიჭირდა ამის აღიარება და არც ახლა მრცხვენია ამის. ის ბურთს ისე ჭრის, რომ მე მეკარე რომ ვიყო ვერ გავიგებდი სად დავმდგარიყავი და საით გადავმხტარიყავი.”
ბოლო წლებში მისი საუკეთესო მომენტი იყო, როცა მან გერმანიას გაუტანა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და გუნდი ფინალში გაიყვანა და, ალბათ, ფინალიც, სადაც 11 მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მისი კარიერის პიკია, მაგრამ მისი მემკვიდრეობა ძირითადად მაინც მისი ნაწერით შემორჩება “მე, ბიანკონერი”.
სტატია მოამზადა ლექსო თედეურმა
ალეე უდედესი ადმიანი ხარ იუვს ლეგენდა და ჩემის ასრით მსოფილიო ლეგენდა გენაცვალლეე
ალე იუვეს გარეშე და იუვე ალეს გარეშე
და ჩვენ ყველა ალეს გარეშე
ფაკტიურად ჩემი ოჯახის წევრია
ყველაზე დიდი ფეხბურთელი
ყოველთვის ლეგენდად დარჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ასევე დიდი სიყვარულის ისტორიაში!!!!!!!