კიელინი იმედიანად არის განწყობილი
ბიანკონერის ცენტრალური მცველი , ჯორჯო კიელინი დარწმუნებულია , რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოასწრებს მომჯობინებას ევროპის ჩემპიონატისთვის : ” არის თუ არა იმის საშიშროება , რომ ვერ მოვხვდები საბოლოო განაცხადში ? უმჯობესი იქნება თუ ასეთ საკითხებზე არ ვიხუმრებთ . სრულ მზადყოფნაში ვიქნები ევროპის ჩემპიონატისთვის და თუ დავუშვათ , ვერ მივიღე მონაწილეობა ორ ამხანაგურ მატჩში აძურის რიგებში , ამისი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ზომები იქნება . მსურს , რომ 100 % – ით ვიყო მზად 10 ივნისისთვის და ვიქნები კიდევაც ” . იტალიის ეროვნული ნაკრები 5 ივნისს გაემგზავრება პოლონეთში და ორ სპარინგ მატჩს გამართავს – 29 მაისს ლუქსემბურგის ნაკრებთან , ხოლო 1 ივნისს რუსეთის ნაკრებთან .
წყარო : Football Italia
შენ გაიხარე კიელინი რა… ამის ტრავმა საცოდაობა იქნებოდა და ევროპის გამოტოვება… უმაღლესი სეზონი ჩაატარა…
ნაკრებისთვის კი უდიდესი ძალაა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი იქნებოდა წლევანდელი აძურისთვის ჯორჯო კიელინის არ ყოფნა, ანდრეა პირლოს შემდეგ… ბუფონი, პირლო, კიელინი და დეროსიც
forza italia. ყველას გავაპობთ ვინც საჭიროა… :D

ჯორჯო ნახევარი გუნდია
ხო ხო რა ციებცხელება იწყებაა
ფორცა იტალიააა 
გავაპოთ ესპანელები
მიდი ჯორჯო

მიდი შე ცხოველო შენ რა დაგაშავებს ესპანელებს უნდა მოაჭამო ფეხები